არქივი

SOS!!! (გათამაშდება უდიდესი უბედურება)

585ce9af9f8e

რას გულისხმობდა ალენ დალესის გეგმა?!

II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალესის მიერ:

(ნაწყვეტი)

“დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.    “ლიტერატურიდან”, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღრმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები – ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს – ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა – ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.

მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად…. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”.  f78835b4fcaf

ვისაც გაგიჩნდათ კითხვა როდის და რა მიზნით შეიქმნა ეს გეგმა შეგიძლიათ წაიკითხოთ ისტორიკოსის სოსო მაქნჯავიძის აზრი:

– ალენ დალესი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მესამე დირექტორი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დალესი ევროპის პოლიტიკურ დაზვერვას ხელმძღვანელობდა და მკვეთრად ანტიკომუნისტური განწყობის ადამიანი და ცივი ომის იდეოლოგი იყო. დალესის დოქტრინა, როგორც დოკუმენტი, არ გამოქვეყნებულა და არც მისი ორიგინალი არსებობს. ყველაზე ახლოს ამ დოკუმენტთან არის 1948 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოხსენება, რომელიც ამერიკის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს ფორესტოლის მოთხოვნით გაკეთდა.

ეს მოხსენება ეხებოდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამერიკელებს საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ქვეყნების დასანგრევად. გეგმაში მოცემულია საბჭოთა კავშირში რა სახის იდეოლოგიური დივერსია უნდა მოეწყოს, როგორ უნდა დაინგრეს ეკონომიკა, რა ტიპის სახელმწიფოდ უნდა გადააქციონ საბჭოთა კავშირი და ა.შ.

დალესის გეგმა გულისხმობს ამა თუ იმ ქვეყანაში მარიონეტული ხელისუფლების დასმასა და ეთნიკური სიძულვილის გაღრმავებას (სახელმწიფოს წარმომქმნელი ერებისადმი მცირე ერების სიძულვილის გაღვივებას). საქართველოს ბოლო 20 წლის ისტორია, სამოქალაქო ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები შეიძლება ამ ჭრილში განვიხილოთ

დალესის გეგმა გულისხმობს, რომ ზესახელმწიფოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჰყავდეს დამორჩილებული. ჩვენ არც ერთი დიდი სისტემის ნაწილი არა ვართ. აზერბაიჯანი, თურქეთი და შუა აზია თურქული მოდგმით დასახლებული სახელმწიფოებია, რომელთაც ერთმანეთის მიმართ ბუნებრივი სოლიდარობა აქვთ.

ამიტომაც როგორც ჩვენზე ტარდება ექსპერიმენტი, ისე ამ ქვეყნებში ექსპერიმენტის ჩატარება გაძნელდება. სომხეთს ძლიერი დიასპორა ჰყავს მთელ მსოფლიოში და ეს შველის. ჩვენ კი უმოკავშირეოდ ვართ და რუსეთთან დაპირისპირების შემდეგ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ერთადერთი მშველელი იქ არის, სადაც ეს (დალესის) გეგმა დაიწერა.

ამიტომაც გვაქვს ქვეყანაში ასეთი ვითარება. დალესის გეგმის თანახმად, მთავარი სამიზნე ხალხის ეთნიკური და მსოფლშეგნების ცენტრებია (მწერლობა, უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია და ეკლესია).

ამიტომაც მწერალთა კავშირი დაშალეს. ეს იმიტომ იყო აუცილებელი, რომ სწორედ ჩვენი მწერლობაა ქართული ეთნიკური ცნობიერების მატარებელი. თუ ერში მყარი ეთნიკური ერთობა არის, არის ეროვნული იდეალები და ჰყავთ ავტორიტეტები, იმ ერის მართვა ძალზე რთულია.

მიზნის მისაღწევად აუცილებელია ეროვნული ცნობიერების დაშლა. ეს კი სწორედ ეროვნული ცნობიერების ბურჯების გამოცლით ხდება. ტრაგედიაა, როდესაც თეა თუთბერიძე და ლევან რამიშვილი აკრიტიკებენ ეკლესიას. ისინი ხომ ქართული ინსტიტუტების ნგრევის აგენტები არიან. მათი ამოცანა ეროვნული ცნობიერების დანგრევაა.

ამათ კარგად იციან, რომ საზოგადოების გაკონტროლებისთვის ეკლესიაა უმთავრესი ძალა. ეკლესიიდან მოდის ის ნათელი, რაც ადამიანს ზნეობრივს ხდის. ზნეობრივ ადამიანს კი ვერც ერთ სქემაში ვერ ჩასვამ. ამიტომაც ამკვიდრებენ უზნეობასა და ლაფს ასხამენ ავტორიტეტებს.

ავტორიტეტი არ უნდა არსებობდეს, რადგან ის საზოგადოების თვითრეგულაციის მექანიზმია. უავტორიტეტოდ ხალხი ვერ გაერთიანდება, ერთიან აზრს ვერ გამოიმუშავებს და ვერც კონსოლიდირებულად იმოქმედებს. ამიტომაც მიზანმიმართულად ანადგურებენ ავტორიტეტებს ზოგიერთი მედიასაშუალების მეშვეობით.

საინფორმაციო საშუალებები საზოგადოების გარყვნისთვის ყველა ხერხს მიმართავენ. თუ ბავშვმა არ ისწავლა მოწიწება, პატივისცემა და თავშეკავება, თუ ბავშვობიდანვე უყურა ავტორიტეტების შეურაცხყოფას, ის ადამიანად ვეღარ ჩამოყალიბდება. ის იქნება ინფორმაციულ-ბიოლოგიური არსება, რომელიც სრულ მართვას ექვემდებარება. ასეთ ადამიანებს ზომბებს, სულმოპარულებს უწოდებენ. სახარებაში წერია: “რა არს კაცისთვის, უკეთუ მოიპოვოს მთელი ქვეყანა და სული თვისი დაკარგოსო”. თუ კაცს სული არა აქვს, რად უნდა, მთელი მსოფლიოც მის ფეხქვეშ რომ იყოს? ხელისუფლებაში ისეთი ხალხია, ვინც საკუთარ თავს ქართული კულტურის ორგანულ ნაწილად არ განიხილავს და ძალაუფლებას შურისძიების იარაღად იყენებს.

დააკვირდით, რისკენ მოუწოდებს ქვეყნის პირველი პირი. მოზარდებს ეუბნება, ბუჩქებში გაერთეთო და ეს ნიშნავს, რომ სრულად არის ჩართული მომავალი თაობის გარყვნის პროგრამა. როგორ შეიძლება პიროვნებას ავითარებდეს ადამიანის უპატივცემულობა, ტყუილი, მაბეზღარობა? სახარებაში წერია, ვაი მას, ვისი პირიდანაც საცდური გამოდის, რომ იცოდნენ, რა ელოდებათ, ურჩევნიათ, თავიანთი ხელით დაიკიდონ ლოდი და დაინთქან უფსკრულთა შინა ზღვისასაო. ადამიანები ადვილად რომ მართონ, მათში სოლიდარობის განცდას კლავენ. არ უნდათ, რომ ხალხში თანაგრძნობა და თანაგანცდა არსებობდეს.

ამ ვითარებას შევადარებდი ანტილოპების ჯოგზე ლომების შეტევას. როდესაც მტაცებელი ანტილოპას მოიხელთებს, მისი თანამოძმეები მხოლოდ კუნტრუშობენ და ვერ აცნობიერებენ, ხვალ თავადაც რომ მოელით მტაცებლის კლანჭებში სულის დალევა. არ უნდა გადავიქცეთ ჩლიქოსნებად!.. სხვა გამოსავალი არ არის, უნდა დავჭკვიანდეთ, უნდა ვიფიქროთ, სოლიდარობის განცდა არ უნდა დავკარგოთ და ამ სისტემას ერთობით დავუპირისპირდეთ!

ქართველი ერის დეპოპულაცია მიმდინარეობს და ვინც გადავრჩით, ისინი მაინც გავერთიანდეთ. თუ გავერთიანდებით, ვერავინ გვმართავს. თუ ასე არ მოვიქეცით, ამ ქვეყნის პატრონები აღარ ვიქნებით. გვახსოვდეს, ღმერთს თავისუფალი ადამიანი უყვარს!

P.S მე საკმაოდ დამაფიქრა ამან …

წყარო: კვირის პალიტრა

მსგავსი ამბები

Back to top button