არქივი

მოგზაურობა უცნაურ ბლოგთან ერთად (1 ნაწილი)

a15aed9cc8f6
ბარსელონა – კატალონიის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ესპანეთში მადრიდის შემდეგ. მის ადმინისტრაციულ საზღვრებში 1 621 537 ადამიანი ცხოვრობს 2009 წლის მონაცემებით ფართობი კი 101,4 კმ²-ია.  ბარსელონა შეიძლება ითქვას რომ სპორტული ქალაქია და ამ ქალაქის დასახელებას ატარებს ასევე საფეხბურთო კლუბი ბარსელონა რომელიც მსოფლიო კლასის და ნამდვილად გრანდი გუნდია. გარდა თანამედროვე შენობებისა და სპორტული ცხოვრების სტილისა ქალაქში ასევე მრავლად შეხვდებით ძველ შენობებს და უბნებს სადაც მკვეთრად არის გამოხატული ესპანური ქუჩური შენობების სტილი რომელიც ასახავს ძველი ქალაქის ცხოვრებას ახლებულ სტილში ასე რომ ბარსელინაში მრავლად შეხვდებით ძველ ეკლესიებს რომლებიც ძალიან ლამაზად შესანიშნავად და შთამბეჭდავად გამოიყურება. ბარსელონა-ს ტურიზმი მეტად განვითარებულია და ამაში ასევე დიდი წვრილი შეაქვს ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბ ბარსელონას რომლის სტადიონის და თამაშის სანახავად წელიწადში მილიონობით ტურისტი სტუმრობს ესპანეთს და კერძოდ ბარსელონას. ბარსელონა ასევე მოწინავე ეკონომიკური და კულტურული ცენტრია.
aea71c6e96bb
დუბაი – არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი დუბაის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი. ბოლო წლებში დუბაი ტურისტებისათვის საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულალური ქალაქი გახდა რადგან იქ აშენდა მაღალი შენობები ასევე სასტუმროები და გასართობი ადგილები და ცენტრები რამაც ტურიზმის განვითარებას ბევრად შეუწყო ხელი ასევე ქვეყანაში თითქმის მოსახლეობის 100 პროცენტი მუშაობს და იქ სიღარიბე და უმუშევრობა თითქმის კი არა და საერთოდ არ არის რადგან არაბეთის გაერთანებული ემირატები ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყანად ითვლება მსოფლიოში. დუბაიში მრავალი მაღალი შენობა აშენდა რაც მნიშვნელოვნად იზიდავს ტურისტებს და იწვევს მათ აღფრთოვანებას ასეთი შენობაა მაგალითად Burj khalifa რომელიც 888 მეტრია ასევე ერთ-ერთი კარგი სასტუმროა Jumeirah.
3cbd5d7dfb70
ბილბაო – ქალაქი ესპანეთში და ბასკეტის ქვეყნის უდიდესი ქალაქი ასევე უდიდესი ქალაქი ჩრდილოეთ ესპანეთში და ბისკაის პროვინციის დედაქალაქი. ბილბაოში 2006 წლის მონაცემებით 354,145 კაცი ცხოვრობს. ბილბაო-ს რეგიონი სწრაფი და მზარდი ეკონომიკის გამო და იმის გამო რომ აქ ბოლო წლებში მრავალი ბიზნეს ცენტრი და საწარმო განთავსდა ამ რეგიონის სწრაფი განვითარება და გამდიდრება გამოიწვია. ბილბაო 1989 წლიდან თბილისის დაძმობილებული ქალაქია.  ბილბაოს ასევე ჰყავს საკმაოდ აქტიური საფეხბურთო კლუბი ბილბაოს ატლეტიკი რომელიც ესპანეთის პრიმერადივიზიონში ასპარეზობს საკმაოდ წარმატებულად სხვა ესპანურ გრანდებთან ერთად. საფეხბურთო კლუბმა ბილბაოს ატლეტიკმა 2013-2014 წლებში ესპანეთის პრიმერადივიზონში 4 ადგილი დაიკავა.
fda0fd3122a6
სენტ-ეტიენი – ქალაქი ცენტრალურ საფრანგეთში. 2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 175 700 ადამიანს, მას საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით 16-ე ადგილი უკავია.  სენტ-ეტიენი არის რონა-ალპების რეგიონის და ლუარას დეპარტამენტის დასახლებული პუნქტი. ქალაქს ჰყავს ასევე ძალიან წარმატებული საფეხბურთო კლუბი სენტ-ეტიენი რომელიც წარმატებულად ასპარეზობს საფრანგეთის 1 ლიგაში.

 

Back to top button