არქივი

პაულო კოელიო

NLvjgI

პაულო კოელიო დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე, თუმცა 1970 წელს სწავლა მიატოვა და სამოგზაუროდ გაემართა ცენტრალურ ამერიკაში, შემდგომში კი ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში. ორი წლის შემდეგ ბრაზილიაში ბრუნდება და პოპულარული მუსიკისთვის ლექსების წერას იწყებს მუსიკოს რაულ სეიხასთან ერთად.
მოგვიანებით ჰოლანდიაში ხვდება ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს “ჟ”-თი, და რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს მისი ცხოვრება პოლარულად შეცვალა და ქრისტიანობის თავდადებული მიმდევარი გახდა. ამ დროიდან ის კათოლიკური ჯგუფის “რამ” (Regnus Agnus Mundi) წევრი ხდება, სადაც “ჟ” მისი მასწავლებელია.
ამჟამად მეუღლე ქრისტინასთან ერთად ცხოვრობს რიო-დე-ჟანეიროსა და ტარბში (საფრანგეთი).

დაიბადა რიო-დე-ჟანეიროში ინჟინერ პედროსა და ლიჟია კოელიოების შეძლებულ ოჯახში. შვიდი წლისა წმინდა ეგნატე ლოიოლას იეზუიტთა სკოლაში გაგზავნეს, სადაც წიგნების წერის სიყვარული პირველად გამოავლინა. მწერლად გახდომის სურვილს ოჯახმა მხარი არ აუბა და ახალგაზრდა პაულოს იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარებინა რიო-დე-ჟანიეროს უნივერსიტეტში, თუმცაღა, პაოლომ სწავლა მალევე მიატოვა და ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. საბოლოო ჯამში 17 წლის პაოლოს ოჯახთან ურთიერთობა იმდენად დაეძაბა, რომ ის კერძო ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს სამკურნალო კურსის გასავლელად.ვერც ელექტროშოკით მკურნალობამ, ვერც განმეორებითმა კურსმა პაოლოს საკუთარი თავისადმი რწმენა ვერ შეურყია – ამიტომაც, კლინიკადან გაიქცა, ცოტა ხანს იხეტიალა და შინ დაბრუნდა. ერთ წელიწადში სამოყვარულო თეატრალურ მოძრაობაში ჩაება, 60-იან წლებში აგრე რიგად პოპულარული რომ იყო ბრაზილიაში და არამხოლოდ ხელოვნების თვალსაზრისით, არამედ პროტესტის გამოხატვის კუთხითაც. თეატრალურ-საპროტესტო აქტივობა კოელიოს კვლავ ფსიქიატრიული კლინიკით დაუგვირგვინდა, საიდანაც ისევ გაიქცა, მაგრამ უფულობამ მაინც შინ დააბრუნა. საბოლოოდ, მესამე ფსიქიატრიული მკურნალობის შემდეგ მისი ოჯახი შეეგუა, რომ პაოლო “ნორმალურ” სამუშაოს არასოდეს მოჰკიდებდა ხელს. პაოლო კოელიო ისევ და ისევ თეატრალურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას განაგრძობდა.
1970 წელს მომავალმა მწერალმა მექსიკაში, პერუში, ბოლივიაში, ჩილეში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ორიოდე წლის თავზე პაოლო სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა იმხანად უკვე პოპულარული ბრაზილიელი მომღერლების კონცერტებისთვის; მან არაერთი სასიმღერო ტექსტი დაუწერა მომღერალ რაულ სეიშასს.
NLvjgI

პაულო კოელიოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები, როგორებიცაა:
პილიგრიმობა ანუ მოგვის დღიური 1987. (თარგმნილი ქართულ ენაზე)
ალქიმიკოსი 1988. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ბრიდა 1990.
ვალკირები 1992.
მაქთუბი 1994.
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი 1994. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
მეხუთე მთა 1996. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
სინათლის მეომრის სახელმძღვანელო 1997.
წინასწარმეტყველის სასიყვარულო წერილები 1997.
ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა 1998. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ეშმაკი და ქალბატონი პრიმი 2000. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
მამები, ვაჟები და პაპები 2001.
თერთმეტი წუთი 2003. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ზაჰირი 2005. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
როგორც ნარნარი მდინარე 2006.
პორტობელოელი ჯადოქარი 2006. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
გამარჯვებული მარტოა 2008. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ალეფი 2011.
აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი 2012. (თარგმნილია ქართულ ენაზე)
ადიულტერი 2014.
წყარო : wikipedia.org

medea

vcxovrob gorshi

მსგავსი ამბები

Back to top button