არქივი

ისლამური საბანკო სისტემა

583e9713e6f1
მსოფლიოში 2 მილიარდამდე მუსლიმი ცხოვრობს და მათი ფინანსური სისტემა მკაცრი წესების მიხედვით იმართება. საბანკო სფეროც შარიათის კანონების დაცვით ფუნქციონირებს.

შარიათის კანონი, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან ცნობილია როგორც ,,ფიქ ალ-მუამალეტი”. ხოლო კონკრეტულად იმ კანონს რომელიც სესხზე სარგებელის მიღებას არეგულირებს ეწოდება ,,რიბა”. რიბას მიხედვით სესხზე პროცენტის მიღება აკრძალულია, ამიტომ ისლამური ბანკები სხვა მეთოდით მოქმედებენ.

65370c992b6e
ვთქვათ პიროვნებას სურს შეიძინოს უძრავი ქონება, რისთვისაც მივიდა ბანკში სესხის ასაღებად. ისლამური ბანკი იქცევა შემდეგნაირად: თვითონ ყიდულობს უძრავ ქონებას და შემდეგ ყიდის კლიენტზე უფრო მაღალ ფასად. ფასთა შორის სხვაობა ბანკის მოგებას წარმოადგენს. ამ ქმედებას ,,მურაბაჰა” (ფასი პლიუსი) ეწოდება. სწორედ ასე იქცევა ყველა შარიათის კანონების მიმდევარი ბანკი.

,,მუდჰარაბა” (მოგების გაყოფა) გამოიყენება მაშინ როცა ადამიანს სურს ბიზნეს სესხის მიღება. ამ შემთხვევაში ბანკი ხდება ბიზნესმენის პარტნიორი (ბანკი ხდება ბიზნესის მეწილე) . ბანკი ფარავს ბიზნესის დასაწყებად საჭირო ყველა თანხას და შემდეგ ინაწილებს მოგებას ბიზნესმენთან ერთად, სანამ ვალი არ დაიფარება. ბანკი ბოლოს ღებულობს ბონუსს, მოგების სახით.

8931ba68829d
ყოველი ბანკი ნიშნავს სპეციალურ საბჭოს , რომლის მოვალეობაა შარიათის კანონების შესრულების კონტროლი. საბჭო აკონტროლებს აბსოლიტურად ყველა ოპორაციას , რასაც ბანკი ახორციელებს.

ისლამური საბანკო სისტემის ლიდერები ირანის , საუდის არაბეთის და მალაიზიის ბანკები არიან. ტოპ 100 ისლამური ბანკის საერთო აქტივების 40%-ი ირანულ ბანკებზე მოდის. ესენია :

Bank Melli Iran – 45.5 მილიარდი დოლარი

Bank Mellat – 39.7 მილიარდი დოლარი

Bank Saderat Iran – 39.3 მილიარდი დოლარი

d8f013d9123d

085e268673f1
ტოპ 10 ისლამური ბანკიდან 7 ირანულია.

მსგავსი ამბები

Back to top button