გამოგონებასაკითხავისამხედრო

ამერიკული F-16 ის დიზაინერის თქმით, ახალი F-35 უბრალო ინდაურია

გამარჯობა მკითხველო, მე გადავწყვიტე გამეკეთებინა პოსტი პირველი მეხუთე თაობის, მულტიფუნქციურ თვითმფრინავ F-35-ზე, და იმაზე, თუ რატომ თვლის ცნობილი ავია ინჟინერი, პიერ სპრეი, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ინდაურია.

Lockheed Martin F-35 Lightning II — კვლევის სტადიაზე მყოფი ერთ ადგილიანი, ერთ ძრავიანი, მეხუთე თაობის, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია. იგი გათვლილია საიერიშო, სადაზვერვო და საჰაერო თავდაცვის მისიებისთვის სტელსის ტექნოლოგიების გამოყენებით. F-35-ს გააჩნია სამი ძირითადი მოდელი: პირველი გათვლილია მოკლე გარბენით აფრენა-დაჯდომაზე, მეორე — ვერტიკალურ აფრენა-დაჯდომაზე, ხოლო მესამე — სპეციალურად ავიამზიდებისთვის.

F-35 წარმოიშვა Lockheed Martin x-35-სგან, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პროგრამის Joint Strike Fighter (JSF) ფარგლებში შექმნილ პროდუქტს. JSF პროგრამას ახორციელებს აშშ-ის მთავრობა, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა რამდენიმე ქვეყნის მთავრობის დამატებითი სახსრებით. პარტნიორი ქვეყნები წარმოადგენენ ან ნატოს წევრებს, ან აშშ-ის მოკავშირეებს. F-35-მა თავისი პირველი გაფრენა 2006 წლის 15 დეკემბერს განახორციელა.

აშშ აპირებს სულ 2 443 ასეთი თვითმფრინავის შეძენას, რომელთა საერთო ღირებულება აღწევს 323 მილიარდ დოლარს, რაც ყველაზე ძვირადღირებული თავდაცვითი პროგრამა იქნება, რაც კი ოდესმე განხორციელებულა.

მახასიათებლები (F-35A)

მახასიათებლები აღებულია Lockheed Martin-ის, F-35 JSF სტატისტიკის გვერდებიდან და F-35 პროგრამის მოკლე მიმოხილვიდან.

ეკიპაჟი : 1 კაცი.

სიგრძე : 15.67 მ.

ფრთებს შორის მანძილი : 10.7 მ.

სიმაღლე : 4.33 მ.

ფრთების ფართობი : 42.7 მ2.

ცარიელის წონა : 13 300 კგ.

დატვირთულის წონა : 22 470 კგ.

მაქსიმალური ასაფრენი წონა : 31 800 კგ.

შიდა საწვავის ავზის მოცულობა : 8 382 კგ.

ძრავების რაოდნობა და ტიპი: 1, Pratt & Whitney F135, ფორსირებული ტურბოძრავა.

მაქსიმალური სიჩქარე : 1 930 კმ/სთ

 

მაგრამ ამერიკული F-16-ის (თვითმფრინავის, რომელსაც შექმნის დღიდან არც არც ერთი საჰაერო ბრძოლა არ წაუგია) ერთ-ერთი დიზაინერის, პიერ სპრეის თქმით  F-35 უბრალო ინდაური, ერთი სიტყვით საშინელი თვითმფრინავია. იგი სულელური მიზნით არის აგებული, და მისიები, რომელიც მასზე იქნება დამოკიდებული, გამუდმებით მარცხით დასრულდება. პიერ სპრეის თქმით, თვითმფრინავი, რომელიც განკუთვნილია მულტიფუნქციური მისიებისთვის, დასაბამიდანვე ჩაძირულია. იმისათვის, რომ მისთვის მიენიჭებინათ ვერტიკალური აფრენის ფუნქცია, დიზაინერებმა F-35 დაუყენეს პაწაწინა ფრთები, მაგრამ ამან ძლიერ შეამცირა მისი მანევრირების უნარები, რაც ბრძოლაში მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. საჰაერო ბრძოლაში, F -35 განწირულია 50-იან წლებში შექმნილი თვითმფრინავების წინააღმდეგაც კი.  F-35-ის სისუსტეს მხოლოდ საჰაერო ბრძოლები არ წარმოადგენს. იგი საშინელი თვითმფრინავია საჰაერო მხარდაჭერის მხრივაც. იმისათვის, რომ თვითმფრინავმა შეძლოს ხმელეთზე განლაგებული ჯარისკაცების დახმარება, ამისათვის მას სჭირდება, რომ შეეძლოს დაბალ სიჩქარეზე ფრენა და მოხვევა, ჰაერში დიდი ხნის მანძილზე ფრენა (დაახ. 5-6 სთ) და ძლიერი შეიარაღება როგორიცაა 30 მმ-იანი ტყვიამფრქვევი.  ხოლო იმის გამო, რომ F-35 გააჩნია მოკლე ფრთები, მან აუცილებლად უნდა იფრინოს მაღალ სიჩქარეებზე. ეს იწვევს საწვავის სწრაფად დახარჯვას და 5-6სთ-ს მაგივრად, F-35-ს მაქსიმუმ 1 სთ-ის განმავლობაში შეუძლია ფრენა.რაც შეეხება ბომბდამშენის ფუნქციას. იგი საშინელი ბობმდამშენია. ვინაიდან F-35 სტელსის ტიპის თვითმფრინავია, მასი ბობბები თვითმფრინავის კორპუსის შიგნით თავსდება, რაც მის ტევადობას საგრძნობლად ამცირებს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მას მხოლოდ ორი დიდი ბომბის გადატანა შეუძლია, რაც იმდენად მცირეა რომ ექსპერტებს სასაცილოდ არ ყოფნით.ახლა განვიხილოთ F-35-ის სტელს (რადარებისგან შეუმჩნევლად გადაადგილების შესაძლებლობა) უნარები. პირველი რამ რაც სტელსის შესახებ უნდა ვიცოდედ არის ის რომ სტელსი არ არსებობოს, ეს უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფია. არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც რადარებს დაემალება. გამონაკლისს არც F-35 წარმოადგენს. მისი და სხვა ყველა სტელს თვითმფრინავის დაფიქსირება შესაძლებელია 1942 წელს, ბრიტანეთის მიერ აგებული პირველი რადარების მეშვებითაც კი.

თუ გსურთ რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ თვიმფრინავის შესახებ (მისი შესაძლებლობები სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის რუსეთის) წინააღმდეგ, მისი გაუმართაობის უფრო დეტალურად აღწერილი მიზეზები და ა.შ. უყურეთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეოს:

იმედია მოგეწონათ :):):)

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

 

balundra

gaecaniT magar legendebs

მსგავსი ამბები

Close
Close