გასართობიმისტიკაუცნაური

აბსტრაქტული პალატები. (ნაწილი I)

ლიზა მქვია. ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი, მაგრამ ამით არასდროს ვკმაყოფილდებოდი, ყოველთვის იმაზე მეტი მინდოდა ცხოვრებისგან ვიდრე მქონდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც არარეალური, ან უბრალოდ მინდოდა რომ დამეჯერებინა.
ერთ ღამეს ისევ ამ ოცნებებში ჩამეძინა, თუმცაღა აღარ გამიღვიძებია იქ სადაც დავიძინე: თვალები რომ გავახილე რაღაც თეთრ ოთახში ვიწექი, მეც თეთრები მეცვა. ერთ-ერთი კედლის მაგივრად სარკე იყო. ოთახის შუაში თეთრი საწოლი იდგა ზედ კი წითელი ბალიში იდო, დანარჩენი ოთახი კი ცარიელი და ერთფეროვანი იყო. სმენა დავძაბე, რომ რამე გამეგონა, მაგრამ უეცრად თითქოს ათასობით ადამიანი ერთდროულად აქოთქოთდა. ყურებზე ხელი ავიფარე. კარი გაიღო და სამი ადამიანი შემოვიდა. ჩემნაირი ტილოს მანტიები ეცვათ. ეს ყველაფერი არ გავდა რეალობას. იქნებ ეს სიზმარია გავიფიქრე თუ ასე იყო რატომღაც აღარ მსურდა გამოღვიძება. ერთ-ერთი მათგანი ჩემთან მოვიდა:
– მოგესალმებით მომყევით. თქვა და კარისაკენ წავიდა, მეც უკან გავყევი. დანარჩენი შენობა არ იყო ისეთი ერთფეროვანი და საშინელი როგორც ის ოთახი. მათ გარეთ, ბაღში გამიყვანეს და შენობა შორიდან დამანახეს. ეს გასაოცარი და შეუძლებელიც იყო. ულამაზესი სასახლე. მაგრამ მე ხომ სახლში ვიყავი აქ როგორ ავღმოჩნდი ? ამ ყველაფრის ახსნა ის იყო რომ მესიზმრებოდა .
-ეს სიზმარი არ არის. წარმორთქვა ქალმა, რომელმაც ოთახიდან გამომიყვანა.-მოგესალმებთ, ე ს ზებუნებრივ ხალხთა სამყოფელია. ნუთუ მომესმა? მან ზებუნებრივი თქვა? კი მაგრამ თუ ეს მართლაც ასეა მე აქ რას ვაკეთებ?
– შენ არ მოგესმა ეს ზებუნებრივ ხალხთა სამყოფელია და ლურჯმა ლამმა დააფიქსირა რომ ჩვენნაირი ხარ.
– კი მაგრამ მე ხომ არაფერი მიკითხავს თქვენთვის… სათქმელი ვერ დავამთავრე
– მე ვთქვი რომ ეს ზებუნებრივ ხალხთა სამყოფელია. ყველას სხვადასხვა რამ შეუძლია. მე ნენსი ვარ და აზრების კითხვა შემიძლია .
-მე რა ნიჭი მაქ?
– ჯერ არ ვიცით თუმცა შენი დახმარებით გავარკვევ.
-კი მაგრამ ჩემი ოჯახი და მეგობრები?
-მათ არაფერი ემუქრებათ. ცოტა ხნით დაავიწყდები, მანამ სანამ უკან დაგაბრუნებთ. შენ როცა დაასრულებ ტრანსფორმაციას შეგიძლია დაბრუნდე მიწიერ სამყოფელში და მოინახულო შენი ახლობლები. მანამდე დაგვეხმარები იმის გარკვევაში თუ რა არის შენი ნიჭი?
თავი დავუქნიე. ჩვენ ისევ შიგნით შევედით და ყავისფერ კართან შევჩერდით.
-აქ საერთო საცხოვრებელია. ყველას თავისი ოთახი აქვს.- შემდეგ ერთ ოთახში შევედით.
– ეს შენი ოთახია.
დაღლილი ვიყავი ლოგინზე წამოვწექი და მაშინვე ჩამეძინა დილით უკვე მზად ვიყავი ყველაფრისთვის. მინდოდა გამეგო რა შემეძლო სინამდვილეში. სადაციყო ჩემი ოცნება ახდებოდა. არარეალურ სამყაროში მოვხვდი რაც მეგონა რომ მხოლოდ ჩემი ოცნება იყო. ოთახში ნენსი შემოვიდა:
-ახლა სასადილოში წავიდეთ. ბევრ ბავშვს გაიცნობ ვინც შენსავით მოხვდა აქ. უკან გამომყევი.
სასადილოში ორმოცდაათამდე ბავშვი იჯდა. ნენსიმ დამტოვა და წავიდა. ბევრი ბავშვი გავიცანი. ნიკი, ლორა მაიკი და ელისი ეს ოთხი ბავშვი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ისინი მეგობრულები იყვნენ და კარგად მექცეოდნენ. ამ ყველაფრის მერე ნენსიმ მე და ბავშვები სპორტ დარბაზში წაგვიყვანა.
-აქ ბავშვები ავლენენ საკუთარ ნიჭს მითხრა ნენსიმ.
ყველაფერი ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა. მინდოდა ამ არაჩვეულებრივ ადგილას დარჩენა, მაგრამ მე თუ არ ვიყავი ზებუნებრივი აქ ჩემი დარჩენა შეუძლებელი იყო. ამ დროს ნენსი მომიახლოვდა:
-ნუ ნერვიულობ აუცილებლად გამოგივა რამე. ლურჯი ლამი არასდროს ცდება. ამ სიტყვებმა მაინც ვერ დამამშვიდა. იქნებ ამას უბრალოდ ჩემს გასამხნევებლად ამბობდა.
დილით ადრე გამეღვიძა. ფილანქნებიან კოლიდორში გავედი. მერე რაღაც დიდი პლატფორმისკენ მიმითითა ნენსიმ. სადგამი ვიწრო ჰქონდა დიდი იყო შავი კოპლებით. მოუხერხებლად ავცოცდი და უშნოდ თეძოებამოვარდნილი გავჩერდი. ნენსიმ ცინიკური სახით შემომხედა თვალი ჩამიკრა და თეთრი გორგოლაჭიანი კარით დერეფანში გაფოფხდა. პლატფორმამ მიმიკრო. ტრიალი დაიწყო. რომ გაჩერდა გული მერეოდა. თავბრუდახვეული დავბარბაცებდი. დოდო შავი ხვრელიდან წვრილი, გალესილი მახვილი ჩემკენ შხუილით წამოვიდა და უცბად… ჩემს გარშემო მაგნიტური ველი შეიქმნა და მახვილი სანამ მომიახლოვდებოდა ძირს დაეცა. გაკვირვებული პირდაღებული ვიყურებოდი.
– ასეც ვიცოდი. დაიყვირა შავკანიანმა კაცმა რომელიც ჩემს ზემოთ, აივნიდან დამყურებდა. ნენსი მომიახლოვდა.
-მას ეილი ჰქვია.
დაიწყო შავკანიანმა კაცმა:
შენ შეგიძლა თბომაგნიტური ველის შექმნა შენს გარშემო და ყველანაირი საფრთხის აცილება. ეს მხოლოდ ძოწის ან ამეტვისტოს ქვის ამულეტის დახმარებით შეგიძლია გააკეთო. აი შენი თილისმა გასაღები! ნენსის ღიასფრონის ქვა ეხმარება მე კი ეგვიპტიდან ჩამოტანილი ლოის ამულეტი. ნუ ლოიც ჩვენნაირი იყო უბრალოდ ძალიან ადრე.
-კაი ეილ გეყოფა კურსები. გააწყვეტინა ნენსიმ რომელსაც გრძელი თმა მხრებზე ჰქონდა ჩამოყრილი. ტელეპატია, ტელეკინეზი აი რა შეგიძლია. შენ ერთადერთი ხარ ვისაც შეუძლია ორი ქვა ატაროს. ძოწი ტელეპატიას განაგებს ღიასფრონი კი ტელეკინეზს!
-გთხოვ ჩემკენ წამოხვიდე! მკაცრი ტონით მითხრა ეილმა. გორგოლაჭიანი კარი გაიხსნა და თეთრად შეღებილ კოლიდორს მივაშურეთ.
-კი მაგრამ! აქ რახდება? იმ დღეს კალიდორის ბოლო კარში საოცრება ნახა ლიზამ:
კარის თავზე დიდი კაუჭი იყო. თოკი მოხერხებულად იყო გაჭიმული დიდი ოთახის ბოლომდე. მარჯვნივ კუთხეში სარბენი ბილიკი იდგა, ჭერზე კი ლიპა ჩამოკიდებულიყო. მაგრამ ყველაზე მეტად ლიზას ყურადღება ერთმა რაღაცამ მიიქცია:
ოთახის ცენტრში ოთხი დიდი ბოძი იდგა. ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით იყო დაშორებული. ბოძები ვარდისფრად იყო შეღებილი. მათ შორის ლურჯი მაგნიტუი ველი შექმნილიყო. ლიზას ისე მიჰპარვოდა ეილი ვერც შენიშნა:
– ჰო ლიზა ეს ნამდვილად საოცრებაა. ჩვენ მას ლურჯ ლამს ვეძახით.
-ეს არის ჩვენი ბირთვული ცენტრი. განაგრძო ნენსიმ- რეალურად ეს გვაძლიერებს და ყველასგან დაფარულსა და შეუმჩნეველს გვხდის. ლურჯი ლამის ოთახი დატოვეს. ნენსი ფილანქნებიან გზაზე გავიდა. ლიზა ოთახში დაბრუნდა. ძოწის ამულეტს ათამაშებდა ხელში. ხელის ნაზი მოქმედებით სანათი ჰაერში ასწია. კარგი გრძნობა იყო. მეორე დილით ლიზა ნენსისთან მივიდა:
– ჩემიანების ნახვა მინდა ნენსი
-ჯერ ადრეა. სამი კვირა უნდა მოიცადო. ჯერ ტრანსფორმაციას გადიხარ და საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენ. ადამიანურ გარემოში შეიძლება შეგნიშნონ. ლიზას შეწინააღმდეგების სურვილი გაუჩნდა, თუმცა, ფიზიკურად არ შეეძლო.
გარეთ გავიდა. ლამაზ ბაღში შევიდა. ვარდებით და ყაყაჩოებით განებივრებულიყო ბაღი. გვიმრები ღობეზე იყო აწოწილი. ბაღში ეილი შემოვიდა
-მისმინე: მარტო აქ , ამ შენობაში არ არიან ზებუნებრივები. აქ მხოლოდ ნაწილია. სულ დედამიწაზე ასეთი სამი პალატა არსებობს. ყველას თავისი მართველი ყავს როგორც ჩვენ, მეორე პალატას გვყავს პრეზიდენტი ენდრიუ, რომელსაც ხუთი უნარი აქვს. სულ შვიდი უნარი არსებობს. შვიდივე უნარი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა ადრე: ლაიმბს.
ესენია: ტელეკინეზი, ტელეპორტაცია, ტელეპატია, მომავლის ხედვა, მაგნიტური ფარის შექმნა, ჰიპნოზი და ამინდის მართვა.
-შენ ბოლო საუკუნეში ერთადერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ ვისახ ორი უნარი აქვს. და ეს არაფერია: შენ შეგიძლია განავითარო ხუთიდან ექვს უნარამდე. ბოლო უნარი- ჰიპნოზი ყველაზე რთული განსანვითარებელია. მთელი სამი პალატა გიცნობს ლიზა. იმიტომ გიყურებს ყველა. ამ დროის მანძილზე შენ მეორე ხარ ვისაც შეუძლია შვიდივე ჩაკრის გახსნა და უნართა გააქტიურება.
ეილი უცბად ძირს დავარდა: მას შუბი ესროლეს

გიორგი ჩაფიჩაძე. დაიცავით საავტორო უფლებები!

თეგები

chaphichadze

imedia mogewonebat chemi postebi

მსგავსი ამბები

Close
Close