საკითხავისასარგებლოსურათები

14 კოსმეტოლოგიური აპარატი წარსულიდან

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ეს ყველასთვის ცნობილი გამონათქვამი უკვე გასაგები გახდება თქვენთვის, როდესაც გაიგებთ თუ რას უკეთებდნენ ქალებს კოსმეტოლოგები წინა საუკუნეებში. წარმოგიდგენთ 14 ფოტოს, რომლებზეც ასახულია აპარატები სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურისათვის, რომელთა შემყურეს ნამდვილად გეგონებათ, რომ საწამებელი მოწყობილობებია და არა სილამაზის სალონის.

1. ჭორფლების გაყინვა

ეს საშინელებათა ფილმის წამების სცენა ნამდვილად არ არის. ესეთი მანქანა, ოდესღაც გამოიყენებოდა, რათა “გაეყინათ” ჭორფლები მჟავური გაზის გამოყენებით. პაციენტის თვალები და ნესტოები იხურებოდა ჰერმეტული საცობებით, ხოლო სუნთქვა შესაძლებელი იყო სპეციალური მილით< რომელიც პაციენტს პირში ედო.

2.გიგანტური ფენი

ასეთი დიდი, გიგანტური ფენები თმის სწრაფი გაშრობისათვის გამოიყენებოდა 1920-იან წლებში.

3. თმის დახვევა

ეს ჩვეულებრივი მოწყობილობაა თმის ქიმიურად დასახვევად, რომელიც პირველად გერმანიაში 20-იანი წლების ბოლოს გამოიყენეს. დღევანდელი გადასახედიდან ის გამოიყურება, როგორც შეშლილი მეცნიერი საექპერიმენტო მოწყობილობა ტვინის გამოსაკვლევად.

4. მაკიაჟის კორექციის აპარატი

სილამაზის ინდუსტრიის ლეგენდამ და ნოვატორმა, “Max Factor”-მა შექმნა ეს უცნაური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენებოდა მაკიაჟის კორექციისათვის მე-20 საუკუნეში.

5. სახის გამთბობი ნიღაბი

1940 წელს გამოიგონეს ელექტრონული ნიღაბი, რომელიც სახის გათბობას ემსახურებოდა, რათა სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესებულიყო და სახის კანი უფრო ნაზად ყოფილიყო. მაგამ იყო ნეგატიური ფაქტორიც – ბავშვებს ძალიან ეშინოდათ საკუთარი დედების.

6. გასახდომი სავარძელი

გასახდომი სალონები 1940-იან წლებშიც ძალიან პოპულარული იყო. ყველა სალონში თავისებური მეთოდი ქონდათ ზედმეტი წონის მოკლების. ერთ-ერთ ასეთ მეთოდად იქცა გახდომის მანქანები, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურ სავარძელს, რომელზეც დამონტაჟებული იყო მასაჟორები ფეხებისათვის, სპეციალური გორგოლაჭების საშუალებით ის ამასაჟებდა პაციენტის ფეხებს.

7. ჰელენა რუბენშტეინის ნიღბები

ჰელენა რუბენშტეინი ფლობდა სალონების ქსელებს მთელ ამერიკაში, რომელმაც გახადა იგი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქალად. მან შექმნა ეს ნიღბებიც, რომლებიც გამოიყენებოდა კოსმეტიკური პროცედურებისას.

8. მზისგან დასაცავი ჩასაცმელი

1940 წლამდე არ არსებობდა მზისგან დამცავი კრემები და სანაპიროზე სერინობის მოყვარულები იძულებულები იყვნენ მოეძებნათ ფკანის დასაცავი მეთოდი, რათა მზისგან არ დამწვარიყვნენ. ამიტომ ისინი იყენებდნენ ჩასაცმელებს, რომელშიც იყო მზისგან დამცავი სათვალეც.

9. მანქანა-გორგონა

30-იან და 40-იან წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა თმის მბწყინავი კულულები. ასეთი ვარცხნილობის გასაკეთებლად ქალბატონები საათობით ისხდნენ სილამაზის სალონებში, თმები კი ზუსტად ისე ქონდათ, როგორც ფოტოზე. საინტერესოა, რომ იაპონიასა და ჩინეთში, მრავალი სტილისტი კვლავ იყენებს ამ ტექნოლოგიას.

10. ლიმონის ნიღაბი

რამდენიმე წლის წინ კოსმეტოლოჰიურ სალონებში ძალიან პოპულარული იყო ლიმონის სახის ნიღბები. საბოლოოდ კი დაასკვნეს, რომ ლიმონი არ არის სასარგებლო სახის კანისათვის.

11. გლამურული ქუდი

ეს უცნაური, ჰერმეტული აპარატი, რომელიც პაციენტს თავზე უნდა ჩამოეცვა, იმისათვის შეიქმნა, რომ სახისთვის მეტი ვარდისფერი მიეცა, ეს ყველაფერი კი სახის გარშემო ატმოსფერული ძალის შემცირებით ხდებოდა.

12. მუწუკების ტუმბო

მუწუკების ამოღება ყოველთვის ცდი იდეა იყო. 1930-იან წლებში კი გამოიგონეს მანქანა, რომელიც პირდაპირ იღება მუწუკებს კანიდან, ხოლო კანს გლუვს ხდიდა. თუმცა აპარატი შუშისგან შედგებოდა და რთული იყო მისი ძალის გაკონტროლება.

13. რეზინის ნიღბები სახის დასაჭიმად

20-იან წლებში გამოჩნდა კოსმეტიკური ნიღბები რეზინისაგან, რომელიც კანის დაჭიმვისათვის შეიქმნა და დეფექტების გამოსასწორებლად.

14. ნაბახუსევის ნიღაბი

Max Factor-მა გამოიგონა ნიღაბი, რომელიც შედგებოდა პლასტმასის კუბიკებისაგან, რომლის წყლით გავსება და გაყინვა შეიძლებოდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close