არქივი

5 ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობა

6a8ccca8bcee
5 ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობა.

Nokia 130 – მობილური ტელეფონი 19 ევროდ Microsoft-სგან
f872a7ec4a45
კომპანია Nokia მუდმივად ქმნიდა არამხოლოდ ძვირადღირებულ, სტატუსის მქონე მობილურ ტელეფონებს, არამედ ყველაზე იაფფასიან მოწყობილობებსაც, რომლებიც მოემსახურებიან პატრონებს წლები და ათწლეულები. კომპანია არც ეხლა ივიწყებს თავის პრინციპებს – სმარტფონების, პლანშეტების ეპოქაში. Nokia-ს ახალი ქმნილება Nokia 130 შექმნილია კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობით. ეს ტელეფონი არის მსოფლიოში ყველაზე იაფფასიან მობილური ტელეფონი, რადგან ამ მოწყობილობის ფასი შეადგენს სულ რაღაც 19 ევროს. ამავდროულად Nokia 130-ს გააჩნია ფერადი ეკრანი 160X128 გაფართოვებით, 32 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის სლოტით, მედია-პლეიერით და ტელეფონის უკანა პანელზე ასევე არის ფარანიც. Nokia 130-ს არ აქვს ფოტოკამერა, ისევე როგორც WI-FI. მოწყობილობა გათვლილია განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც ხალხს ესაჭიროება სატელეფონო ზარების გაკეთება და ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. Nokia 130 შეიძლება გამოიყენოთ როგორც დამატებითი ტელეფონი, რომელსაც მხოლოდ მაშინ გამოიყენებთ როდესაც სმარტფონი დაგიჯდათ.

Datawind UbiSlate 7Ci – მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი პლანშეტი
0bc95e5676f4
ყველაზე იაფფასიანი პლანშეტები(ისევე როგორც ყველაზე ძვირადღირებულები) იწარმოება აზიის ქვეყნებში: ჩინეთი და ინდოეთი. ბრენდების უმეტესობა ძირითადად ცნობილია ქვეყნის შიდა ბაზარზე და არ გადიან მსოფლიო ბაზარზე. ამის მაგალითი არის კომპანია Aakash, რომელმაც ცოტახნისწინ გამოუშვა “ტაბლეტი” სახელწოდებით Aakash 2 და რომელიც ღირს 21 ამერიკული დოლარი. მართალია, ეს მოწყობილობა იყიდება მხოლოდ ინდოეთში და მისი ყიდვა მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ, ხოლო ყველაზე იაფფასიანი პლანშეტი, რომელიც ინდოეთის საზღვრებს გარეთ გავიდა გასაყიდად არის Datawind UbiSlate 7Ci – 7 დიუმიანი ტაბლეტი 38 დოლარათ. 2013 წელს ის გამოჩნდა დიდი ბრიტანეთის ელექტრონიკის მაღაზიებში. როგორც ვთქვით Datawind UbiSlate 7Ci-ს აქვს 7 დიუმიანი ეკრანი 800X480 გაფართოვებით, Cortex-A8 პროეცსორი, 512 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და 4 გეგაბაიტიანი ჩაშენებული მეხსიერებით, პლანსეტს ასევე აქვს Wi-Fi და Bluetooth. თავდაპირველად Datawind-მა შექმნა და გამოუშვა UbiSlate ინდოეთის მთავრობის დაკვეთით საგანმანათლებლო მიზნებისთვის, მაგრამ დევაისი აღმოჩნდა იმდენად წარმატებული, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ წარედგინა ის მსოფლიო ბაზარზე.

One Laptop per Child – მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ნოუთბუქი
2c34a1180855
One Laptop per Child ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა, მიმართული იმაზე, რომ ბავშვებს გააჩნდეთ საკუთარი კომპიუტერები მსოფლიოს ყველაზე იაფფასიანი ქვეყნებიდან, რადგან შეიძლება სწორედ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიაში იმალებოდეს ამ ბავშვის მომავალი სიმდიდრის და მისი ქვეყნის სიმდიდრის გასაღები. ინიციატივის აზრი მდგომარეობს კომპაქტური და საიმედო ნოუთბუქის შექმნაში, რომლის ფასიც შეადგენს 100 დოლარი. ასეთი ფასი ხელმისაწვდომია ყველაზე ღარიბ ქვეყნებშიც კი. პოტენციური სპონორები მზად არიან დახარჯონ ფული ამგვარ საქველმოქმედო პროექტებზე ლამაზი და გასაგები სახელწოდებით. ასდოლარიანი ნოუთბუქის პირველი მოდელები – XO-1 გავრცელდა უფასოდ 2007 წელს სკოლებში. კომპიუტერის ფასი არის 200 დოლარი ჩვეულებრივი მყიდველებისთვის, მაგრამ 100 დოალრი ირიცხება საქველმოქმედო ფონდ One Laptop per Child-ში.

Tata Nano – მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი
9f05a6ac49c8
ინდური კომპანია Tata Motors ადრეც უშვებდა საკმაოდ იაფფასიან ავტომობილებს, რომლებიც გათვლილი იყო ამ მილიარდიანი ქვეყნის საშუალო კლასის ადამიანებისთვის, მაგრამ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ შეექმნა ავტომობილი ყველაზე დაბალშემოსავლიანი ხალხისთვისაც. Tata Nano-ს გააჩნია 33 ცხენის ძალის 624 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავა. ამ ავტომობილზე შეიძლება ითქვას – “ავტომობილი ეს კომფორტი არ არის, არამედ გადაადგილების საშუალება”. Tata Nano-ს მაქსიმალური სიჩქარე არის 100კმ/სთ და 100 კილომეტრზე ხარჯავს 5 ლიტრა საწვავს. ამ ავტომობილის ყველაზე იაფფასიან მოდელს დამცავი ღვედებიც არ მოყვება. Tata Nano-ს ღირებულება შეადგენს 2500 ამერიკულ დოლარს, რაც ხელმისაწვდომია მსოფლიოს თითქმის ყველა მაცხოვრიბლისთვის.

FlyNano – მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი თვითმფრინავი
263582c082c9
FlyNano ეს არ არის თვითმფრინავი ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რადგან საუბარი მიდის პირად თვითმფრინავზე, მაგრამ ის გამოიყოფა იმით, რომ ის იაფი ღირს სხვა კერძო თვითმფრინავებთან შედარებით, რაც ხდის მას ხელმისაწვდომს საშუალო კლასის მოსახელობისთვის. FlyNano ღირს 25-ათასი ევრო. ასეთი დაბალი ფასი იმიტომ აქვს, რომ თვითმფრინავს გააჩნია პატარა ზომები, პატარა წონა და მოკრძალებული ტექნიკური მახასიათებლები. თვითმფრინავის წონა არის 70 კილოგრამი და შეუძლია 200 კილოგრამამდე ობიექტების ატანა ჰაერში. FlyNano-ს ფრთების სიგრძე არის 5 მეტრი, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე არის 200 კილომეტრი საათში. FlyNano-ს საწვავის გათავებამდე შეუძლია გაიფრინოს 70 კილომეტრი, ელექტრონული ძრავის მქონე მოდელს კი 40 კილომეტრი. თვითმფრინავს არ აქვს შასსი, ის შექმნილია იმისათვის, რომ ჰაერში აფრინდეს წყლიდან ჰაერში და წყალზევე დაეშვას.

მსგავსი ამბები

Back to top button