საკითხავისასარგებლოუცნაური

მსოფლიოს უდიდესი ბიბლიოთეკები

ჩვენ წელთაღრიცხვამდე სამასი წლით ადრე შეიქმნა პირველი ბიბლიოთეკა მსოფლიოში. ეს იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, ეგვიპტეში, სადაც იმდროინდელი ყველა ხელნაწერი ინახებოდა, იქაური სწავლულები ფლობდნენ უდიდეს სიბრძნეს, რომლის დაცვასაც ცდილობდნენ,თუმცა მაინც უამარავი წიგნი და ხელნაწერი განადგურდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და კაცობრიობამ უამრავი ბიბლიოთეკა და წიგნი შექმნა. ამ პოსტში ნახავთ მსოფლიოს უდიდეს წიგნსაცავებს.

1)

1. მსოფლიოში, ნამუშევრების რაოდენობით პირველ ადგილზე არის ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, რომელიც ლონდონში მდებარეობს. აქ არამხოლოდ წიგნები, არამედ გაზეთები, ჟურნალები, ხელნაწერები, ნახატები, სიმღერის ჩანაწერები, რუკები და კიდევ ბევრი სხვა რამ ინახება. ამ ყველაფრის რაოდენობა 170 მილიონია, აქედან წიგნების დაახლოებით 14 მილიონი. ყველაზე ძველი ნამუშევარი ქრისტე შობამდე 2000 წლით თარიღდება.
ყოველწელს ამ დაწესებულებას 3 მილიონი ნაშრომი ემატება და მის თაროებს 9 კილომეტრით ზრდის. ასევე აღსანიშნავი ფაქტი ისაა,რომ საცავების შემდეგ ყველაზე დიდი ადგილი საკითხავ დარბაზებს უკავია და ეს ბიბლიოთეკა ყველასთვის ღიაა.

ინგლისელი ხალხი ამაყობს ამ ბიბლიოთეკით, ეს მის ბიუჯეტზეც აისახება,რადგან იგი 142 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
P.S აქ ინახება ინგლისელების უდიდესი რელიქვია- თავისუფლების დიდი ქარტია ანუ magna carta.

2)

2. აშშ-ს პირველი და ამავდროულად მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფი ბიბლიოთეკა, მდებარეობს ვაშინგტონში და კონგრესის ბიბლიოთეკა ეწოდება. ნაშრომების რაოდენობა 158 მილიონია, აქედან დაახლოებით 23 მილიონი წიგნის ეგზემპლარია, ხოლო 121 მილიონი სპეციალური კოლექციები, რომელთანაც წვდომა ყველას არ აქვს. აქედან გამომდინარე ბიბლიოთეკაც საჯაროდ არ ითვლება, თუმცა ყოველწლიურად 2 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.
ეს ბიბლიოთეკა 1800 წელს დაარსდა, მას შემდეგ უამრავ დარბევას გაუძლო, ყველაზე გამორჩეული აქედან იყო ინგლისელების მიერ 1814 წელს მიყენებული ზარალი, რომლის დროსაც უამრავი ნამუშევარი განადგურდა. ამ ბიბლიოთეკამ ასევე გაუძლო სამოქალაქო ომს, რომლის დროსაც წიგნებისთვის არავის ცხელოდა. ეს ბიბლიოთეკა უამრავი რამითაა გამორჩეული,თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ მისი თაროები ამერიკის პრეზიდენტების პირადი კოლექციებითაც ივსებოდა. მაგალითად თომას ჯეფერსონმა, რომელიც წიგნების დიდი მოყვარული იყო, სიკვდილის შემდეგ კონგრესის ბიბლიოთეკას 7 ათასი წიგნი უანდერძა.

ამ ბიბლიოთეკის უძვირფასეს ნამუშევარს წარმოადგენს გუტენბერგის ბიბლია, რომელიც პირველი დაბეჭდილი ბიბლიაა.

3)

3. მსოფლიოში მესამე ადგილზე იმყოფება კანადის ბიბლიოთეკა და არქივი, რომელიც ოტავაში მდებარეობს. ამ ბიბლიოთეკის შესახებ დიდი ინფორმაცია არ არსებობს,რადგან დახურულ სტატუსს ატარებს და მხოლოდ გარკვეული ხალხისთვისაა განკუთვნილი. თუმცა აქ დაახლოებით 54მილიონი ნაშრომი ინახება.

4.ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკა 53 მილიონი ნამუშევარი, 18 მილიონი ვიზიტორი

5. რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა 44 მილიონი ნამუშევარი, 1.17 მილიონი ვიზიტორი

6. საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა 40 მილიონი ნმუშევარი, 1.3 მილიონი ვიზიტორი

7.რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა 36.5 მილიონი ნამუშევარი, 1 მილიონი ვიზიტორი

თეგები

vanik0

nothing interesting

მსგავსი ამბები

Close
Close