გართობაკულტურა

საინტერესო საიტები (მეცამეტე ნაწილი)

1859e3093047
penzu.com-ბავშვობაში ალბათ ბევრი ავსებდით დღიურს, მე ახლაც ვაგრძელებ ამის კეთებას ოღონდ ახლა ინტერნეტში. ადრე ამას აღნიშნული სერვისის გამოყენებით ვაკეთებდი, თუმცა სამწუხაროდ დაიხურა. ონლაინ ღიურის წარმოების კიდევ ერთ კარგ საშუალებას penzu წარმოადგენს. ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან ახლოს არის ორიგინალთან. განსაკუთრებულ უპირატესობას წარმოადგენს ის რომ მარტივად შეგიძლიათ ჩანაწერის მოძებნა, სათაურის,თარიღის და ტეგების(პრემიუმ ფუნქცია) დახმარებით. თავად ტექსტის აკრეფისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ეფექტები.თუ შეძენთ სერვისის ფასიან აკაუნტს დღიურის შევსება მობილური აპლიკაიის დახმარებითაც შეგეძებათ. ბოლოს მინდა ვთქა რომ დღეს არსებული რესურსებიდან penzu წარმოადგენს საუკეთესო ონლაინ დღიურს, უამრავი საინტერესო ფუნქციით.

6c02be3ad75f
fakena-ძალიან სასარგებლო საიტია. ხშირად გვიხდება ხოლმე რეგისტრაცია ჩვენთვის ახალ საიტებზე, როგორც წესი უმეტესობას არ ვიყენებთ მაგრამ ინფორმაცია ჩვენ შესახებ მაინც რჩება მონაცემთა ბაზაში. fakena წარმოადგენს პირადი მონაცემების გენერატორს. საიტი სპეციალურად ქმნის ყალბი პიროვნების დეტალურ ინფორმაციას( საფოსტო მისამართის ჩათვლით) აღნიშნული მონაცემები თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას.გაითვალისწინეთ რომ ყალბი ინფორმაცია დროებითია და ინახება 30 დღის განმავლობაში. პირადად მე ხშირად გამოვიყენებ ხოლმე, დარწმუნებული ვარ თქვენც გამოგადგებათ ისარგებლეთ.
5551bfa894de
filestofriends.com დიდი მოცულობის ფაილების გადაგაგზავნა საკმაოდ პრობლემატურია ინტერნეტით, ჩვენ რეალობაში ასეა, არვიცი თქვენ რა ხერხებს მიმართავთ,მაგრამ ჩემ შემთხვევაში არცერთმა ტრადიციულმა მეთოდმა არ იმუშავა და დავიწყე ძიება. filestofriends არ ჩანს დიდად პოპუარული რესურსი მაგრამ საკუთარ სახელს ნამდვილად ამართლებს. ყველაფერი ძალიან მარტივია, ირჩევთ სასურველ ფაილს, რომელიც იტყვირთება დროებით მისამართზე და უგზავნით მეგობარს, რამოდენიმე დღეში ფაილი იშლება. თუ იცით მსგავსი, ან ამაზე უკეთესი რესურსები ფაილების გადასაგზავნათ გთხოვთ გაგვიზიაროთ.
e96fb6d90257
Cur.to არის საკმაოდ კარგი ინსტრუმენტი რათა თვალი ადევნოთ თუ რა ხდება სოციალურ ქსელში. შედიხართ და წერთ თქვენთვის საინტერესო თემას( სიტყვას) და სისტემა ამოგიყრით იმ უკანასკნელ აქტოვობებს რომლებიც საკითხს ეხება. ალგორითმი აერთანებს რამოდენიმე მსხვილ სოციალურ ქსელს. ნამდვილად კარგი საშუალება იმისათვის რომ გაიგოთ უახლესი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 

წყარო : gverdebi.com

Back to top button