გასართობისაკითხავისასარგებლო

ვიკითხოთ უფრო სწრაფად

როდესაც თეოდორ რუზველტი რამეს აკეთებდა, ის ამას სიამოვნებით ასრულებდა. ეს ეხებოდა კითხვასაც. რუზველტი სწრაფად კითხულობდა. ეს წიგნის ჭია წიგნებს ყლაპავდა ისე, როგორც მშიერი ლომი თავის მსვერპლს. პრეზიდენტობისას იგი საუზმემდე კითხულობდა ერთ წიგნს. თუ მას არ ჰქონდა საღამოს ოფიციალური საქმეები, მაშინ ის კიდევ ორ ან სამ წიგნს კითხულობდა, ამასთან უმეტესად ჟურნალებსა და გაზეთებასაც, რომლებიც მის ყურადღებას მიიქცევდნენ. მისივე აღნიშვნებით, თეოდორმა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში 10 ათასს წიგნზე მეტი წაიკითხა, ამასთან ასობით სხვა ენაზე. აქ კი ვნახოთ როგორ ვისწავლოთ უფრო სწრაფად კითხვა თეოდორ რუზველტის მიხედვით.

ასეთი მიღწევების გასაკეთებლად რუზველტი მზად იყო, რადგან იგი სწრაფად კითხვის მეთოდს ფლობდა. მისი დამხმარეები ამბობდნენ, რომ მას შეეძლო 2-3 გვერდის წაკითხვა სულ რაღაც ერთ წუთში. ზოგადად კი მას შეეძლო ყველა წვრილმანი დეტალის აღწერა და ტექსტის ციტირებაც კი.

ეს შესაძლებლობა დაეხმარა რუზველტს თავისი ლიდერობისა და გავლენის გამყარებაში. ის ადვილად ახერხებდა კონტაქტს სხვა ადამიანებთან, ამიტომ შეეძლო საუბრის გაბმა ნებისმიერ ადამიანთან, ნებისმიერ სასურველ თემაზე. მეცნიერები ხშირად გაოცებულად თეოდორის ღრმა ცოდნით ურთულესი თეორიებისა, უბრალოდ მაღალჩინოსნები კი ოცდებოდნენ თუ რამდენად ღრმად ესმოდა თეოდორს ოსკარ უაილდის პიესების აზრი. რუზველტმა საკმაოდ დიდი თანხა გამოუყო საკუთარი ნაშრომების გამოქვეყნებას, რომელთა რიცხვიც ორი ათასს აჭარბებდა.

აქ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლის შედეგადაც შეძლებთ უფრო სწრაფად კითხვას, თითქმის თეოდორ რუზველტივით. მზად ხართ დაიწყოთ წიგნების ერთი-მეორეზე კითხვა? დავიწყოთ.

როგორ დავეუფლოთ სწრაფად კითხვას

შეწყვვიტეთ ყოველი სიტვის აზრობრივად წარმოთქმა. ბავშვობაში კითხვის სწავლისას, ჩვენ ხმამაღლა ვკითხულობდით და წარმოვთქვამდით ყველა სიტყვას. ეს საკმაოდ ანელებს კითხვას, რადგან ჩვენ ვკითხულობთ ისეთი სისწრაფით, როგორითაც ვსაუბრობთ… და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დაასრულეთ სიტყვების ხმამაღლა წაკითხვა და თქვენთვის უჩუმრად კითხვაზე გადახვედით, თქვენ ალბათ კვლავ იმეორებთ თავში ყველა სიტყვას, რაც ფურცელზეა დაწერილი. სიტყვების გამეორებას გონებაში სუბვოკალიზაცია ეწოდება. შეიძლება თქვენ უჩუმრად აღებთ პირს კითხვისას და ამოძრავებთ ყბას.

სუბვოკალიზაციის ჩვევის მოშორება საკმაოდ რთულია. თავიდან უბრალოდ სცადეთ შედარებით ჩქარა წაკითხვა, რითიც თქვენ პირს გაამოძრავებთ. თუ ეს არ დაგეხმარებათ, ცადეთ შემდეგი საშუალება: როდესაც კითხულობთ ტექსტს, სულ იმეორეთ “ა-ე-ი-ო-უ” ან დაითვალეთ “ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი”. ეს დაგეხმარებათ გონებით კითხვის დავიწყებაში ან ტუჩებით კითხვაში და თქვენ დაიწყებთ თვალებით კითხვას. ეს მარტივი მეთოდი, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება ბევრად ააჩქარებს თქვენი კითხვის ტემპს.

შეწყვიტეთ წაკითხულ სიტყვებთან დაბრუნება. სიტყვის წაკითხვის შემდეგ, ზოგი ადამიანი მას კიდევ ერთი-ორჯერ კითხულობს, შემდეგ კი უბრუნდება პირველს, ისე, რომ არც კი იაზრებს ამას. დააკვირდით ვინმეს კითხვისას, თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ დარბიან მკითხველის თვალები წინ და უკან. ალბათ ადამიანი კვლავ თავიდან კითხულობს ერთა და იმავე სტრიქონს.

ამ ყველაფრის დასავიწყებლად გამოიყენეთ საჩვენებელი თითი. გაატარეთ თითი სტრიქონის გასწვრივ სწრაფად, უყურეთ მხოლოდ ტექსტს, რომელიც თქვენი თითის წინ არის და არასდროს დაუბრუნდეთ წაკითხულ ხაზებს.

გამოიყენეთ პერიფერიული მხედველობა. ტვინს მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გააზრება შეუძლია ერთდროულად. არ ღირს ყველა სიტყვის გარჩევა. სწრაფად კითხვის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ერთდროულად წაიკითხოთ რამდენიმე სიტყვა, და არა ცალ-ცალკე, თითო-თითოდ. ამისთვის კი თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ პერიფერიული მხედველობის განვითარება. აიღეთ წიგნი, დადეთ მასზე ორი სახაზავი, დაშორება მათ შორის 7-8 სანტიმეტრი უნდა იყოს. კონცენტრაცია სახაზავებს შორის მოქცეულ ხაზებზე გააკეთეთ და ეცადეთ თვალი არ გაგექცეთ სახაზავებს მიღმა დარჩენილ სიტყვებზე. ნახეთ შეგიძლიათ თუ არა შეუხედავად, პერიფერიული მხედველობის საშუალებით დაინახოთ სახაზავებს მიღმა დაწერილი ტექსტი. ასეთი სავარჯიშო მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერიფერიულ მხედველობას, ხოლო შეძენილი თვისება ნამდვილად ააჩქარებს კითხვის ტემპს.

ტექსტის დიდი ნაწილების სწრაფად წაკითხვაში კი თქვენ გაზეთები დაგეხმარებათ. გაზეთის სვეტები ძირითადად 5 სანტიმეტრის სიგანისაა და თითო ხაზში 5-6 სიტყვამდეა მოქცეული, ეს კი იდეალური პლატფორმაა ტექსტის ნაწილ-ნაწილ წაკითხვის გასაუმჯობესებლად. სიტყვების წაკითხვის ნაცვლად, თქვენ სწავლობთ სტრიქონებით კითხვას. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს გარკვეულ პრაქტიკას, მაგრამ შედეგად შეგეძლებათ ნებისმიერი საგაზეთო სიახლის სულ რამდენიმე წამში წაკითხვა.

ავარჯიშეთ თვალები უფასო ვებ-აპლიკაციების საშუალებით. არის რამდენიმე აპლიკაცია, რომელიც ეხმარება მომხმარებელს თავიდან აიცილოს სიტყვების მრავალჯერადი წაკითხვა და ავარჯიშებს თვალსა და ტვინს წაიკითხოს მეტი, ვიდრე ერთი სიტყვა ერთ ჯერზე. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კი გახლავთ – Spreeder. უბრალოდ დააკოპირეთ ტექსტი, რომელიც გსურთ, რომ სწრაფად წაიკითხოთ და ჩაწერეთ აპლიკაციაში. ყოველი სიტყვა გარკვეულ, მოკლე დროში გამოჩნდება, სანამ მთლიანად არ დამთავრდება თქვენს მიერ შერჩეული ტექსტი. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რამდენი სიტყვა გაჩვენოთ Spreeder-მა ერთ ჯერზე და რამდენ ხანში შეიცვლება ისინი. ამ აპლიკაციების გამოყენებით თქვენ არა მარტო დროს დაზოგავთ, არამედ თავიდან აიცილებთ სუბვოკალიზაციას და წაკითხულ ტექსტთან დაბრუნებას.

ასევე ცადეთ დიაგონალური წაკითხვის მეთოდი. ადამიანის ტვინი – ნამდვილად გასაოცარია. მას შეუძლია ინფორმაციის დამუშავება და გააზრება, მაშინაც კი თუ თქვენ მას საწინააღმდეგო მიმართულებით წაიკითხავთ. გამოიყენეთ კითხვის დიაგონალური მეთოდი. პირველი სტრიქონი წაიკითხეთ ჩვეულებრივად, ანუ მარცხნიდან მარჯვნივ. რა თქმა უნდა, სუბვოკალიზაცია ამ დროს ირთვება და კითხვაში ხელს არ გიშლით. როდესაც სტრიქონს ბოლომდე წაიკითხავთ, მეორე სტრიქონი მარჯვნიდან მარცხნივ წაიკითხეთ, შემდეგ კვლავ ჩვეულებრივად და ასე გააგრძელეთ გვერდის ბოლომდე.

შეიძლება იფიქროთ, რომ ტექსტის ასეთი ზედაპირული გადახედვა და მისი დიაგონალური მეთოდის მიხედვით საწინააღმდეგო მიმართულებით წაკითხვა შესაძლოა ინფორმაციის დაკარგვას იწვევდეს, მაგრამ ცადეთ ეს მეთოდი. პრაქტიკასთან ერთად თქვენი ტვინი ტექსტს სრულიად მიიღებს, ეს კი გასაოცარია.

შეეცადეთ დაეუფლოთ, როდის შეიძლება ტექსტზე თვალის გადავლება და როდის არის აუცილებელი მისი დაკვირვებით და ყურადღებით წაკითხვა. თეოდორი თავისი შვილისადმი, კერმიტისადმი მიწერილ წერილში ხსნის, თუ როგორ უნდა წავიკითხოთ დიკენსი: ” მე მრავალი ხანია მაწუხებს აზრი იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებდა ჩარლზ დიკენსი ამდენი წვრილმანის ერთმანეთში არევას. ყველაზე მთავარია არ მივაქციოთ ყურადღება უაზრო ლაპარაკს, ბანალურობას, ვულგარლ და ჩვეულებრივ სიმართლეს და მივიღოთ სიამოვნება დარჩენილისგან”. უმრავლეს შემთხვევაში შეგიძლიათ მიყვეთ ამ რჩევას.

ყოველი სიტყვა არ არის მნიშვნელოვანი აზრის გადმოსაცემად და გასაგებად. მაგალითად, თუ გამოტოვებთ დამხმარე სიტყვეს, თქვენ კვლავ ძალიან მარტივად გაიგებთ თუ რაზეა საუბარი. დროტა განმავლობაში თქვენ ისწავლით ამ არასაჭირო სიტყვების გარჩევას და მათ სულ არ მიაქცევთ ყურადღებას, როდესაც წაიკითხავთ წიგნს, გაზეთსა თუ ჟურნალს.

არის კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ კონცენტირება მოახდინოთ საკვანძო სიტყვებზე. გადაავლეთ თვალი წიგნის საწყის გვერდს (თუ ასეთი აქვს) და თქვენ დაახლოებითი წარმოდგენა გექნებათ იმაზე, თუ რა არის მოთხრობილი. ეს განაწყობს თქვენს ტვინს თემასთან დაკავშირებული სიტყვების მოძიებისათვის, როდესაც დაიწყებთ კითხვას.

რა თქმა უნდა, არის ისეთი წიგნები, რომელთა ღირებულება ავტორის სტილში, ენაში ან წინადადებების წყობაშია დამალული. ასეთი ლიტერატურის კითხვისას სიამოვნებას ნამდვილად მიიღებთ, მაგრამ ყველა სიტყვის წაკითხვა მოგიწევთ. ასეთ შემთხვევაში კი ღირს შეჩერება და დაფიქრება ზოგიერთ სიტყვაზე.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close