არქივი

უცნაური ფაქტები სოციალური ქსელის მომხმარებლებზე

ca79770f0172

200 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგად საკმაოდ საინტერეო და უცნაური ფაქტები ფაირკვა სოციალური ქსელის მომხმარებლზე. კითხვები ძირითადად Facebook-ის, Twitter-ისა и «ВКонтакте»-ს მომხმარებლებს დაუსვეს.

a9ed5047d8bf

1. საჯარო გამოსვლები

სოციალური ქსელების მომხმარებლების 2/3-ს არ უყვარს საჯაროდ გამოსვლა, საჯარო განცხადებების გაკეთება. ასეთი ტიპის მომხმარებლები კი ყველაზე დიდი რაოდენობით, 58%-ით ტვიტერში აღმოჩნდნენ.

2. შესაძლებლობა

გამოკითხულთა თითქმის მესამედი იმდენად ცოტას გამოიმუშავებს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მაცივრის ან სარეცხი მანქანის) შეძენაც კი არ შეუძლიათ. 35%-ს შეუძლია თავს ეს ფუფუნება მისცეს, მაგრამ მაინც არ ყოფნით ფული მანქანასა და ბინაზე. ხოლო მანქანებსა და უძრავ ქონებაზე ხელი მიუწვდება სოციალური ქსელების მომხმარებლების მხოლოდ 5%-ს. ყველაზე “შეძლებულები” ტვიტერში აღმოჩნდნენ, აქ მყოფი საზოგადოების 8%-ს შეუძლია მანქანისა და ბინის მოვლა და პატრონობა.

3. უცხოური ენები

სოციალური ქსელების მომხმარებლების თითქმის ნახევარზე მეტმა იცის 2 ან მეტი ენა. ფეისბუქის მომხმარებლების 62%-მა იცის ორ ენაზე მეტი, ტვიტერის მომხმარებლების 67% ფლობს ორ ან მეტ ენას.

4. მოგზაურობა

გამოკითხული მომხმარებლები აქტიური მოგზაურები აღმოჩნდნენ. თავისი ქვეყნის ან ქალაქის საზღვრებს ძალიან იშვიათად ტოვებს გამოკითხულთა 1/6, 35% მოგზაურობს წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო 20% თვეში ერთხელ მაინც.

317f7107be8b

5. სამოქალაქო აქტივობა

ქვეყნის საქალაქო შეხვედრებზე ან გარკვეულ კომიტეტებში გაწევრიანებულია გამოკითხულთა მხოლოდ 1/4. ტვიტერის მომხარებლების 20%, ფეისბუქის – 15%, ხოლოდ ვკონტაქტეს მხოლოდ 13%.

6. არჩევნები

მიახლოებით მსგავსი კორელაციაა მათ შორის, ვინც პრეზიდენტის ან პარლამენტის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი გრძნობით გამოირჩევიან ფეისბუქის მომხმარებლები – 52%, შემდეგ მოდის ტვიტერის 50%, ხოლო ვკონტაქტეს 49% იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ფეისბუქის ზედმეტას “პოლიტიზირების” მიუხედავად ეს არ აისახება ხალხის სურვილზე მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

7. ოლიმპიადა

ოლიმპიადისადმი ინტერესი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ნამდვილად აქვთ. ყველაზე მეტად მათ სპორტული გიმნასტიკა აინტერესებთ, შემდეგ კი ფიგურული სრიალი (25% ფეისბუქი, 32% ვკონტაქტე). ტვიტერის 22%-მა კი ფეხბურთი ყველაზე მიმზიდველ სპორტად დაასახელა.

8. კითხვა

რესპოდენტების 50% მხოლოდ ერთ წიგნს კითხულობს თვეში, 30% ორს ან სამდ, ხოლო 25% სამ წიგნზე მეტს. ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა, რომელიც საქართველოშიც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.

1419645b2062

9. საღამოს საქმიანობა

სოციალური ქსელების მომხმარებლების 50% დიდი სიაოვნებით ესწერება საყვარელი ჯგუფის კონცერტებს, 20% კი თეატრს ამჯობინებს. სპორტის სანახაობაზე წასვლა კი მხოლოდ 10%-მა დაასახელა.

10. ტელევიზორი

მომხმარებლების 40%-მა განაცხადა, რომ ისინი არასდროს უყურებენ ტელევიზორს. ამასთანავე 25% ამბობს, რომ ისინი დღეში ერთ საათს მაინც უთმობენ ტელევიზორის ყურებას.

11. ფეხსაცმელი

ვკონტაქტესა და ტვიტერის მომხარებლების 15%-მა უპირატესობა ადიდასის, რიბოკის ან ნაიკის ფირმის ბოტასებს მიანიჭა. მომხმარებლის ასეთივე რაოდენობა ანიჭებს უპირატესობას კლასიკური სტილის ფეხსაცმელებს ეკოსგან, კარნაბისგან და ჯეოქსისგან. ცნობილი დიზაინრების, გუჩი, დოლჩე&გაბანა, პრადა კი გამოკითხულთა მხოლოდ 3%-მა აირჩია, ხოლო 30% საერთოდ არ ყიდულობს ბრენდულ ფეხსაცმელს.

12. ოპერაციული სისტემები

გამოკითხულთა უმეტესობა ერთპიროვნულად აღიარებს ვინდოუსს, მისით სარგებლობს 80%-ზე მეტი. მაკის აიოს სისტემით კი 10% სარგებლობს. ტვიტერში მისი მოხმარება ორმაგდება, აქ აიოსს უპირატესობას 20% ანიჭებს.

d86780acda3f

13. iPhone

ეფლის ტელეფონები ტვიტერისა და ფეისბუქის მომხმარებლების 20%-ს აქვს და ამდენივე ფიქრობს მის შეზენას. ხოლო ვკონტაქტეს 70% არ ფლობს აიფონს და სულაც არ ფიქრობს მის შეზენაზე.

14. სიახლეების მოყვარულები

გამოკითხულ რესპოდენტთა დაახლოებით 80% არ არის მზად იყიდოს ახალი ტექნიკა, ისინი ელოდებიან როდის დაიკლებს მისი ფასი და ასევე ელიან პირველ რეკომენდაციებს სხვა მომხმარებლებისგან. ტვიტერის ყოველი მეხუთე მომხმარებელი გამოთქვამს სურვილს იყოს პირველი მომხმარებელი რაიმე ტიპის სიახლის.

15. პოდკასტი

სოციალური ქსელების მომხმარებლების თითქმის ნახევარმა არ იცის რას ნიშნავს პოდკასტი (ვკონტაქტეში კი 55%-მა). საშუალოდ 1/3-ს სმენია მის შესახებ, ხოლო მიკრობლოგერეიბის 22%-ს ესმის პოდკასტი პერიოდულად.

16. ოქსფორდის კვანძი

მომხმარებლების 60%-მა აერთოდ არ იცის თუ როგორ შეკრას ჰალსტუხი. Почти 60% пользователей соцсетей не умеют завязывать галстук.

49cf8b0728b2

17. შეურაცხმყოფელი სიტყვები

გამოკითხულთა 90% თვლის, რომ სავსებით შესაძლებელია ურთიერთობა ყოველგვარი შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და გინების გარეშე, მაგრამ ამას ისინი იშვიათად ასრულებენ.

18. ცეკვები

ცეკვა მომხმარებლების თითქმის ნახევარს უყვარს, მაგრამ მუსიკის რიტმზე აყოლა განსაკუთრებით ტვიტერის მომხმარებლებს უყვართ, აქ მათი რაოდენობა 62%-ია.

19. კატა ძაღლთან

რესპოდენტებიდან ყოველ მესამეს ყავს სახლში კატა, ყოველ მეექვსეს კი ძაღლი. ამასთანავე რესპოდენტების 40%-ს საერთოდ არ ყავს სახლში ცხოველი.

20. წარმატებული ადამიანები

გამოკითხულთა უმრავლესობა თავს არ თვლის წარმატებულ ადამიანად. ყველაზე თვითკრიტიკულები ვკონტაქტეში აღმოჩნდნენ, 72%, ტვიტერში 69%=ია, ფეისბუქში კი 68%.

მსგავსი ამბები

Back to top button