არქივი

ს ი კ ვ დ ი ლ ი

92f8b427047c

ეს ჩემი მეოერე პოსტია, იმედია წინა- ”პოსტ-რევოლუციური ჟურნალისტიკა” მოგეწონათ

სტატია ეძღვნება ჩემს 28 წლის გარდაცვლილ მამიდაშვილის ხსოვნას

ადამიანს ყველგან და ყოველთვის, შავ ანაფორაში გახვეული, ”ცელიანი” სიკვდილი დასდევს, რომელსაც ერთი სული აქვს თავის სულების კოლექციას ჩენც შეგმატოს, როგორც ჩემი მამიდაშვილის სული შეემატა მის მილიარდიან კოლექციას. არის ასეთი ფსიქოლოგიური ტესტი, მიდიხარ, შენს წინ კედელია აღმართული რას იზავ? ზოგი მის დანგრევას დაიწყებს ხოგი გადაახტება ზოგის შემოუვლის და გზას გააგრძელებს, სინამდვილეში კი ამ ტესტში     ჩადებულია პატარა ეშმაკობა, ამ შემთხვევაში კედელი სიკვდილია და ადამიანთა მოქმედება კი, მის მიმართ დამოკიდებულება. დაბადებისთანავე  ჩვენი სიკვდილიდ იბადება, ის მუდამ ჩვენს გვერდითაა, მასთან ნათესაური კავშირები გვაქვს, ჩვენი სუფრიდან ვაჭმევთ და მისი ატანაც არ გვიჭირს რადგან ის მაღალი რანგის წარმომადგენელია.

სიკვდილი არაა უბრალოდ ცხოვრების შეწყვეტა, ეს ისეთივე საიდუმლოა და სასწაულია როგოს სიცოცხლე და ცხოვრება, რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრია, მაგრამ ალბათ ბევრს გაგვჩენია სიკვდილის ფენომენთან დაკავშირებული კითხვები:

წინასწარ გრძნობს თუ არა ადამიანი რომ, მიდის ამ ქვეყნიდან?

რატომ ხდებიან ჩვეულებრივი ადამიანები მკვლელები?

შეიძლება თუ არა მეცნიერულად დავამტკიცოთ სულის არსებობა ან უკვდავება?

არსებობს თუ არა ღმერთი? და თუ ხო, მაშინ რატომ კვდება ჩვილი ან დაუბადებელი ბავშვი, როცა მას ცოვდები არ გააჩნია?

შეიძლება თუ არა ადამიანი უკვდავი გახდეს?

არ ვიცი, ამ 23 წლის განმავლობაში გავეცი თუ არა ამ კითხვებს პასუხი… (ვცდილობ საერთოდ აღარ ვიფიქრო არაფერზე, მეყო ის, რა სასწაულიც გაავიგე, რაც უფრო მეტს ფიქრობ უფრო მეტ ტყულილში ვიჭერ ზე-მდგომს თუ ქვე-მდგომს) უბრალოდ ვიცი, ადამიანი თავისი ტვინის შესაძლებლობების 10%-ს  გამოიყენების მაგიერ, მთლიანად აამუშავებს მაშინ მივაღწევთ უკვდავებას (თუ მანამდე არ მოვიდნენ უხხო პლანეტელები და არ წაგვიყვანეს)

სიკვდილი როგორც ცნება ძნელი ასახსნელია, არავინ იცი არსებობს თუ არა ჯოჯოხეთი, ისეთს როგორსაც ჩვენ გვეუბნებიან ან სამოთხე თავოსი ჰაეროვანი ღრუბლებით და მწვანე მინდვრებით, ან რეალურად არსებობს თუ არა, ან ერთი ან მეორე. იქნებ სამოთხე ისაა ამ ცხოვრებაში, რისი გაკეთევაც გინდოდა იქ აკეთებ და შენი ოცნებები რეალური ხდება, ან ჯოჯოხეთი ისაა როდესაც არ იცი რომ მკვდარი ხარ, იგივე სახლში ცხოვრობ იგივე ადგილას არაფერი არა შეცვლილი მაგრამ გარშემო არავინაა და გრძნობ რომ ყველამ მიგატოვა სამუდამოდ (როგორც ერთ-ერთ ფილმშია ნაჩვენები) ”იქიდან” აქაური არავინ დაბრუნებულა რომ ეჩვენებინა ჩვენთვის სამოთხის და ჯოჯოხეთის რუკა.

გადამწყვეტ მომენტში როდესაც იგრძნობ რომ შენს სხეულს სამუდამოდ ემშვიდობები… შენს გარშემო რაც არ უნდა ბევრი ადამიანი იყოს და გამხნებევდეს, თავს მაინც მარტოდ იგრძნობ, რადგან შენ მარტო დაიბადე და მარტო კვდები, ესაა შენი ბუნებრივი მდგომარეობა,  მთელ ცოვრებას წამის მეათედში აანალიზებ და ხვდები რა არის შენთვის მომავალი ჯოჯოხეთი თუ სამოთხე, თუ სამოთხე – სული გაგითბება, თუ ჯოჯოხეთი – მოვა  შავი ფიგურა ლაბადაში გადახვეული და თავის ძვირფას კოლექციას შეგმატებს.

მსგავსი ამბები

Back to top button