პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომი 1917 წელს დაიწყო. ერთ მხარეს იბრვძოდნენ ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია და რუსეთი ხოლო მეორე მხარეს გერმანია და ავსტრია.მოგვიანებით ომში სხვა ქვეყნებიც ჩაებნენ.ბრძოლის ველზე ამოსული ყაყაჩო ომის მოგონების სიმბოლოდ იქცა.
სანგრებში
ჩრდილოეთ საფრანგეთში სასტიკი ბრძოლები გაიმართა. მტრის ტყვიისაგან დასაცავად ჯარისკაცები ღრმა თხრილებს, სანგრებს თხრიდნენ და სანგარში კვირაობით ცხოვრობდნენ.ბრძოლის დროს ჯარისკაცები სანგრებიდან ამოდიოდნენ და მტერს უტევდნენ. ამ საშინელ ომს მილიონობით მებრძოლი ემსხვერპლა.სანგარის გარშემო მავთულხლართი იყო გავლებული.ახლა კი აღგიწერთ იქაურობას.ჯარისკაცები სანგრის კედლებში ამოთხრილ ხვრელებში ისვენებდნენ.ოფიცრები მიწისქვეშა საფრებში, ბლინდაჯებში ცხოვრობდნენ.ჯარისკაცებს ფეხები მუდამ სველი ქონდათ და ხშირად უწყლულდებოდათ.სანგრები სავსე იყო ვირთხებით,რწყილებითა და ტილებით.სანგრებს შორის ხის გასასვლელი იყო რაც ჯარისკაცებს ტალახში ჩაფლობისაგან იცავდა. სანგრის შემაღლებულ ადგილას გუშაგი იდგა და თანამოძმეებს დარაჯობდა გუშაგები მალ-მალე იცვლებოდნენ.
ახალი იარაღი
ომის მოსაგებათ ორივე მხარე ბრძოლის ახალ-ახლა ხერხებს სცდიდა.ბრიტანელებმა ტანკი გამოიგონეს, გერმანელები კი მტერს მომწამლავი აირით უპირისპირდებოდნენ.ტანკები გზად ყველაფერს ანადგურებდნენ, მაგრამ მწყობრიდანაც მალე გამოდიოდნენ. გერმანული წყალქვეშა ნავები ბრიტანეთისა და საფრანგეთისაკენ მიმავალ გემებს ესხმოდა თავს.
ომის დასასრული
1917 წელს ომში ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო, მოკავშირეებ მიემხრო და მათ გამარჯვებაში დაეხმარა. საბოლოოდ ომი1918 წლის 11 ნოემბერს 11 საათზე დამთავრდა. ამ ომში 16 მილიონი კაცი დაიღუპა. ყოველი წლის 11 ნოემბერს მსოფლიოში მრავალი ადამიანი იხსენებს ომში დაღუპულ მებრძოლებს.