გასართობისაკითხავისასარგებლო

ვიქტორიანული ხანა

იმ პერიოდს, როცა ბრიტანეთს დედოფალი ვიქტორია მართავდა, ვიქტორიანული ხანა ქვია. ომ დროისათვის ბრიტანეთში უამრავი ფაბრიკა და ქარხანა აშენდა, რამაც ქალაქებისა და მისი მოსახლეობის ზრდა განაპირობა.

ქალაქში

შეძლებული ადამიანები ქალაქის განაპირას დიდ და კომფორტულ სახლებში ცხოვრობდნენ, ქარხნის მუშებისთვის განკუთვნილ ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილ ვიწრო სახლებში ცხოვრობდნენ.იქ არც გამდინარე წყალი იყო და არც საპირფარეშო. ქარხნების გამონაბოლქვითა და სიბინძურით აორთქლებულ ქალაქებში ადვილად ვრცელდებოდა სხვადასხვა დაავადება რის შემდეგაც ადამიანები იხოცებოდნენ.

ვიქტორიანელი ბავშვები

მდიდარი მშობლები ვაჯებს სკოლებში გზავნიდნენ, გოგონებს კი შინ ასწავლიდნენ.ღარიბთა შვილები ქვანახშირის მაღაროებში და ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდნენ რათა ოჯახი ერჩინათ.ობლები თავშესაფრებში ცხოვრობდნენ, სადაც განათლებას იღებდნენ მაგრამ მათ აღმრზდელები სასტიკად ეპყრობოდნენ:ამათრახებდნენ, სცემდნენ, აშმშლებდნენ და ა.შ.

ვიქტორიანული მოდა

1850-1860-იან წლებში ქალებს მრგვალ ჩარჩოზე გადაჭიმული ძალზე ფართო ქვედაბოლოები ეცვათ.ჩარჩოს კრინოლინი ერქვა. წელის დასავიწროებლად ქალები ერთგვარ საცვალს, კორსეტს ხმარობდნენ.იმ დროს წელის იდეალური ზომა 45 სმ. იყო.

                                                       

acaco27

HELLO I LOVE UCNAURI.COM

მსგავსი ამბები

Close
Close