გასართობისაკითხავიუცნაური

მე-20 საუკუნის უდიდესი ძარცვა

image

ინგლისში, 1963 წლის 8 აგვისტოს განხორციელდა ძარცვა, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა.იგი ისტორიაში შევიდა სახელწოდებით როგორც “მატარებლის უდიდესი ძარცვა”(The Great Train Robbery) 15-მა მძარცველმა საფოსტო მატარებლიდან 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგს შეუცვალეს ადგილი(დღევანდელი კურსით დაახლოებით 60 მილონი$).ნაძარცვი ფულის ნაწილი დღესაც არ არის ნაპოვნი.

image

ძარცვა სულ 20 წუთი გრძელდებოდა.გაძარცვის იდეა 32 წლის ბრიუს რეინოლდს ციხეში ჯდომის დროს დაებადა, იგი მანამდე რამდენჯერმე იყო პასუხისგებაში მიცემული სხვადასხვა წვრილმანი დანაშაულების გამო.

 

მატარებლის გაძარცვის იდეა გაუცნობიერებლად მასთან ერთად მჯდომმა ბანკის მოხელემ მიაწოდა, რომელიც თაღლითობისთვის იჯდა ციხეში.ტრადიციის მიხედვით თვეში ერთხელ გლაზგოდან ლონდონში მატარებლით იგზავნებოდა ძველი წვრილი ნომინალის 1 და 5 ფუნტიანი ბანკნოტები, რომელიც ჩამოწერას ექვემდებარებოდა.ლონდონში კუპიურებს ჩამოწერდნენ და შემდეგ ანადგურებდნენ.ასე, რომ თვეში ერთხელ შემადგენლობას მიაბავდნენ ხოლმე ერთ საფოსტო ვაგონს, რომელიც სავსე იყო ფულით სავსე ტომრებით.

 

ბრუს რეინოლდს იმდენად მარტივად მოეჩვენა მატარებლის გაქურდვა რომ ბოლომდე არც სჯეროდა წარმატებისა, თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ აქტიურად შეუდგა სამზადისს თანამზრახველებთან ერთად.ამ საქმეში მისი მარჯვენა ხელი გახდა ძველი ახლობელი დუგლას გუდი.მთლიანობაში ან საქმისთვის რეინოლდსმა 15 კაცი გამოიყენა.

 

1963 წლის 8 აგვისტოს მძარცველებმა რკინიგზელთა კომბინიზონები გადაიცვეს და წინასწარ გათვლილი პოზიციები დაიკავეს.

 

დღის 3 საათზე გლაზგოდან ლონდონისკენ მომავალ მატარებელს ხელის ფანრით წითელი შუქი აუნთეს(მწვანე შუქს ტომარა ჩამოაცვეს). მატარებელი ხიდთან გაჩერდა.

image

მძარცველებმა სწრაფად განაიარაღეს დაცვა და მემანქანესთან შეიჭრნენ, ბოლო ორი ვაგონი ჩახსნეს. 5 წუთში 124 ფულით სავსე ტომარა საბარგო ავტომობილში გადაყარეს, რომელიც ხიდის ქვეშ იდგა, სატვირთომ ლაზერსლეიდის ფერმაში მისვლას 20 წუთი მოანდომა. რამდენიმე წუთში ფერმიდან თვითმფრინავი აფრინდა და სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრა.

ფერმის დაქირავება, სატვირთო, თვითმფრინავი და სხვა წვრილმანი ჯგუფს წინასწარ გეგმის მიხედვით ჰქონდა შემუშავებული, ამისთვის თანხა მათ ერთ-ერთი ბანკის ძარცვით მოიპოვეს.

 

დამნაშავეების დაჭერა სკოტლანდ-იარდისთვის პრესტიჟის საქმედ იქცა.1964 წლის იანვრისთვის ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად თითქმის ყველა ძარცვის მონაწილე დააკავეს, თავისუფლებაში რჩებოდნენ მხოლოდ რეინოლდსი, უაიტი და ედვარდსი. საერთო ჯამში მათ ერთად აღებული 307 წელი პატიმრობა მიესაჯათ.

 

1964 წლის 12 აგვისტოს ბანდის ერთ-ერთი მონაწილე უილსონი(С. Wilson) Winson Green-ის ციხიდან გაიქცა, 1965 წლის ივლისში კიდევ ერთი მძარცველი რონი ბიგსი გაიქცა Wandsworth-ის ციხიდან.

 

ასე, რომ თავისუფლებაში რჩებოდა ძარცვის 5 მონაწილე:რეინოლდსი, უაიტი, ედვარდსი, უილსონი და ბიგსი.

 

ჯეკ რეინოლდსი 5 წელი ემალებოდა პოლიციას, და ისიც საბოლოოდ მაინც აიყვანეს.1978 წლის 6 ივნისს იგი პატიმრობიდან გამოუშვეს.1983 წელს ხელმეორედ დააკავეს ნარკოტიკებისთვის და 1985 წლის მარტში გამოუშვეს.2001 წელს რეინოლდსი შვილთან და The Sun-ის ჟურნალისტებთან ერთად გაემგზავრა ბრაზილიაში, რომ მონაწილეობა მიეღო მისი თანამზრახველის, რონი ბიგსის უკან ბრიტანეთში დაბრუნების პროცესში.2010 წელს მან დაწერა ეპოლოგი რობერტ რაინის რომანში “Signal Red”(წითელი სიგნალი), რომელიც დაფუძნებული იყო მატარებლის ძარცვაზე.

რეინოლდსი გარდაიცვალა 2013 წლის 28 თებერვალს 81 წლის ასაკში.

image

რონი ბიგსი ძარცვის ყველაზე ცნობილ მონაწილედ იქცა.ციხიდან გაქცევის შემდეგ პარიზში გაემგზავრა, იქ შეიძინა მან ახალი პირადომის მოწმობა და გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია.

1970 წელს ადელაიდაში(ავსტრალია) გადავიდა, სადაც მშენებლად მუშაობდა, როდესაც შეატყო, რომ ინტეპოლი მის მიმართ ინტერესს იჩენდა ბრაზილიაში გაიქცა.

 

იქ ღიად და თამამად ცხოვრობდა ბიგსი, რადგან ბრიტანეთს და ბრაზილიას შორის არ იყო გაფორმებული ხელშეკრულება დამნაშავის გადაცემის შესახებ.იგი იქ ნამდვილ გმირად იქცა.

2001 წელს .71 წლის ასაკში ბიგსი ნებაყოფლობით დაბრუნდა ბრიტანეთში და ჩაბარდა სამართალდამცავებს.

 

2009 წელს იგი გამწვავებული პვნემონიის გამო ციხიდან გამოუშვეს.გარდაიცალა 2013 წლის 18 დეკემბერს ლონდონში.

image

2013 წელს გამოვიდა ორსერიანი მხატვრული ფილმი “მატარებლის უდიდესი ძარცვა”(The Great Train Robbery).

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close