გართობაკულტურა

საფეხბურთო კლუბები (7 ნაწილი)

8ed4490ecb30
ლუდოგორეცი – ტიტულოვანი და ლიდერი კლუბი ბულგარეთიდან რომელიც ასპარეზობს ბულგარეთის ლიგა A-ში. ლუდოგორეცი დაარსდა 2001 წელს 18 ივნისს. 2013-2014 წლის სეზონში ლუდოგორეცმა 1 ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კლუბის პრეზიდენტია კირილ დომუსჩიევი მწვრთნელია გეორგი დერმენდჟიევი ხოლო კაპიტანია სვეტოსლავ დიაკოვი. ლუდოგორეცი საკმაოდ აქტიურად ასპარეზობს ასევე ევროპულ ტურნირებში მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე სადაც იგი მოხვდა მაგრამ დიდად ვერაფერი მოახერხა მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ესეც საკმაოდ კარგი წარმატებაა.


ce18069df9b1
ბენფიკა – საფეხბურთო კლუბი რომელიც არის პორტუგალიიდან კერძოდ ქალაქ ლისაბონიდან. ბენფიკა დაარსდა 1904 წლის 28 თებერვალს. გუნდს ყველაზე მეტჯერ 33-ჯერ აქვს მოგებული პორტუგალიის ჩემპიონატი ასევე 2-ჯერ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონთა თასი. ბენფიკას პრეზიდენტია ლუიშ ფელიპე ვიეირა ხოლო მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი. 2013-2014 წლის პორტუგალიის ლიგაში ბენფიკა 1 ადგილზე გავიდა და ჩემპიონი გახდა.
75ad77d13aa2
დნიპრო დნიპროპეტროვსკი – უკრაინიული საფეხბურთო კლუბი რომელიც უკრაინის პრემიერ ლიგაში ასპარეზობს. დნიპროს პრეზიდენტია იგორ კოლომოისკი მწვრთნელია ხუანდე რამოსი ხოლო კაპიტანია ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების წევრი და ასევე ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. 2012-2013 წლის უკრაინის ლიგაში დნიპრომ 4 ადგილი დაიკავა დნიპრო ასევე მოხვედრილია ევროპის ლიგის მეოთხედფინალში.
649dc00f5277
ბორდო – ფრანგული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბორდოდან ეს კლუბი ასპარეზობს საფრნაგეთის ლიგა 1-ში. ბორდო დაარსდა 1881 წელს. ბორდოს ექვსჯერ აქვს მოგებული საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონი.  ბორდოს პრეზიდენტია ჟან-ლუი ტრიო. ბორდომ საფრანგეთის ლიგა 1-ში 2011-2012 წლის ლიგაში 5 ადგილი დაიკავა. ბორდო საკმაოდ ტიტულოვანი კლუბია და ასევე მოგებული აქვს საფრანგეთის თასი 3-ჯერ.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button