საკითხავისასარგებლოსურათები

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულზე

გულთან დაკავშირებული პრობლემები კაცობრიობას უხსოვარი დროიდან აწუხებს. უბრალოდ წარმოიდგინეთ რამდენი სიმღერა, პოემა, ლექსი თუ რომანი მიუძღვნეს ცნობილმა პოეტებმა თუ მწერლებმა ამ ორგანოს მასაზრდოებელ გრძნობას – სიყვარულს. აქ გაეცნობით გულს, ორგანოს, რომლის გარეშეც ვერც ერთი სულიერი ვერ იცოცხლებდა.

1. გულიდან გულამდე

ყურადღება მიაქცეთ თუ როგორ გეპყრობათ თქვენ უმცროსი ძმა. როგორ აქიცინებს კუდს ძაღლი პატრონის დანახვისას, ან კატა ფეხებში ედება ადამიანს, რა თქმა უნდა, სიყვარულით. არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო იმის გარკვევა, თუ როგორ გამოხატავენ ცხოველები საკუტარ გრძნობებს ადამიანებისადმი. როგორც აღმოჩნდა, ცხენების გული – ადამიანური გრძნობების დეტექტორია. იმ დროს, როდესაც ადამიანი უშუალოდ კონტაქტშია ცხენთან, ცხოველის გული ზუსტად ასახავს ადამიანურ გრძნობებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცხენების ეს თვისეა მომავალში შესაძლოა გამოიყენონ იმისათვის, რომ ადამიანებს შეუმსუბუქონ სტრესის დონე.

2. ძლიერი ტუმბო

დაბადების მომენტიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე გული მუდმივად აბრუნებს სისხლს მთელ ორგანიზმში. უბრალოდ წარმოიდგინეთ: მხოლოდ ათი დღის განმავლობაში გული დაახლოებით 100 000 დარტყმას ახორციელებს. ამასთან ის ამოძრავებს ხუთ ლიტრ სისხლს. სისხლი გადადის სისხლძარღვთა სისტემაში, რომელიც 60 000 მილის სიგრძისაა.

3. გული და სექსი

აქტის დროს შესაძლებელია 200 კალორიის დაწვა. ეს კი დაახლოებით თხუთმეტი წუთი სირბილის ტოლია. კვლევებმა აჩვენა, რომ სექსით დაკავება არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს მოგაშორებთ, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს გულის დაავადებების რისკს.

4. როგორ “მოვარჩინოთ” გატეხილი გული

როდესაც ადამიანს გულს უტეხავს მისი საყვარელი პიროვნება, ის ისეთ საშინელ ტკივილს განიცდის, რომ სურვილი აქვს გული ამოიგლიჯოს და ახლით ჩაანაცვლოს. უკეთესი იქნება ტაბლეტის მიღება, რომელიც გატეხილი გულის “გამთელებაში” დაგეხმარებოდათ. ეს შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ორი ვარიანტი ნამდვილად შეიძლება გახდეს შესაძლებელილ. შესწავლისას მეცნიერებმა მიაკვლიეს მომწვანო ტრიტონს. მის ორგანიზმს შეისწავლიან, რათა შექმნან ახალი თერაპიული მეთოდი იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც გული გატეხილი აქვთ. რატომ ტრიტონი? მისი ორგანიზმი გულის ქსოვილებს ღეროვნად აქცევს. ეს კი გულის კუნთის გამაგრებას უწყობს ხელს.

5. დიდი გული

არსებობენ ადამიანები, რომელტა გულის ზომა უფრო დიდია, ვიდრე სხვების. ასეთი გამორჩეულობა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ძალიან სულგრძელია. როგორც წესი, როდესაც გული გადიდებას იწყებს, ეს კარდიოლოგიური პრობლემების დასაწყისია. გულის გადიდება – კარდიომიოპათია – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

6. გულის სადღეგრძელო

იცით თუ არა, რომ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს თქვენი გულის მუშოაბის გაუმჯობესება შეუძლია? მეცნიერებმა ჩაატარეს კვლება, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ თეთრი ღვინოც არანაკლებ სასარგებლოა. ადრე ჯეროდათ, რომ მთელი სარგებელი არა ყურძნის წვენში, არამედ ანტიოქსიდანტებში იყო, რომელიც ყურნის კანშია. ახლა კი სჯერათ, რომ განურჩევლად ყურძნის სახეობისა, ყველა მათგანში არის კარდიო-დამცველი კომპონენტები.

7. გატეხილი გული

როგორც ჩანს ეს მხოლოდ მეტაფორა არ არის. ისეთი მოვლენები, როგორიცაა ახლობელი ადამიანის გარდაცვალებბა, საყვარელ და ძვირფას ადამიანთან დაშორება, იწვევენ გულის გატეხვას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რადგანნ იზრდება გულის ინფარქტის რისკი.

8. იცინეთ ბევრი ჯანმრთელობისათვის

როდესაც სიცილისას ცრემლი მოგდით – ეს სიცილი გულიდან მოდის. გულიანი სიცილისას შედარებით იშვებს ქსოვილები, რის გამოც ჩქარდება სისხლის მოძრაობა, ეს კი გულისათვის დადებითი ეფექტის შემძენია.

9. ქალის გული

ქალისათვის გამარჯვების ტოლფასია მამაკაცის გულის გატეხვა. რაც შეეხება დაავადებებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გულთან, აქ გამარჯვებულები ზუსტად მამაკაცები არიან. ასეთი აზრი მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. მაგრამ სტატისტიკა სავსებით სხვას გვიჩვენებს. ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში გულის დაავადებით იღუპება 50 000 მამაკაცი და ნახევარი მილიონი ქალი.

10. გული – სიყვარულის სიმბოლო

ძველი ბერძნები დაწრმუნებულები იყვნენ, რომ გულში სუფევდა ადამიანის სული. ეგვიპტელებს კი სწამდათ, რომ გულში იბადებოდა ინტელექტი და ემოციები. ჩინელები კი ფიქრობდნენ, რომ გული, ეს არის ბედნიერების, სიხარულის და წარმატების მომტანი ორგანო.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close