გასართობისაკითხავისასარგებლო

რას ნიშნავს სიტყვა “აბრაკადაბრა”?

მაგიური სიტყვა “აბრაკადაბრა” დღესდღეობითაც ხშირად გაისმის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მას წარმოთქვამენ “ჯადოქრები” და ფოკუსნიკები, რომლებიც გამოდიან ტელევიზორით და დღესასწაულებზე. იგი ესმით ბავშვებს, რომლებიც ზოგჯერ თამაშობენ “ჯადოქრობანას”, უბრალო ხალხს, რომლებმაც არ იციან სიტყვის მნიშვნელობა.

ალბათ ძალიან ცოტასთვის თუა ცნობილი, რომ ეს სიტყვა საკმაოდ დიდი ისტორიის მქონეა და მისი ფესვები სულ ცოტა რამდენიმე ათასწლეულის უკან უნდა ვეძებოთ. “აბრაკადაბრა” პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოიყენეს, იმპერატორის მედიკოსებმა. ეს სიტყვა ციებ-ცხელების მოსარჩენ უებარ საშუალებად ითვლებოდა და ასევე სხვა მრავალი დაავადების. მკურნალი სიტყვის მიღება შემდეგნაირად ხდებოდა: მას წერდნენ დაფაზე 11-ჯერ მიყოლებით. ყოველ ჯერზე სიტყვას თითო ასო აკლდებოდა, საბოლოოდ კი გამოდიოდა სამკუთხედის ფორმის ფიგურა. ექიმი პირდებოდა პაციენტს, რომ ეს სიტყვა ავადმყოფის ბოროტ სულზე იმოქმედებდა და თუ პაციენტი ამულეტსაც გაიკეთებდა, ის აუცილებლად გამოჯანმრთელდებოდა.

და მაინც საიდან წამოვიდა სიტყვა “აბრაკადაბრა” ყველასათვის უცნობია, მაგრამ არსებობს ბევრი და საკმაოდ საინტერესო ვერსიები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითისათვის, ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სიტყვა ძველი კაბალიდან წამოვიდა, სხვებს კი სჯერათ, რომ სიტყვა შუმერების, კელტების, ეგვიპტელების ან რომელიმე გამქრალი კულტურის შედეგი უნდა იყოს.

გამოვარჩევთ ყველაზე საინტერესო და რეალურ ჰიპოთეზებს “აბრაკადაბრას” წარმოშობის შესახებ:

1. ამბობენ, რომ ძველ არამეულ ენაზე “აბრაკადაბრა” აღნიშნავდა გამონათქვამს – “რაც ნათქვამია, გაკეთებულია”.

2. სიტყვა წარმოდგება ორი კელტური სიტყვისაგან, “აბრა” – ღმერთი, და “კად” – წმინდა.

3. ძველი შუმერები წარმოთქვამდნენ ამ სიტყვას მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად მოწყობილი რელიგიური წესებისას.

4. ძველი ეგვიპტელებისათვის “აბრაკადაბრა” თითქოსდა აღნიშნავდა ზოდიაქოს ან ღმერთ აბრაქსასას, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი.

5. სიტყვა ასევე ძალიან გავს ებრაულ ფრაზას – “ევედრე ღმერთს სიკვილისას” ან წყევლის ახსნის სიტყვებს – “გაქრი, როგორც სიტყვა”.

თეგები
Close
Close