გამოგონებაგასართობისაკითხავი

6 უცნაური გამოგონება, რომლებმაც თავიანთი გამომგონებლები მოკლეს


6 უცნაური გამოგონება, რომლებმაც თავიანთი გამომგონებლები მოკლეს.

ფრემინეტის აკვალანგი

1772 წელს ფრანგმა ფრემინეტმა სცადა ავტონომიური აკვალანგის გამოგონება. მან რეალობაში შექმნა მოწყობილობა, რომელსაც უნდა მოეხდინა ჟანგბადის გენერირება ნახშირორჟანგისგან. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჟან ივა-კუსტოს წინამორბედმა ჩაყვინთა, მოწყობილობა გაფუჭდა და წყალქვეშა სამყაროს მკვლევარი გაიგუდა.

მაქს ვალიეს სარაკეტო ძრავი

მაქს ვალიეს ავსტრიაში თვლიან სარაკეტო მშენებლობის პიონერათ. ის ქმნიდა ზესწრაფ ძრავებს ავტომობილებისთვის, ხოლო შემდეგ კი დაკავდა თხევად საწვავზე მომუშავე ძრავების შექმნით რაკეტებისთვს. შესაძლებელია მას ამ სფეროში დიდი მიღწევები ქონოდა, რომ არ მომკვდარიყო ერთ-ერთი თავისი აპარატის აფეთქების დროს.

წყლისქვეშ ჩასაყვინთი კოსტიუმი

1876 წელს ინგლისემა ჰენრი ალბერტ ფლიუსმა გამოიგონა წყლისქვეშ ჩასაყვინთი კოსტიუმი. ვარაუდობდნენ, რომ მას გამოიყენებდნენ წყლისქვეშ სამუშაოდ, მაგრამ გამოცდისას ფლიუსო დაიღუპა სუფთა ჟანგვადის ზედმეტი დოზისგან, რომელიც ძალზედ სახიფათოა ადამიანისთვის.

კოსტიუმი-პარაშუტი

1912 წელს ფრანც რეიჰელტმა წარადგინა თავისი გამოგონება. მისი კოსტიუმის გამოცდა მან თვითონვე გადაწყვიტა. გამომგონებელი ავიდა ეიფელის კოშკზე და გადმოხტა 90 მეტრის სიმაღლიდან. ნახტომი ტრაგიკულად დასრულდა.

ჩანჩქერიდან დასაშვები კაფსულა

კანადელი კასკადიორმა კარელ სოუჩეკმა გადაწყვიტა ნიაგარის ჩანჩქერის დაპყრობა და დაეშვა სპეციალური რეზერვუარით 51 მეტრის სიმაღლიდან. დაშვება წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ მეორე 54 მეტრის სიმაღლიდან დაშვებისას კაფსულა დაზიანდა, ერთ-ერთმა ნამსხვრევმა სერიოზულად დაჭრა გამომგონებელი-კასკადიორი და მომდევნო დღეს დაიღუპა.

თვითმფრინავი ვლაიკუ II
1913 წლის 13 სექტემბერს რუმინელმა ინჟინერმა აურელ ვლაიკუმ სცადა კარპატებზე გადაფრენა თავისივე თვითმფრინავით. მცდელობა ფატალურად დასრულდა.

მსგავსი ამბები

Close
Close