არქივი

ბავშვები “Facebook”-ის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

8a319980b80d
ახალგაზრდა მშობლებისთვის შექმნილ ინტერნეტ-პორტალზე “MomFilter.com”-ზე გაჩნდა ვიდეორგოლი, რომლის თანახმადაც ბავშვები საკუთარ მშობლებს მოუწოდებენ, რომ სოციალური ქსელი “Facebook” გამორთონ და მათ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.

რეკლამაში მიტოვებული ბავშვები მშობლების ყურადღების მიქცევას ცდილობენ, რომლებიც “Facebook”-თან ზიან და შვილებს ყურადღებას არ აქცევენ. ვიდეოს ბოლოს გაბრაზებული ბავშვი დენს თიშავს და დედას საძინებელ ოთახში ექაჩება.

აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით “Facebook”-ის წარმომადგენლებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს მაშტაბით ადამიანები “Facebook”-თან 49,3 მილიონ წუთს ატარებენ.

წყარო:geonews.ge

მსგავსი ამბები

Back to top button