საკითხავისასარგებლოსურათები

მიტოვებული ადგილები

სამყარო სავსეა მიტოვებული ადგილებით და ყოველ მათგანს აქვს ისტორია. დამეთანხმებით არის მათში რაღაც განსაკუთრებული, რაც გვაიძულებს, რომ გვერდი არ ავუაროთ მათ. თანაც ადამიანის ცნობისმოყვარეობას საზღვარი არ აქვს, ამიტომ იხილეთ ადგილები, რომლებიც საშიშად გამოიყურება, მაგრამ საინტერესოა.

1. ხაშიმას კუნძული, იაპონია

ოდესღაც კუნძულზე ნამდვილად ცხოვრობდა 5000-მდე მეშახტის ოჯახი. როდესაც ბენზინმა ჩაანაცვლა ნახშირი გათბობის მთავარ საშუალებად, ქალაქი მიატოვეს. ახლა კი იგი ცარიელია.

2. სანჩჟი, ტაივანი

ეს ფუტურისტული შესახედაობის სახლები განკუთვნილი იყო ამერიკელი ჯარისკაცების დასასვენებელ აპარტამენტებად, რომლებიც ბრუნდებოდნენ აზიიდან. სამწუხაროდ, პროექტის დაფინანსება შეწყვიტეს მის გახსნამდე, რომელიიც 1980 წელს უნდა შემდგარიყო, ამიტომ იგი არ გამოუყენებიათ დანიშნულების მიხედვით.

3. 102 წლის მცურავი ტყე, ავსტრალია

ჰოუმბუშში ეს კორპუსი ააშენეს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს, ბუნებამ კი გადაწყვიტა ყველაფრის სადავეები დაეჭირა და გადააქცია ის მცურავ ტყედ.

4. მაუნსელის საზღვაო ციხეები

ეს ციხეები შეიარაღებულნი იყვნენ, რათა დაეცვათ ინგლისის მიწები პოტენციური საჰაერო ან საზღვაო შეტევებისაგან მეორე მსოფლიო ომის დროს. მოქმედებების დასრულების შემდეგ ციხეები მიატოვეს.

5. პრიპიატი, უკრაინა

პრიპიატი არასდროს ყოფილა მშვიდობიანი, მყუდრო ქალაქი, იგი ააშენეს სპეციალურად მუშებისათვის, ჩერნობილის ატომური ელეკქტროსადგურის ახლოს. 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა მეოთხე ენერგობლოკის სადგური, რის გამოც გამოიყო მრავალი რადიოაქტიური ნივთიერება. პრიპიატის მცხოვრებნი ევაკუირებულნი იქნენ, ხოლო თავად ქალაქი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა.

6. კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინა, ბულგარეთი

კომუნისტური პარტიის შეხვედრების ადგილი ბულგარეთში როგორც გარედან, ისე შიგნიდან საშინლად გამოიყურება. ეს შენობა მფრინავი თეფშის ფორმისაა და მიატოვეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ახლა იგი საკმაოდ ცუდად გამოიყურება.

7. პარკი ნარა დრილმენდი, იაპონია

ნარა დრიმლენდი 1961 წელს გახსნეს იაპონიაში. იგი დახურეს 45 წლის შემდეგ. ამის შემდეგ ტერიტორიას მხოლოდ ასეთი ადგილების მოყვარულები სტუმრობენ, თუმცა პარკს იცავს პოლიცია.

8. დაუსახლებელი კუნძული ფლორიდაში, აშშ

ეს სასაცილო სახლები 1981 წელს ააშენეს რომანოზე. ისინი დასასვენებელ ადგილებს წარმოადგენდნენ მილიონერი ბობა ლისთვის, სანამ ის არ გაკოტრდა. ახლა ეს ადგილი მიტოვებულ ადგილთა სიაშია.

9. ორფეოსის ახალი თეატრი, აშშ

ორფეოსის ახალი თეატრი – მიტოვებული თეატრია, რომელიც აშშ-ში, კერძოდ მასაჩუსეტსში მდებარეობს. ის 1912 წელს გაიხსნა და 1959 წელს დაიხურა. მას შემდეგ თეატრს მაღაზიების განსათავსებლად იყენებდნენ. ახლა მისი მფლობელები თეატრის განახლებას აპირებენ.

10. დაკარგული ქალაქი შიჩენგში, ჩინეთი

ამ მშვენიერ ჩაძირულ ქალაქს, რომელიც დროში გაიყინა, უკვე 1341 წელი შეუსრულდა. შიჩენგი ან ქალაქი ლომი ცზიანსის პროვინციაში მდებარეობს, აღმოსავლეთ ჩინეთში. ის აღმოაჩინეს 1959 წელს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას.

11. სადგური სითი-ჰოლი

სითი-ჰოლი ნიუ-იორკის მეტროს ერთ-ერთი სადგურია, რომელიც 1904 წელს გაიხსნა. დროთა განმავლობაში სადგურმა ფეხი ვერ აუწყო ახალ სტანდარტებს და დაიხურა 1945 წელს.

12. სასტუმრო სალტო, კოლუმბია

1928 წლიდან სასტუმრო ემსახურებოდა ტურისტებს, რომლებიც ჩადიოდნენ 157 მეტრიანი ჩანჩქერის, ტეკენდამას სანახავად. 90-იაბი წლების დასაწყისში ჩანჩქერის მნახველთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა და სასტუმროც დაიხურა.

13. მიტოვებული სამხედრო საავადმყოფო ბელიცში, გერმანია

საავადმყოფოს დიდი კომპლექსი ჯერ კიდევ 1800-იან წლებში ააშენეს. სწორედ აქ აღიდგინა ძალები ადოლფ ჰიტლერმა ფეხის ტრავმის შემდეგ.

14. ჩაძირული იახტა, ანტარქტიდა

ეს გემი-მოჩვენება ბრაზილიური იახრაა, რომელიც ანტარქტიდაზე ჩაიძირა. მას შემდეგ გემი განისვენებს ტალღების ქვეშ.

15. უილარდის ფსიქიატრიული საავამდყოფო, აშშ

საავადმყოფო ქრონიკულად დაავადებულთათვის 1869 წელს გაიხსნა. ამ ადგილს ძალიან ბნელი ისტორია აქვს, რადგან 50 000 პაციენტიდან ნახევარი, ვინც საავადმყოფოს საკუთარ სახლს უწოდებდა, სწორედ აქ გარდაიცვალა. 1995 წელს დაიხურა საავადმყოფო და პაციენტების დარჩენილ ნაწილს საზოგადოებაში დაბრუნება მოუწია.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close