საკითხავისასარგებლოსურათები

როგორ ხდება მასობრივი ცნობიერების მანიპულირება

ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ისტორიის გაკვეთილს მსგავსად დაიწყო, ხოლო დასასრული ნამდვილად არასტანდარტული ჰქონდა, ზოგიერთ მეცნიერს ნერვული აშლილობაც კი დაემართა.

1967 წლის შემოდგომაზე, კალიფორნიაში (აშშ) ისტორიის გაკვეთილზე რონ ჯონსონი მე-10 კლასელ მოსწავლეებს უყვებოდა გაკვეთილს ნაცისტურ გერმანიაზე, კონცლაგერებსა და არიული რასის ხალხის მასობრივ მკვლელობებზე. ერთმა საკმაოდ კარგად მოაზროვნე ვაჟმა დასვა კითხვა, რომელმაც მასწავლებელი ნამდვილად ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა: “რატომ ემხრობოდნენ რიგითი გერმანელები სხვა ხალხების განადგურებას, რატომ არ წავიდნენ ისინი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ?” გაისმა ზარი, რომელიც გაკვეთილის ბოლოს აღნიშნავდა, რონმა კი მაინც არ უპასუხა დასმულ შეკითხვას. წინ კი შაბათ-კვირა მოდიოდა. თავისდა გასაკვირად მისტერ ჯონსონმა იპოვა პასუხი მოსწავლის კითხვაზე და გადაწყვიტა მომზადებულიყო შედმეგ ისტორიის გაკვეთილისათვის. მის მიზანს წარმოადგენდა ეჩვენებინა, თუ როგორ მუშაობს “მასობრივი ცნობიერების” მექანიზმი.

ორშაბათს, როდესაც რონ ჯონსონი გაკვეთილზე მივიდა, თავის 15-16 წლის მოსწავლეებს გამოუცხადა, რომ გაკვეთილის თემა იქნებოდა “დისციპლინა”. მან წაიკითხა მოკლე ლექცია ამავე თემაზე და თქვა, რომ იგი წარმატებისაკენ გზა არის. თავის გამოსვლაში მასწავლებელი აქცენტს აკეთებდა რეალურ ისტორიებზე, რომლებიც წარმატებულ ადამიანებს გადახდათ თავს, რომლებმაც წარმატებას სწორედ დისციპლინის წყალობით მიაღწიეს. მინი ლექციის შედმეგ მან მოსწავლეებს უბრძანა წყნარად დამსხდარიყვნენ და წინ ეყურათ. შემდეგ მან მათ უბრძანა ამდგარიყვნენ და დამსხდარიყვნენ, ეს ყველაფერი კი რამდენჯერმე გაიმეორა. როდესაც ჯონსონი დარწმუნდა, რომ მოსწავლეები ზუსტად ასრულებენ მის მითითებებს, მან ყველას მოთხოვა აუდიტორიის დატოვება, 2 წუთით დერეფანში მოცდა, მაგრამ ძალიან ჩუმად ყოფნა, პრაქტიკულად უხმოდ, შემდეგ კი შემოსვლა და აუდიტორიაში საკუთარი ადგილების დაკავევა. მისდა გასაკვირად ბავშვები ზუსტად ასე მოიქცნენ. გაკვეთილის შემდეგ კი ჯონსონმა მოითხოვა მათ ეპასუხათ კითხვებზე მოკლედ და გასაგებად. რაც არ უნდა ეკითხა რონს ისინი მოკლედ და ამომწურავად პასუხობდნენ. ყველაზე პასიური ბავშვებიც კი აქტიურად ჩართულნი აღმოჩნდნენ “თამაშში”.

 

სამშაბათს მისტერ ჯონსონი კლასში გაკვეთილის დაწყებამდე შევიდა და აღმოაჩინა, რომ ბავშვები უკვე თავის ადგილებზე ისხდნენ და საკმაოდ ჩუმად იყვნენ. გაკვეთილის თემა მან დაფაზე დაწერა – “ერთობა”. რონმა წაუკითხა მათ ლექცია ერთობის ძალაზე და გამოიყენა სლოგანი “მესამე ტალღა”: “ძალა დისციპლინაში, ძალა ერთობაში”. თავიდან მოსწავლეები ამ სიტყვებს ჩუმად იმეორებდნენ, შემდეგ ხმას მოუმატეს, საბოლოოდ კი საკმაოდ ხმამაღლა გაიძახოდნენ მათ. მორიგი გაკვეთილის შემდეგ, მან ახალი ტექსტის დემონსტრაცია მოახდინა “სალამი მესამე ტალღას”, ბავშვებს კი უთხრა, რომ ერთმანეთს მხოლოდ ასე უნდა მისალმებოდნენ.

ოთხშაბათს “მესამე ტალღის” ყველა მონაწილეს რონმა სპეციალური ბილეთები გადასცა. კლასის ყველა ბავშვმა მიიღო ასეთი დოკუმენტი, მხოლოდ 3 მათგანს ერგო ბილეთი წითელი აღნიშვნებით. ეს ნიშნები აღნიშნავდა გამორჩეულ მოსწავლეებს, რომლებიც “უფროსებად” იყვნენ დანიშნულნი და მათ აუცილებლად უნდა მოეთხროთ მისტერ ჯონსონისათვის კლასში და სკოლაში მიმდინარე მოვლენები. მესამე შეხვედრაზე მხოლოდ რონის “ექსპერიმენტული” კლასი არ იყო, მათ შეუერთდნენ სხვა კლასის მოსწავლეებიც, რამაც რონი ძალიან გააკვირვა. საღამოსათვის კი “მესამე ტალღაში” ჩაწერილი იყო 200-ზე მეტი ადამიანი.

ხუთშაბათს რონ ჯონსონმა აღმოაჩნია, რომ თავისი ნებით ჩაწერილი 20 ადამიანი ზემოდან უყურებდა კოლეგებს, “მესამე ტალღის” წევრების ნახევარი კი მუდმივად აშინებდნენ სხვა მოსწავლეებს და ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ისინი გამორჩეულნი არიან. ამ დღესვე ჯონმა გამოაცხადა, რომ ლექციის თემა იყო “სიამაყე”. შემუშავებული სქემით მან წაიკითხა ლექცია სიამაყეზე, მის როლზე ყოველი ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრების როლში. ლექციაზე 80 ადამიანზე მეტი მივიდა, რომლებიც ყურადღებით უსმენდნენ ჯონსონს. ლექციის დასრულების შემდეგ კი მან მოითხოვა კლასი დაეტოვებინა 3 “უმადურ” ადამიანს, შემდეგ კი მან “გაამხილა საიდუმლო”: ისინი არჩეულნი იყვნენ და იყვნენ სახელმწიფოს მომავალი. “1000-მდე მოსწავლე გაერთიანდა ჩვენს საზოგადოებაში მთელი ამერიკის მასშტაბით. თუ ჩვენ შევძელით სკოლის წესების შეცვლა, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საზოგადოება და ყველაფერი ჩვენს ირგვლივ. ხვალ შუადღისას გამოვა ახალი ლიდერი – მომავალი პრეზიდენტი. მობრძანდით ხვალ და გაიგებთ”.

 

ექსპერიმენტის საბოლოო ეტაპი პარასკევს გაიმართა: სააქტო დარბაზში მისტერ ჯონსონს 200-მდე ახალგაზრდა ელოდა. თავის მხრივ რონმა რამდენიმე თავის მეგობარს თხოვა ფოტოგრაფის და ჟურნალისტის როლების შესრულება. ეს ხალხი გაუჩერებლად იღებდა ბავშვებს და ეკითხებოდნენ თუ რას ელოდნენ დღევანდელი დღისგან. 12-ს რომ 15 წუთი დააკლდა დარბაზში ჯონსონი შემოვიდა. ის მათ “სალმით” მიესალმა, რაზეც წამიერად მიიღო პასუხი “სალმით”. მან წარმოთქვა სიტყვები “მესამე ტალღა”, ბავშვებმა კი ის რამდენჯერმე ყვირილით გაიმეორეს. დათქმულ დრომდე რამდენიმე წუთით ადრე რონმა ტელევიზორი ჩართო, მაგრამ არაფერი ხდებოდა: არ ჩანდალიდერი, ტელესამყარომ არც კი იცოდა “მესამე ტალღის” არსებობის შესახებ. შემდეგ კი რონმა განაცხადა, რომ არ არსებობდა არანაირი ლიდერი და “მესამე ტალღა”, ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ექსპერიმენტი და რომ ამ ორგანიზაციის წევრები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ფაშისტებს, რადგანაც ბოლო 5 დღე ისინი დაკავებული იყვნენ იმით, რითაც ფაშისტები ომის დროს: დაშინებით, ისინი იჯერებდნენ საკუთარ რჩეულობას და განსაკუთრებულობას. შემდეგ კი მან ყველას ანახა ფილმი ნაცისტებზე, რომელიც რეალურ ომის დროს ემყარებოდა.

 

ბავშვები იმედგაცრუებული და ცუდ ხასიათზე მყოფნი გამოვიდნენ დარბაზიდან, ზოგიერთი ტიროდა, ზოგს ისტერიკა დაემართა, ზოგს კი ნერვული აშლილობა. ამ ექსპერიმენტის შესახებ მრავალი წელი არაფერი იყო ცნობილი, რადგან რონ ჯონსონმა ყველა მოსწავლეს უბრძანა გაჩუმებულიყვნენ, სირცხვილის გრძნობის გამო კი მოსწავლეებმა მრავალი წელი არ დაარღვიეს დუმილი. საკუთარი გამოცდილების ისტორია რონმა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოაქვეყნა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close