გასართობისაკითხავისურათები

რეალური ისტორიები, რომლებზეც ფილმები გადაიღეს

ყველა მწერალს გაგონილი ამბავი შთააგონებს დაწეროს შედევრი და ხშირია მათი ნაწარმოებების ეკრანიზაციაც, მაგრამ ხშირად ფილმები რეალურ ისტორიებს ეფუძნება. წარმოიდგნეთ ფილმებს, რომლებიც რეალური ისტორიების მიხედვით გადაიღეს.

მგლის ორმო

“მგლის ორმო” – ეს ავსტრალიური საშინელებათა ფილმია სამ ტურისტზე, რომელთა გზა გადაიკვეთა სერიული მკვლელის, მიკ ტეილორის გზასთან. ეს იყო საშინელი მონსტრი, რომელიც ავსტრალიაში ახალ მსხვერპლებს ეძებდა, რათა მოეკლა და გაეტყავებინა. ძალიან საშიშია, არა? “მგლის ორმოს” ნამდვილად რეალური საფუძველი გააჩნია: ის იყო სერიული მკვლელის ისტორიის მოტივების შედეგად აგებული, ამ მანიაკს კი ერქვა ივან მილატი. როგორც მისი კოლეგა ფილმში, ისე ივანი ავსტრალიაში ჩასულ ტურისტებზე ნადირობდა. ის ავსტრალიაში გაიზარდა, თავიდან უბრალო მონადირე იყო შემდეგ კი თავის თვისებებს საშინელი წამებისათვის იყენებდა.

ტეილორისგან განსხვავებით, მილატი არ ატყავებდა თავის მსხვერპლებს, მაგრამ ნაკლებად სასტიკი არ ყოფილა. მილატი უარყოფდა მის კავშირს მკვლელობებთან მაშინაც, კი, როდესაც მის სახლში აღმოაჩინეს ნახევრად გახრწნილი ადამიანის სხეულები. სხეულებზე აღბეჭდილი იყო, რომ ისინი საშინელი სიკვდილით გარდაიცვალნენ. მილატი ზოგიერთ თავის მსხვერპლს ხერხემალში დანას ურტყამდა, რაც მათ პარალიზებას იწვევდა. ამის შემდეგ ის გაუნძრეველ ხალხს ან ცხრილავდა, ან სასტიკად ცემდა, შემდეგ კი თავს აჭრიდა. სხეულებს კი უბრალოდ აგდებდა. მისი ხელით გარდაიცვალა მინიმუმ შვიდი ადამიანი. 1997 წლის 27 ივლისს მილატი გაასამართლეს, მას 7 სამუდამო მიუსაჯეს და კიდევ 18 წელი.

გოგონა მეზობლად

ფილმი “მეზობელი” ჯეკ კეჩამის რომანზეა დაფუძნებული, ისტორია ეხება დევიდ მორანს, უოლ-სტრიტის ბანკირს. ის იხსენებს თავისი ბავშვობის არც ისე უბრალო პერიოდს, როდესაც ის შეხვდა ორ დას – მეკ და სიუზენს. მშობლების სიკვდილის შემდეგ ისინი საცხოვრებლად დეიდასთან გადავიდნენ. დეიდა, რომლის როლსაც ბლენშ ბეიკერი თამაშობს, აღმოჩნდა ფსიქიურად შეშლილი, რომელიც მეგს აწამებდა.

ფილმი შექმნილია სილვია ლეიკენსის მკვლელობის რეალურ მოტივებზე, რომელიც ინდიანაპოლისში, ინდიანას შტატში 1965 წელს ცხოვრობდა. მშობლები სილვიას და მის დას ძიძასთან, გერტრუდა ბანიჟევსკისთან ტოვებდნენ. მას კვირაში $20 უხდიდნენ. ერთხელაც ხელფასი ოდნავ მოგვიანებით მიიღო, ამიტომ ბანიჟევსკიმ გოგონების ცხოვრება ჯოჯოხეთს დაამსგავსა, სილვია კი ყველაზე მეტად იტანჯებოდა ამ ყველაფრისგან. ბანიჟევსკი აბამდა ბავშვებს, ასევე ახლოს მყოფ სხვა ბავშვებს და იწყებდა სილვიას წამებად. თავდაპირველად ის მასზე სიგარეტს აქრობდა, შემმდეგ ცემდა და ბოლოს სექსუალურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი. ბოლოს სილვია გამოკეტეს სახლში, ისე როგორც ციხეში. შემდეგ სილვიამ გაიგო თუ როგორ ლაპარაკობდა ბანიჟევსკი მის 14 წლის მეზობელ, რიჩარდ ჰობსთან, რომ აპირებს დატოვოს გოგონა ტყეში თვალახვეული, რადგანაც ის გაქცევას ცდილობდა. სილვია დააბეს, ბანიჟევსკიმ კი ცხელი რკინის საშუალებით გოგონას მუცელზე ასო “i” დააწერა.

შემდეგ მან რკინა ჰობსს მისცა, რომელმაც შესთავაზა გოგონას მკერდზე დაეწერათ: “მე მეძავი ვარ და ამით ვამაყობ”. სილვია 1965 წლის 26 ოქტომბერს თავში ძლიერი დარტყმით გარდაიცვალა. როდესაც პოლიცია მოვიდა, მათ იპოვეს გოგონას სხეული, რომელიც ჭუჭყიან ლეიბზე იყო.

შესამჩნევი იყო, რომ მას შიმშილით ტანჯავდნენ, მისი მთელი სხეული დაფარული იყო ჩალურჯებებით და მასზე 100-ზე მეტი სიგარეტის ნამწვავი იყო, ბანიჟევსკი და სხვა ყველა მონაწილე პირი დააკავეს. ძიძას პირველი ხარისხის მკვლელობა დაუდგინეს. დაკავებული ბავშვები კი ციხეში 2-21 წლამდე ჩასვეს.

ეშმაკის განმდევნელი

ერთ-ერთი შოკისმომგვრელი, ნამდვილ ისრტორიაზე დაფუძნებული ფილმია უილიამ ფრიდკინის “ეშმაკის განმდევნელი”. ის 1973 წელს გამოუშვეს, ფილმში მოთხრობილია 12 წლის გოგონა რიგანზე, რომელიც ეშმაკმა შეიპყრო. ორი კათოლიკე მღვდელი ცდილობს მისგან დემონის განდევნას.

ავტორის რომანს, რომელზეც ფილმია დაფუძნებული, ამ რომანის დაწერის იდეა ერთი შემთხვევის შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ბიჭუნა, როლანდ დოუ ან რობი მანგეიმი დაიბადა 1936 წელს. ის ცხოვრობდა მერილენდის შტატში ჯახთან ერთად, რომელიც ამჩნევდა ბიჭის უცნაურ ქცევებს.

1949 წელს ორი კათოლიკე მღვდელი მოიყვანეს სენ-ლუისიდან, რომლებსაც აქამდეც ქონდათ ჩატარებული ეგზორციზმის წესები. როდესაც ისინი აკეთებდნენ ამას, ბიჭმა მოულოდნელად ლათინურად დაიწყო ლაპარაკი, თუმცა არასდროს იცოდა ეს ენა. ასევე დაიწყო ფურთხება.

წლების შემდეგ, უოლტერ ჰელორანმა, ერთ-ერთმა მღვდელმა, რომელიც მონაწილეობდა ეგზორციზმში, თქვა, რომ ბიჭი შეიძლება უბრალოდ იმეორებდა ლათინურ სიტყვებს, რომლებსაც მღვდლები ეუბნებოდნენ. ის მართლაც იფურთხებოდა.

ადამიანი-ფარვანა

ფილმში “ადამიანი-ფარვანა”, რომელშიც რიჩარდ გირი თამაშობს, ისტორია რეპორტიორ ჯონ კლიანზეა, რომლის ცხოვრებაც ქაოსს ემსგავსება, როდესაც მისი მეუღლე ავტოკატასტროფაში იღუპება. მას მოსვენებას არ აძლებს დიდი წითელი თვალები და ნაცრისფერი ფრთები. ეს არსება დაინახა მან ავარიამდე. შემდეგ ჯონი აღმოჩნდება ფოინთ-ფლეზანთში, ვირჯინიას შტატში, მაგრამ არ ახსოვს თუ როგორ აღმოჩნდა იქ. იქ ყოფნისას ის იწყებს კვლევას და აკვირდება ამ საიდუმლო არსებას. მალე კლლიანი მიხვდება, რომ ეს არსება ყოველთვის გამოჩნდება ტრაგედიების წინ.

ფილმის ტრეილერში ნახსენებია, რომ “ადამიანი-ფარვანა” რეალურ ისტორიაზეა აგებული. 1966 წლის 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე ფოინთ-ფლეზანთში მცხოვრები ადამიანები ამბობდნენ, რომ ხედავდნენ დიდ არსებას წითელი დიდი თვალებით. დაკვირვება კი წრმოებდა სილვერ-ბრიჯის ახლოს. ის გამოჩნდა პიკის საათის დროს და 48 ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთი ადამიანის თქმით, არსება იმიტომ ჩნდება, რომ გააფრთხილოს ხალხი მოახლოებული კატასტროფის შესახებ. მას შემდეგ, რაც ხიდი ჩაინგრა, ფოინთ-ფლეზანთში არსება აღარ დაუნახავთ.

საბავშვო თამაშები

ამ ფილმში სერიულ მკვლელს, რომელიც ვუდუს ფლობას სწავლოს, ჩარლზ ლი რეის სათამაშოების მაღაზიაში კლავენ. მისი სული სახლდება უახლოეს თოჯინაში, შემდეგ კი სათამაშო 6 წლის ბიჭუნას, ენდის ხელში ხვდება. ის თოჯინას ჩაკს დაარქმევს, თოჯინა იწყებბს მკვლელობებს, ხოლოდ მკვლელის სული ცდილობს ენდის სხეულის დაპყრობას.

რა თქმა უნდა, ეს გიჟურად ჟღერს, მაგრამ ჩაკს მართლაც ყავდა პროტოტიპი – რეალური თოჯინა სახელად რობერტი. 1903 წელს 3 წლის რობერტ იუჯინ ოტომ მშობლებისგან თოჯინა მიიღო საჩუქრად, რომელიც ბაჰამას კუნძულებიდან იყო ჩამოტანილი. ოტომ თოჯინას თავის საპატივცემულოდ დაარქვა რობერტი და მას შემდეგ ისინი განყრელნი იყვნენ. ამის შემდეგ საკმაოდ მალე ოტოს მშობლებს ორი ხმა ესმოდათ, რომელიც ბიჭის საძინებლიდან გამოდიოდა. ერთი ხმა ოტოსი იყო, მეორე კი – არა. ყოველ ჯერზე, როცა მშობლები ოთახში შედიოდნენ ყველაფერი წესრიგში ხვდებოდათ. ოტო გაიზარდა, დაქორჭინდა, მაგრამ მაინც ვერ მოიშორა თოჯინა. ის მის ოთახში იჯდა, ვესტ-კისში, ფლორიდის შტატში მდებარე სახლში. გამვლელი ბავშვები ამბობდნენ, რომ თოჯინა ზოგჯერ უყურებდა მათ ფანჯრიდან, თანაც სულ სხვადასხვა ფანჯრიდან. 70-იან წლებში ოტო და მისი ცოლი გარდაიცვალნენ, სახლში კი, სადაც დარჩა რობერტი ახალი მცხოვრებლები გადავიდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დრო და დრო მათ ესმოდათ სიცილი, ამჩნევდნენ თუ როგორ იცვლებოდა თოჯინის სახე. 1994 წელს რობერტი გადაეცა კი-უესტას მუზეუმს, სადაც ის შუშის ვიტრინაშია და მისი ნახვა დღესაც შეგიძლიათ.

ღია ზღვა

ეს 2003 წლის დაბალბიუჯეტიანი ფილმი დაფუძნებულია საშინელებათა ისტორიაზე. რა მოხდება, თუ აკვალანგით ჩაყვინთავთ ზღვაში, ხოლო ნავი, რომლითაც მოხვედით, უთქვენოდ გაცურავს? ზუსტად ეს დაემართა წყვილს ბატონ-რუჯიდან, ლუიზიანას შტატიდან.

1998 წლის 25 იანვარს 24 წლის ტომ ლონერგანი და მისი 29 წლის ცოლი, ეილინი დაივერების ჯგუფში გაწევრიანდნენ, რომელიც წმინდა კრისპინის სანაპიროებზე მიემგზავრებოდა, ასევე უნდა მოევლოთ ავსტრალიის სანაპიროები. დაივერების ნავი მანამდე წავიდა, სანამ ლონერგანებმა ამოყვინთეს. ვერავინ შეამჩნია, რომ წყვილი გაქრა, მათზე მხოლოდ 2 დღის შემდეგ იფიქრეს, როდესაც ნავზე მათი ჩანთები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები, მაგრამ წყვილის კვალს ვერ მიაგნეს. ითვლება, რომ ისინი ზღვაში დაიხრჩვნენ.

უცნობები

ამ ფილმში ახალგაზრდა წყვილი აღმოჩნდება იზოლირებულ სახლში. მათ ატერორებენ უცნაურ ნიღბებში გადაცმული ადამიანები, რომელთა მიზანი მათი მოკვლაა. ფილმის სარეკლამო ტრეილერებში ამტკიცებდნენ, რომ ფილმი რეალურ მოვლენებზე იყო დაფუძნებული. ერთ-ერთ რეალურ ისტორიას, რომელიც ფილმშია გამოყენებული მენსონების ოჯახის მკვლელობაა. მენსონების ოჯახი სახლში გამოკეტა შვიდმა ადამიანმა. ფილმს კიდევ ერთი ისტორია აქვს, რომელიც ცნობილია “ტედის ქოხში მკვლელობით”.

1981 წელს სიერა-ნევადაში, კალიფორნიის შტატში, სიუ შარპმა და მისმა 5-მა შვილმა 2 თვის განმავლობაში დაიქირავეს სახლი პოპულარულ კურორტ კედიზე. 12 აპრილის დილას სიუ და მისი 16 წლის ვაჟი და შვილის 17 წლის მეგობარი დაბმულები იპოვნეს. ყველა მკვდარი იყო, სხეულზე კი წამების კვალი შეინიშნებოდა. ოთახში ყველაფერი დამტვრეული იყო, კედლებზე კი სისხლის კვალი იმჩნეოდა. სხეულები სიუს 14 წლის გოგონამ აღმოაჩინა, რომელსაც მკვლელობის ღამეს სხვაგან ეძინა. დღესდღეიბითაც ეს მკვლელობა არ არის გახსნილი.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close