გასართობისაკითხავისასარგებლო

მისტიკური ბრილიანტები

ბრილიანტები ყოველთვის ფასობდნენ, განსაკუთრებით კი იშვიათები ან მასიურები. მაგრამ არის თვლები, რომლებმაც პატრონებს სიამაყესთან ერთად მხოლოდ უბედურების მომტანი კი არა, სიკვიდლის მომტანნიც კი იყვნენ.

 

წახნაგოვან ალმასებს შორის ყველაზე მისტიკურად შავი ბრილიანტი “შავი ორლოვი” ითვლება. საიდუმლოდ რჩება არა მხოლოდ მისი წარმოშობის ისტორია, არამედ მისი დღევანდელი ადგილმდებარეობაც. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ეს თვალი არაწახნაგოვან მდგომარეობაში დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა ბრაჰმას ქანდაკებას, რომელიც სამხრეთ ინდოეთშია. მისი მოპარვის მომენტიდან დაიწყო ძველი წყევლის ასრულება. როგორ მოხვდა ბრილიანტი რუსეთში უცნობია. მაგრამ მიჩნეულია, რომ თვალმა დასახელება რუსი მეპატრონის, ქალბატონი ორლოვისგან მიიღო, რომელთანაც ის დიდ ხანს ინახებოდა. ოქტომრბის რევოლუციის დასაწყისისას 1919 წელს ორლოვების ოჯახმა დატოვა რუსეთი, სწორედ ამის გამო აღმოჩნდა ბრილიანტი საფრანგეთში.

13 წლის შემდეგ გადამყიდველმა ჯეი-დაბლიუ პერისმა თვალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიტანა. რამდენიმე წლის შემდეგ კი თავი მოიკლა.

ამის შემდეგ შავი ბრილიანტი ხელიდან ხელში გადადიოდა, ყოველი მეპატრონისთვის კი უბედურება მოჰქონდა, რამაც გამოიწვია მისი მეპატრონეების ასეთი სიხშირით ცვლა. ასე მოგზაურობდა თვალი მანამ, სანამ ის არ იყიდა ცნობილმა იუველირმა ჩარლი ვინსონმა. სწორედ მან შეძლო უჩვეულო ალმასის ხელოვნების ნიმუშად ქცევა: ულამაზესი ბროში, რომლის შუა გულში “შავი ორლოვი” იყო დამაგრებული და ირგვლივ ეკრა 108 თეთრი ბრილიანტი, მართლაც შესანიშნავია. ამასთანავე ბროში კეთდებოდა ულამაზეს თმისსამაგრად ამით ის არ შეჩერდა და შექმნა ყელსაბამი 124 ბრილიანტით. იუველირს არ ჯეროდა თვლის წყევლის, შეიძლება მას სწორედ ამიტომ არაფერი არ შეემთხვა. მაგრამ შეიძლება მისი უსაფრთხოების მიზეზი ისაა, რომ იგი “უვლიდა” და სრულყოფილს ხდიდა ქვას. მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

სულ ცოტა ხნის წინ ყელსაბამი “შავი ორლოვით” ფელისიტი ჰოფის ყელს ამშვენებდა, რომელიც ოსკარის ცერემონიაზე წარსდგა შედევრით. “შავი ორლოვის” ბოლო ცნობილი მეპატრონე მისტერ პეტიმეზასი იყო, რომელმაც 2009 წელს გაყიდა ყელსაბამი 360 ათასს დოლარად. ახალი მეპატრონის სახელი არ არის ცნობილი.

 

კიდევ ერთ იდუმალ ქვას წარმოადგენს ბრილიანტი “იმედი. მისი ისტორია, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს კვლავაც ინდოეთთანაა დაკავშირებული, სადაც ის რამას გაყინულ ცრემლად ითვლებოდა. ლურჯი ალმასი ტაძრიდან მოიპარეს და შემდგომში აღმოჩნდა ევროპაში. თვალთან ერთად ამოქმედდა მისი წყევლაც, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ის ვინმეს ეკუთვნოდეს. პირველ უბედურებად ქურდებს ავადმყოფობა მოევლინათ, რომელიც ევროპაშიც გავრცელდა.

ამის შედმეგ თვალი აჩუქეს ფრანგ მეფეს, ლუდოვიკო XIV-ს, რომელმაც მისი დაწახნაგება ბრძანა. როგორც კი მისი დამუშავება მორჩა, მეფემდე მიაღწია წყევლამ, მას შეეყარა სასიკვდილო ინფექცია. მისმა შვილმა, ლუდოვიკო XIV-ენმ რომელსაც მემკვიდრეობით ერგო ლურჯი ბრილიანტი, ასევე უცნობი დაავადებით გარდაიცვალა. მეფის შვილიშვილი, ლუდოვიკო XVI და მისი ცოლი მარია-ანტუანეტა ასევე დასჯილნი იყვნენ. ყველა ფავორიტი, რომელსაც კი წილად ხვდა “პატივი” ეტარებინათ ბრილიანტი, ერთი მეორის მიყოლებით მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან უცნობ გარემოებებში. ამ ყველაფრის გამო ქვას მართლაც დაწყევლილად თვლიდნენ.

1792 წელს ფრანგული მუზეუმი გაქურდეს, ოქროსთან ერთად ქურდებმა ბოროტი თვალიც წაიღეს.

სახელწოდება “იმედი” ლურჯმა ბრილიანტმა მიიღო ერთ-ერთი ოჯახისგან, გვარად “ჰოუფისგან”, რომელსაც გარკვეული დრო ეკუთვნოდა. ჰენრი ფილიპ როუზმა ის 1830 წელს იყიდა. ჰოუფების ოჯახში 70 წლიანი ყოფნის შემდეგ, ჰენრი ფილიპის შვილიშვილმა, ჰენრი ფრენსის ჰოუპმა თვალი აბდულ-ჰამიდს მიყიდა. თურქმა ულამაზესი ქვა მეუღლეს აჩუქა, მაგრამ ახალ მეპატრონეს ქვა არ მოეწონა: თურქის ცოლი მოკლეს, თავად ის კი სიღარიბეში გარდაიცვალა. “იმედის” შემდეგი მეპატრონე რუსი ბატონი კოროტიკოვსკი იყო, რომელმაც მოკლა საკუთარი საყვარელი და შემდეგ თავი მოიკლა.

1909 წელს თვალი საფრანგეთში დაბრუნდა. ის იყიდა ეველინ უოლშ მალკინმა. იმისდა მიუხედავად, რომ ქვა აკურთხეს, ოჯახმა მალევე იგრძნო ბრილიანტის მავნე ზემოქმედება: გარდაიცვალა ქმარი, ძმა და ეველინის ერთადერთი ვაჟი. საბოლოოდ 1949 წელს “იმედი” შეიძინა ჰარი უინსტონმა, ცნობილმა ამერიკელმა იუველირმა. მიუხედავად იმისა, რომ უინსტონს არ ჯეროდა თვლის წყევლის, მაინც გადაწყვიტა იგი ყველასგან მოშორებით ყოფილიყო. იუველირმა ბრილიანტი სმიტსონოვსკის ინსტიტუტს აჩუქა, სადაც ამ არაჩვეულებრივი ბრილიანტით ტკბობა ყველას შეუძლია.

 

საინტერესო ფაქტია, რომ “იმედი” რამდენიმე წამით ხდება წითელი ფერის, თუ მას მანამდე ულტრაიისფერ შუქს მიანათებთ.

 

თეგები
Close
Close