გართობაკულტურაუცნაური

ქურდმა, რომელიც პენსიონერს დანით ფული გამოძალა, საჯარო ადგილას ჯერ გააშიშვლეს და შემდეგ ბოძზე გააკრეს (15+)

11025183 352271941630103 2538629584820006547 n

რამდენიმე დღის წინ ჩილეში, კერძოდ ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, მოხდა საინტერესო შემთხვევა. როცა ჩილელმა მოქალაქეებმა დააპატიმრეს ქურდი, რომელმაც დანის მუქარით  პენსიონერ ქალბატონს ჩანთიდან საფულე ამოაცალა და ცდილობდა მიმალვას. თითქოსდა ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თუმცა სანტიაგოს მკვიდრებმა გადაწყვიტეს ქურდი სათანადოდ დაესაჯათ, რათა მას  არ ჰქონოდა სურვილი ხელმეორედ ჩაედინა ამ სახის დანაშაული. ქურდის დამკავებლებმა ბაზრობაზე 32 წლის ჩილელი მამაკაცი ჯერ გააშიშვლეს, შემდეგ კი ცელოფნის პარკით ძელზე მიაბეს.

პენსიონერი ქალი ვინმე ვერონიკა ვიდალესი გაემგზავრა ბანკში, რათა მიეღო ყოველთვიური პენსია. კუთვნილი თანხის მიღების შემდეგ, მან საკუთარი მცირეწლოვანი შვილიშვილებისთვის საჩუქრის საყიდლად გაიარა ბაზრობაზე, რომელიც ბანკთან ახლოს მდებარეობდა.

მან პატარებისთვის შეარჩია საჩუქარი და როცა სურდა ნივთის საფასური გადაეხადა, ქალბატონმა ვერონიკამ ჩანთიდან საფულე ამოიღო, რადროსაც უეცრად მას უკან მდგომმა კეპიანმა მამაკაცმა დანა მიადო ზურგზე და მოსთხოვა საფულის მისთვის გადაცემა. მამაკაცმა, როგორც კი მიიღო საფულე გაიქცა, თუმცა დაზარალებულმა ყვირილი მორთო და იქვე მდგომ მამაკაცებს შეატყობინა მომხდარის შესახებ.

11051986 352271898296774 230217496595855557 n

ბაზრობაზე მყოფმა მამაკაცებმა ასაკოვანი ქალის ქვითინი გულთან ახლოს მიიტანეს და გაეკიდნენ ქურდს, რომელიც რამდენიმე წუთში დააპატიმრეს. 32 წლის ქურდს, ალბათ აზრადაც არ მოუვიდოდა, რაც მას წინ ელოდა. ხალხმა გადაწყვიტა პოლიციის მოსვლამდე შუახნის მამაკაცი სათანადოდ დაესაჯა, რადგან მან მართლაც რომ ამორალური საქციელი ჩაიდინა, მან ქალბატონს დანის მუქარით პენსიის სახით მიღბული შემწეობა გამოძალა.

როცა პოლიცია შემთხვევის ადგილას მივიდა იხილა ერთი შეხედვით სასაცილო, თუმცა ძალზედ მძიმე სურათი. ბაზრობის შუაცენტრში, ბოძზე ‘მიჯაჭულია’ სრულიად შიშველი მამაკაცი, რომელსაც გარს უამრავი ადამიანი ახვევია და სხვადასხვა აპარატებით სურათებს უღებენ. ქურდი კი ცხარე ცრემლებით ტირის და პატიებას ითხოვს.

სამართალდამცავებმა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რადგან ქალბატონმა ვერონიკამ გულთან ახლოს მიიტანა მამაკაცის ცრემლები, რომელიც მონანიებად ჩათვალა და მასზე სარჩელი არ შეიტანა.

c36

ეს ფაქტმა, რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებზეც გავრცელდა. ბევრმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა გამოთქვა  მოსაზრება, თითქოსდა ეს მამაკაცის უფლებების შელახვა და მისი შეურაწყოფა გახლდათ და „დამნაშავეთა“ დაუყოვნებლივი დაპატიმრება და მათზე მძიმე სანქციების დაწესება მოითხოვეს, რადგან მოქალაქეებს არააქვთ უფლება დამნაშავის ამგვარი შეურაწყოფისა, რადგან დამნაშავის დასჯის უფლების მონოპოლა სახელმწიფოს გააჩნია და მოსახლეობამ არ უნდა მისცეს თავს უფლება მის საქმეში ჩაერიოს. თუმცა მოწინააღმდეგე პოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ზუსტადაც რომ ჰქონდათ უფლება და ვალდებულები იყვნენ დახმარებოდნენ პენსიონერს და დაესაჯათ ასე მკაცრად დამნაშავე, რომელიც საშიშია ყოველი ჩვენგანისთვის.
იხილეთ ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button