გასართობისაკითხავისასარგებლო

საიდუმლოები, რომელსაც ავიაკომპანიები არ გაგიმხელენ

ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, მართავენ თუ არა პილოტები მთელი ფრენის განმავლობაში? ან რას ფიქრობთ უფასო ბალიშზე, თვლით, რომ პირველი ხართ, ვისაც მასზე ძინავს? პროფესიონალებმა გაარკვიეს ფაქტები ცნობილი ავიაკომპანიების სტიუარდესების, პილოტებისა და ინჟინრების შესახებ. რამდენიმე მათგანი დაჭირდებათ მოგზაურებს, ზოგის დანახვა კი არ გაგიხარდებათ. ყველა შემთხვევაში ეს უნდა იცოდეთ, სანამ ავია-მოგზაურობაში წახვალთ.

დაბალი შუქი თვითმფრინავში ევაკუაციისთვის არის საჭირო

როდესაც თვითმფრინავი ღამით ეშვება, ირთვება დაბალი შუქი, რათა მოამზადონ მგზავრები ევაკუაციისათვის. თქვენი თვალები მიეჩვევიან სიბნელეს და უკეთ დაინახავენ ყველაფერს თვითმფრინავში.

ტუალეტის კარის გაღება გარედანაც შეგიძლიათ

ტუალეტის კარის დაბლოკვის მექანიზმი, როგორც წესი “არ მოწიოთ” ნიშნის უკან იმალება. საჭიროა აწიოთ ნიშანი და დაატრიალოთ ვინტი და ტუალეტის კარიც გაიღება.

თქვენ სუნთქავთ ჰაერს ძრავიდან

ჰაერი, რომლითაც თქვენ სუნთქავთ თვითმფრინავში – ძრავიდან წამოსული ჰაერის ნაკადია. უმეტესი ნაწილი (25%-50%) გარეთ გადის, დანარჩენით კი სუნთქავენ მგზავრები. ჰაერი გარეთ ძალიან პატარა ხვრელით გადის, რომელიც თვითმფრინავის კუდისკენაა მოქცეული.

არ ჟღერს სასიამოვნოდ, მაგრამ თუ ამ ყველაფერს ტექნიკური მხრიდან შევხედავთ, თქვენ ძრავის კომპრესორის ჰაერს სუნთქავთ და არა ნამდვილად ძრავისას.

კომპანია ბოინგის საიტზე ახსნილია, რომ ჰაერი, რომელიც ძრავის კომპრესორის გავლით მოდის, თბება, შემდეგ კი კაბინისკენ მიემართება, უკვე სასუნთქად ვარგისი.

თქვენი გადასაფარებლები არავის გაურეცხავს, ხოლო მაგიდა-ფოდნოსზე შესაძლოა მიაგნოთ ნარჩენების კვალს.

ამერიკული ავიაკომპანიის “Southwest”-ის სტიუარდესა ყვება რომ, უფასო ბალიშები და გადასაფარებლები რეისის შემდეგ უბრალოდ იკეცება და ინახება, მას არც რეცხავენ და არც დეზინფექციას უტარებენ.

ასევე, მაგიდა-ფოდნოსებზე, რომლებიც საკვების მიღებისათვის არის განკუთვნილი, ხშირად სვამენ ბავშვებს და დებენ მათ პამპერსებს, ამის შემდეგ კი მას არ უტარდება დეზინფექცია. თუ თქვენ ამ მაგიდაზე რამე დაგივარდათ, ორჯერ დაფიქრდით სანამ მას პირისკენ წაიღებთ.

ეს ფაქტი დაადასტურა სხვა სტიუარდესამაც – მის ავიაკომპანიაში ახალი ბალიშები და გადასაფარებლები მხოლოდ პირველი რეისის დილას შეგიძლიათ ნახოთ. ყველა სხვა რეისზე მათ უბრალოდ ინახავენ და კვლავ აძლევენ მგზავრებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ ყოველგვარი გარეცხვისა და დეზინფექციის გარეშე. რაც შეეხება მაგიდებს, მათ მხოლოდ ერთხელ წმენდენ დღეში, რაც საკმარისი ნამდვილად არ არის.

კაპიტანს შეუძლია დაგიჭიროთ თვითმფრინავში

როდესაც თვითმფრინავის კარი იხურება, კაპიტანს ეძლევა ძალიან დიდი ძალაუფლება. მას შეუძლია მგზავრის დაკავება, ჯარიმის გამოწერა და ადამიანის უკანასკნელი სურვილის მიღებაც კი გარდაცვალების წინ.

რა თქმა უნდა, მას არ აქვს სრული იურიდიული უფლება დააკავოს ვინმე, მაგრამ მას ეს შეუძლია მანამ, სანამ თქვენ თვითმფრინავში იმყოფებით, შემდეგ კი გადაგცემთ სახელმწიფო ორგანოებს. თვითმფრინავში თქვენ შეგეზღუდებათ გადაადგილება.

თქვენ შეიძლება პირველ კლასში გადაგიყვანონ აფრენის შემდეგ

სტიუარდესებს შეუძლიათ ადამიანის ბიზნეს კლასში გადაყვანა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის კარი დაიკეტება. რა თქმა უნდა, ეს არც ისე ხშირად ხდება, რადგან აუცილებელია ანგარიშის ჩაბარება ასეთ შემთხვევებში და მიზეზებზე საუბარი უფროსებთან.

მაგრამ მაინც, ხალხი, რომელსაც ეკონომიური პაკეტი აქვთ, ზოგჯერ დაფრინავენ პირველი კლასით. უმეტესად ესენი კარგად ჩაცმული, სიმპატიური ხალხია, ან ორსული ქალები, ზედმეტად მაღალი მგზავრები, ასევე სტიუარდესას მეგობრები და ნაცნობები.

პილოტებმა შესაძლოა დაიძინონ ფრენისას

დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში და შვეიცარიაში მცხოვრებMA პილოტებმა (43-54%) აღიარეს, რომ სამგზავრო თვითმფრინავის მართვისას დაუძინიათ.

გამოცდილი სტიუარდესა, ტრეისი კრისტოფი ყვება, რომ გრძელ მანძილებზე ფრენისას, პილოტებს აქვთ დასვენების დრო, როდესაც მას მეორე პილოტი ცვლის.

მაგრამ, პილოტებმა, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, აღიარეს, რომ მათ შემთხვევით ჩაეძინათ, ანუ არ იყო დასვენების დრო. ცოტა საშიშად ჟღერს.

ადამიანები იპარავენ სამაშველო ჟილეტებს

ზოგჯერ მგზავრები იპარავენ სამაშველო ჟილეტებს, რომლებიც სავარძლის ქვემოთ არის მოთავსებული. მათ ჟილეტები სუვენირებად მიაქვთ, თუმცა ეს ფაქტი სერიოზულ დარღვევად ითვლება.

როგორც არ უნდა იყოს, სამაშველო ჟილეტების რაოდენობა ყოველი ფრენისას არ მომწდება. ამიტომ ფრენის წინ აუცილებელია ის თავად შეამოწმოთ, თუ თქვენ ის არ გაქვთ, უნდა აცნობოთ სტიუარდესას.

თვითმფრინავში არის სპეციალური სახელურები, იმ შემთხვევაში თუ სტიუარდესას გადაგდებას მოისურვებთ

შემდეგ ჯერზე, როცა აღმოჩნდებით თვითმფრინავში, ყურადღება მიაქციეთ თვითმფრინავის კარებზე დამაგრებულ სახელურებს. რისთვის არის განკუთვნილი? ნამდვილად დამხმარეა, მაგრამ ვისთვის ან რისთვის?

ევაკუაციის შემთხვევაში, სალონში მუდამ პანიკაა, სტიუარდესები კი კარებს გასაღებად ამზადებენ, მგზავრები, რომლებიც პანიკაში არიან ცდილობენ რაც შეიძლება მალე დატოვონ თვითმფრინავი, მათ შეიძლება სტიუარდესასაც კი კრან ხელი, ამიტომ აუცილებელია ასეთი სახელურის არსებობა.

სახელური კი იმისთვისაა საჭირო, რომ სტიუარდესა ჩაეჭიდოს და დარჩეს სალონში.

თქვენ მთლიანი კოკა-კოლას ქილა შეგიძლიათ მოითხოვოთ

თუ თქვენ წყურვილი გტანჯავთ, თქვენ მეტის მიღება შეგიძლიათ, ვიდრე უბრალოდ წყალი. უბრალოდ თავაზიანად სთხოვეთ სტიუარდესას მოგიტანოთ კოკა-კოლას ქილა და ის დიდი სიამოვნებით მოგემსახურებათ.

ნიღაბი თქვენ მხოლოდ 15 წუთის სამყოფ ჟანგბადს მოგაწვდით

ჟანგბადის ნიღბები, რომლებიც თვითმფრინავშია მხოლოდ 15 წუთით უზრუნველყოფს თქვენ მომარაგებას, ეს კი სავსებით საკმარისია პილოტისათვის ჩამოიიყვანოს თვითმფრინავი დაბალ სიმაღლეზე, რათა ნორმალურად ისუნთქონ.

ზოგადად კი, როდესაც ნიღბები ეშვება სალონში, პილოტი იმდენად დაბლა ეშვება, რომ მალევე დაჯდეს უახლოეს აეროპორტში.

ზოგჯერ სტიუარდესები არ მოიტანენ ვახშამს, იმ იმედით, რომ დაიძინებთ

ღამის რეისებზე სტიუარდესები ზოგჯერ არ მოგიტანენ საკვებს თუ ეს შესაძლებელია. ისინი იმედოვნებენ, რომ მგზავრები დაიძინებენ და არ მოუწევთ საჭმლის წინ და უკან ტარება.

არ ღირს წყალთან მიკარებაც კი თვითმფრინავში

არასდროს არ დალიოთ წყალი თვითმფრინავში, თუ ის ბოთლიდან არ არის. უმჯობესია, თუ მას არც შეეხებით. ახალი წყლის ჩატუმბვა თითქმის ტუალეტის გვერდით ხდება, ამიტომ არ არის სასურველი შეეხოთ მას.

2002 წელს აღებული მაგალითების მიხედვით, 14 სხვადასხვა რეისში აღმოჩნდა ბაქტერიების ათობით სახეობა, ზოგან კი ასობით, რაც აღემათება აშშ-ს სტანდარტებს.

თანამშრომლებს მხოლოდ მაშინ უხდიან, როცა თვითმფრინავი ფრინდება

ზოგიერთი ავიაკომპანია თავის თანამშრომლებს მხოლოდ მაშინ უხდის, როდესაც თვითმფრინავი მიწას ასცდება. ამიტომ დაყოვნების შემთხვევაში საათები არ ანაზღაურდება. ეს ავიაკომპანიისთვის ეკონომიის კარგი საშუალებაა.

რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ყველა ავიაკომპანიაში, ზოგიერთი იხდის მაშინ, როდესაც თვითმფრინავის კაი იხურება და თანამშრომლლები საათობრივ ანაზღაურებას იღებენ.

პილოტები სხვა საკვებს იღებენ, რათა არ მოიწამლონ

ზოგიერთ კომპანიაში პილოტებს სხვა საკვებს აძლევენ, რომლის გაყოფაც არ შეუძლიათ. ეს იმ შემთხვევისთვის, რომ მათ თავი ცუდად არ იგრძნონ.

მაგრამ მაინც მოწამვლის ან ცუდად ყოფნის შემთხვევაში, ყოველთვის რჩება მეორე, ჯანმრთელი პილოტი, რომელსაც შეუძლია თვითმფრინავის ნორმალურად მართვა.

სტიუარდესები არ ითვალისწინებენ მობილური ტელეფონების გამოყენების წესს

მას შემდეგ, რაც სტიუარდესა გეტყვით, რომ უნდა გამორთოთ ყველა სახის ტექნიკა, სავსებით შესაძლებელია, რომ შეამჩნიოთ, თუ როგორ იყენებს ის თავის სმარტფონს.

loading...
თეგები
Close
Close