ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

საფეხბურთო კლუბები (4 ნაწილი)


ლივერპული – ინგლისური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლივერპულიდან.  ლივერპული არის პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მანჩესტერ იუნატედის შემდეგ მოგებული ჩემპიონატების მიხედვით და ინგლისურ კლუბთაგან ყველაზე მეტჯერ, ოთხჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა. ლივერპული პრეზიდენტები არიან ჯონ ჰენრი და ტომ ვერნერი მწვრთნელია ბრენდან როჯერსი ხოლო გუნდის კაპიტანია სტივენ ჯერარდი. ლივერპულის სტადიონია ენფილდი სადაც ეტევა 45.362 მაყურებელი.


ნიუკასლ იუნაიტედი – ქალაქ ნიუკასლ-აპონ-ტაინის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თამაშობს სენტ ჯეიმზ პარკის სტადიონზე.
კლუბი დაარსდა 1892 წელს, როდესაც ნიუკასლის ორი გუნდი ნიუკასლ ვესტ ენდი და ნიუკასლ ისტ ენდი გაერთიანდა და დღევანდელი სახელი ეწოდა. კლუბი დაარსების დღიდან სენტ ჯეიმზ პარკის სტადიონზე თამაშობს, რომელმაც დღევანდელი სახე 1990 წელს რეკონსტრუქციის შედეგად მიიღო. გუნდი ოთხჯერ გახდაინგლისის ჩემპიონი, ექვსჯერ ქვეყნის თასი და ერთხელ კომუნითი შილდსი მოიგო, საერთაშორისო ასპარეზზე კი მხოლოდ ინტერტოტოს თასის მფლობელია 2006 წელს.
ნიუკასლისთვის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა სანდერლენდთან დაპირისპირება ტაინ-უირულ დერბიში, რომელიც სათავეს 1898 წლიდან იღებს. ნოუკასლის პრეზიდენტია მაიკ ეშლი მწვრთნელია ალან პარდიუ ხოლო კაპიტანია ფაბრიციო კოლოჩინი.

დილა გორი – ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ გორიდან რომელიც 1949 წელს ქალაქ გორში დაარსდა, თუმცა სახელი დილა 1961 წელს დაერქვა. გორის დილას მწვრთნელია  უჩა სოსიაშვილი  ხოლო კაპიტანია ლუკა რაზმაძე. 2013-2014 წლების საქართველოს უმაღლეს ლიგაში 9 ადგილი დაიკავა. გორის დილას სტადიონია თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონი რომელიც 8,300 მაყურებელს იტევს.

დინამო ბათუმი – ქართული საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1923 წელს ქალაქ ბათუმში. საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ 1923 წელს შეიქმნა . კლუბის სტადიონი 2006 წელს გაიყიდა და ბათუმელთა და არა მარტო ბათუმელთა პროტესტის მიუხედავად დაინგრა და მის ადგილას საცხოვრებელი კორპუსები აშენდა. ამჟამად ბათუმის დინამო ქობულეთის ჩელე არენაზე ატარებს შეხვედრებს მაგრამ ბათუმში მალე ახალი სტადიონი აშენდება რომლის პროექტიც დამტკიცდა და ბათუმის დინამოელებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა კარგად გამართულ და სრულფასოვან რაც მთავარია საკუთარი ქალაქის სტადიონზე ჩაატარონ შეხვედრები. ბათუმის დინამო საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ამჟამინდელ ცხრილში 2 ადგილზეა 45 ქულით ასევე 45 ქულა აქვს გორის დილასაც.

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

თეგები
Close
Close