არქივი

მოგზაურობა უცნაურ ბლოგთან ერთად (2 ნაწილი)

76300523ccdf
ჩიკაგო – აგრეთვე ცნობილი როგორც მეორე ქალაქი და ქარის ქალაქი პოტავატომის ტომის ინდიელები, რომლებიც ამ ადგილას სახლობდნენ თეთრკანიანი ახალმოსახლეების გამოჩენამდე ამ ადგილას “ჩეეკაგუ”-ს უწოდებდნენ. ჩიკაგო მოსახლეობის რიცხოვნობით რიგით მესამე უდიდესი ქალაქია ამერეიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის შემდეგ. ჩიკაგოში 2006 წლის მონაცემებით 2,833,321 კაცი ცხოვრობს გარეუბნებსა და გარშემო მდებარე ქაუნთების ჩათვლით, ჩიკაგოლენდის დიდი მეტროპოლია 10 მილიონამდე მოსახლეს ითვლის. ქალაქი ასევე ცნობილია მისი ეთნიკური მრავალფეროვნებით. ჩიკაგოს ცათამბჯენები, ადგილობრივი სამზარეულო, პოლიტიკური ტრადიციები და სპროტული გუნდები მისი ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია.  1833 წელს დაფუძნებული მცირე სასაზღვრო დასახლება ოლდ-ნორზვესტიდან ქალაქი გაიზარდა და განვითარდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მეტროპოლიად და დღეს ჩიკაგო მსოფლიოს “ალფა” (ყველაზე გავლენიანი) ქალაქების ათეულშია.

7d761180f6af
დელი – ინდოეთის დედაქალაქი და ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი მისი მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 11 007 835 კაცია დელი სიდიდით მეორე აგლომერაციაა ინდოეთში.  დელი ბოლო წლებში საკმაოდ კარგად განვითარდა და იქ აშენდა მრავალი ლამაზი შენობა ასევე ბევრი ბიზნესცენტრი რამაც ეს ადგილი ძალიან პოპულალური გახადა. ქალაქს ადრე ნიუ-დელის უწოდებდნენ მჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია.  სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ, მისი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის დონით, ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა.
bd68b293f65d
პეკინი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქი და მოსახლეობის სიდიდით მეორე უდიდესი ქალაქი შანხაის შემდეგ. ის მთავარი სატრანსპორტო კვანძია, უამრავი სარკინიგზო ხაზით, გზებითა და ავტოსტრადებით ყველა მიმართულებით. ის ასევე ჩინეთის საერთაშორისო საჰაერო რეისების მთავარი პუნქტია. პეკინი ჩინეთის პოლიტიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია, მაშინ როდესაც შანხაი და ჰონგ-კონგი მისი ეკონომიკური დასაყრდენია. პეკინი ერთ-ერთია ჩინეთის ოთხ უძველეს დედაქალაქთა შორის. 2009 წლის მონაცემებით პეკინში 17 817 968 კაცი ცხოვრობს.
95ff2e234f12
ტოკიო – იაპონიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი მსოფლიოში მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით. 2007 წლის მონაცემებით ტოკიოში 12,790,000 კაცი ცხოვრობს. ტოკიო პოლიტიკურ, სამეწარმეო, საფინანსო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრს, იაპონიაში კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კოლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვს. ბევრი ადგილობრივი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სხვა ბიზნეს სათაო ოფისები წარმოდგენილია ტოკიოს ცენტრალურ ნაწილში. ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან “გლობალურ ქალაქთა” (ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ. ქალაქის მმართველობას ახორციელებს პრეფექტურული კრება, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით. კრებას მეთაურობს მოსახლეობის მიერ არჩეული გუბერნატორი (მერი). არჩევითი ორგანოს უფლებამოსილება ფორმალურად საკმაოდ ფართოა, ფაქტობრივად კი მის საქმიანობას კონტროლს უწევს ცენტრალური ხელისუფლება. ტოკიოს რაიონებში არის არჩევითი რაიონული კრებები. ქალაქის ერთ-ერთი დასაფასებელი თვისება ისაა, რომ მოსახლოება სრულიად თავისუფალია და პატივს სცემს ნებისმიერი ერის, სარწმუნოების, ორიენტაციის წარმომადგენელს. თავად ქალაქის თინეიჯერებში კი გავრცელებულია ჰარაჯუკუ, რომელიც სწორედ აქ ჩაისახა და შემდგომ მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

Back to top button