გამოგონებასაკითხავისასარგებლო

შემთხვევითი და წარმატებული გამოგონებები

არა მხოლოდ ადამიანები, ტექნოლოგიებიც ვითარდება დროთა განმავლობაში. ჩვენ ყურადღებას მუდმივად იქცევენ გამომგონებლები თავიანთი ახალი გამოგონებებიტ, რომლებიც ქმნიან და აქამდეც შეუქმნიათ გამოსადეგი ნივთები მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ არსებობს ისეთი გამოგონებებიც, რომლებზეც მუშაობა და ფიქრი სულაც არ იყო საჭირო. ისინი თითქოს თავისით გამოჩნდნენ. ეს გამოგონებები თითქმის შეუმჩნეველია თანამედროვე ტექნოლოგიების ფონზე, მაგრამ ამავდროულად შეუცვლელად გვევლინება.

კროსვორდი

კროსვორდის შემქმნელისა და გამომგონებლის კანდიდატურაზე ერთდროულად რამოდენიმე პრეტენდენტი განიხილება. ერთ-ერთი მათგანია ორვილი. მამაკაცი ციხეში იჯდა, კამერაში მას საერთოდ არაფერი ჰქონდა გასაკეთებელი, ამიტომ იგი უსაქმურობას იყო მიცემული, შედეგად კი დაიწყო ასოებისაგან სიტყვების შედგენა. იგი კამერის იატაკზე წერდა, რომელიც დაყოფილი იყო კვადრატებად. თამაშის რეზულტატი ნამდვილად წარმოუდგენელი აღმოჩნდა. მანვე მოიფიქრა თამაშის წესები. შემდეგ გაგზავნა საკუთარი გამოგონება ადგილობრივ გაზეთში. როდესაც იგი გაათავისუფლეს ციხიდან, ორვილმა საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო თავის საბანკო ანგარიშზე.

კიევური ტორტი

როგორც ყველა გამოგონება, რომელიც ამ სიაშია წარმოდგენილი, ყველაზე ცნობილი დორტის რეცეპტი სრულიად შემთხვევით შეიქმნა. საკონდიტრო ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არ შედო მაცივარში კვერცხის გული. დილით კი ქარხნის ზედამხედველმა გადაწყვიტა გამოეცხო ტორტი იმისგან, რაც დარჩა, თუმცა ხვდებოდა, რომ ეს დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და საკმაოდ შეაშინა ამან. მაგრამ მისდა გასაკვირად ტორტ ხრაშუნა გამოვიდა. საიუბილეო ტორტი კი ბრეჟნევს დაბადების დღეზე მიართვეს.

ტეფლონი

საკმაოდ ამბიციური ქიმიკოსი, რონ პლანკეტი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ერთ-ერთი ტიპის ფრეონის შექმნაზე. ერთხელაც მას იდეა მოუვიდა, მისი სამუშაო ელემენტები შეედო მაცივარში ცოტა ხნის განმავლობაში. დილით ახალგაზრდა ქიმიკოსმა მიიღო ნივთიერება, რომელიც არ იშლებოდა ცხიმის, მჟავის ან წყლის შეხებისას. ასევე მიღებული ნივთიერება უძლება ძლიერ ყინვადა და მაღალი ტემპერატურის სიცხეს. გამოგონებით მალევე დაინტერესდნენ საომარი ნაწილები. დღევანდელ დღეს ეს ნივთიერება ყოველდღიურად გამოიყენება მრავალი ადამიანის მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც უკვე თქვენ მიხვდით, ეს ნივთიერებაა ტეფლონი.

მიკროტალღური ღუმელი

ამერიკელმა პ. სპენსერმა მაგნეტრონის სრულყოფა დაისახა მიზნად, რომელსაც მიკროტალღური რადიოსიგნალების გენერირება შეეძლო. ადრე ასეთ სიგნალების მხოლოდ რადარები იჭერდნენ. ერთხელაც, როდესაც ინჟინერი მაგნეტრონისგან არც ისე შორს იყო მაგნეტრონისაგან, მას მოუნდა შოკოლადის ფილა, რომელიც ჯიბეში ედო. ასეთი არამნიშვნელოვანი მოვლენის საფუძველზე, ინჟინერი მიხვდა, რომ მიკროტალღების გამოყენება არამხოლოდ რადარებისათვის, არამედ სხვა ნებისმიერი საჭიროების მიხედვით შეიძლებოდა გამოეყენებინა. მიკროტალღებმა კი ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ მიკროტალღურ ღუმებელბში ჰპოვეს, მაგრამ მხოლოდ აქ არ გაჩერებულან.

სირტაკის ცეკვა

ეს ცეკვად საკმაოდ შემთხვევითად წარმოიშვა. ე. ქუინმა “ბერძენი ზორბას” გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე ფეხი მოიტეხა. პრობლემა კი იმაში იყო, რომ სცენარის მიხედვით მას უნდა შეესრულებინა ცეკვა, სადაც ბევრი ნახტომია შესასრულებელი. გართულებული სიტუაციის გამო სცენარის ცოტათი შეცვლა აუცილებელი გახდა. შედეგაად კი გამოვიდა ცეკვა, რომელსაც ჩვენ “სირტაკს” ვუწოდებთ.

თეგები
Close
Close