TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ფოტოები, რომლებიც მილიონებად გაიყიდა

image

მოდით ერთად ვნახოდ პროფესიონალთა მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც მილიონებად გაიყიდა.

 

1. ფანტომი (აჩრდილი, მოჩვენება, ილუზია), 1999 წელი. ფოტოგრაფი Peter Lik-ის მიერ არიზონის შტატის, ანტილოპის კანიონში გადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია გამოქვაბულში სინათლის სხივი. ფოტო ჯერ-ჯერობით ყველა ძვირადღირებულად ითვლება, ვინაიდან გაიყიდა 6, 500 000 $-ად.

image

 

2. მდინარე რაინი, 1999 წელი. ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფის, Andreas Gursky-ის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც ვხედავთ მდინარე რაინს ღია ცის ქვეშ. ავტორმა მოახდინა ფოტოს რეტუშირება ფოტოშოპის მეშვეობით, რათა სამშენებლო ტექნიკა და მოსიარულე ძაღლები ამოეღო კადრიდან. ანდრეასი ერთ-ერთი ცნობილი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც მილიონებად იყიდება. რაინის ფოტომაც არ დააყოვნა და «Christies»-ის აუქციონზე 2011 წელს გალერეა Monica Shpryut-მა შეისყიდა 4.338.500 $-ად, თუმცა მოგვიანებით ფოტო შეიძინა უცნობმა კოლექციონერმა.

image

 

3. უსახელო, 1981 წელი. ამერიკელი ფოტოხელოვანი Cindy Sherman-ი თავს არასოდეს უწოდებს ფოტოგრაფს, თუმცა მის მიერ 1981 წელს შესრულებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია წითური გოგონა ნარინჯისფერ სამოსში, გადაიღო სპეციალურად გაზეთისთვის და განმარტა მისი მნიშვნელობაც: მაცდური და უდანაშაულო ქალი, რომელიც ეძებს გასაქცევ გზას. ფოტო შესყიდული იქნა 3.890.500 $-ად «Christie’s»-ის აუქციონზე უცნობი კოლექციონერის მიერ.

image

 

4. დაღუპული ჯარისკაცები, 1992 წელი. ფოტო, რომელიც გადაიღო ფოტოგრაფმა Jeff Wall-მა, ასახავს 1986 წლის ავღანეთის ომს და წითელ ჯარისკაცებს. მართალია სცენა დადგმულია და სპეციალურად მოიწვიეს მსახიობები, რომლებმაც მოახდინეს ფოტოსესია გრიმის შემდეგ სპეციალურ ფოტოსტუდიაში, რომელიც შემდეგ კომპიუტერულად დაამუშავეს, თუმცა გაიყიდა 3.666.500 $-ად.

image

 

5. 99 ცენტი, 2001 წელი. მდინარე რაინი ერთადერთი ფოტო არაა როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, რომელიც Andreas Gursky-მ გადაიღო და მილიონებად გაყიდა. მას ეკუთვნის ასევე ფოტო 99ცენტი, სადაც მაღაზიაა მოცემული საქონლის მაქსიმალურად ნათელი განლაგებით და ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ძვირადღირებული. გაიყიდა 3.346.456 $-ად.

image

 

6. საბჭოური ვაჭრობა ჩიკაგოში, 1999-2009 წელი. ასევე Andreas Gursky-ის შედევრია ეს ფოტო, რომელიც დაბეჭდა 185х240 სმ ფორმატის ტილოზე და ასახავს ვაჭრობას საბჭოურ ჩიკაგოში. გაიყიდა 2013 წელს 2, 355, 597 $-ად.

image

 

7. აუზი მთვარის შუქზე, 1904 წელი. Edward Steichen-ის უნიკალური ნამუშევარი, რომელსაც სიღრმისეული მნიშვნელობა გააჩნია და ამავდროულად პირველი ფერადი ფოტოსურათია მსოფლიოს ფოტო ისტორიაში. გაიყიდა 2.928.000 $-ად.

image

 

8. უსახელო, 1985 წელი. Cindy Sherman-ის კიდევ ერთი ძვირადღირებული ფოტო, რომელზეც გამოსახულია კადრი ინგლისელი რეჟისორის- ალფრედ ჰიჩკოკის ფილმიდან. 2010 წელს ფოტო გაიყიდა 2.700.000 $-ად.

image

 

9. Billy the Kid, (Fort Sumner, New Mexico), 1879-80 წლები. Billy the Kid-ის ერთადერთი გადარჩენილი ფოტოა, რომელიც 2, 300, 000 $-ად შეიძინა კოლექციონერმა.

image

 

10. Тобольский кремль, 2009 წელი. ავტორი Дмитрий Медведев-ი. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფოტო გადაიღო ფრენის დროს და მაღალი მხატვრული ღირებულებების გამო ის აუქციონ «Рождественская азбука»-დან იყიდა კოლექციონერმა 51 მილიონ რუბლად, რაც 1, 750, 000 $-ს უდრის.

image

 

11. შიშველი ტრენინგი, 1925 წელი. ფოტო დათარიღებულია 1925 წლით, რომელზედ აღბეჭდილია ფოტოგრაფ Edward Weston-ის შეყვარებული და თანაშემწე Tina Modotti. 2008 წელს გაიყიდა 1.609.000 $-ად.

image

 

12. Georgia O’Keeffe, 1919 წელი. ფოტო გადაღებულია ფოტოგრაფი Alfred Stieglitz-ის მიერ, რომელზეც გამოსახულია ხელოვანი Georgia O’Keeffe. 2006 წელს ნიუ-იორკში Sotheby’s-ის აუქციონზე ფოტო გაიყიდა 1.470.000 $-ად.

image

 

13. Cowboy, 2001-2002 წელი. ფოტოგრაფმა Richard Prince-მ ფოტო შექმნა სპეციალურად სიგარეტი Marlboro-ს რეკლამისთვის, რომელიც 2007 წელს Christie’s აუქციონზე გაიყიდა 3.401.000 $-ად.

image

 

14. Dovima და სპილოები, 1955 წელი. ფოტო Richard Avedon-მა შექმნა სპეციალურად ერთ-ერთი გამოფენისთვის, რომელიც მოგვიანებით-2010 წელს Christie’s აუქციონზე გაიყიდა 1.151.976 $-ად.

image

 

15. “ერთი”, 2000 წელი. ფოტო გადაღებულია ფოტოგრაფი Peter Lik-ის მიერ ამერიკის New Hampshire-ს შტატში მდინარე Androscoggin-სთან, რომელიც მხოლოდ ერთი გადაღებით დაფიქსირდა და ყოველგვარი დამუშავების გარეშეც დაიბეჭდა მხოლოდ ერთი ეგზემპლიარი. აუქციონზე კოლექციონერის მიერ იქნა შეძენილი 1, 000, 000 $-ად.

image

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button