არქივი

ფაქტები საბჭოთა კავშირის მულტფილმებზე

0549a10abecf

სამნი პროსტოკვაშინოში

თავდაპირველად, დიდი ხნის განმავლობაში ვერაფრით ვერ შეძლეს გალჩონკის პერსონაჟის დახატვა. “საბჭოთა ფილმის” სტუდიაში ხშირად მოდიოდნენ ადამიანები, რომელთაც უნდა დაეხატათ იგი, მაგრამ ყველა მათგანს იწუნებდნენ. გალჩონკის პერსონაჟზე მუშაობდა ცნობილი საბჭოთა მოღვაწე და ჩებურაშკას ავტორი შვარცმანი.

ყველასათვის ნაცნობია ეპიზოდი, სადაც ფოსტალიონი აკაკუნებს კარებზე, სახლიდან კი გაისმის ხმა: “ვინ არის?” ეს ეპიზოდი ძალიან გავს ამერიკული მუტფილმის “The Electric Company”-ის 1971 წელს გამოშვბეულ ეპიზოდს. იქ სანტექნიკი აკაკუნებს კარებზე, პასუხად კი ისმის თუთიყუშის ხმა: “ვინ არის?”

ცნობილი კატა მატროსკინი თავდაპირველად მოიაზრებოდა კატა ტარასკინად. ჟურნალ “ფითილის” თანამშრომელი ატარებდა ამ გვარს. მაგრამ ანატოლი ტარასკინმა აუკრძალა უსპენსკოვს გამოეყენებინა მისი გვარი. გავიდა მრავალი წელი და ანატოლიმ ძალიან ინანა. მან ერთხელაც განაცხადა: “როგორი სულელი ვიყავი, გვარი დამენანა!”

ლევონ ხაჩატრიანმა დედის ბიზა, ფიოდორი საკუთარ მეუღლესთან, ლარისა მიასნიკოვასთან ერთად დახატა. ლევონის ნაწერებში ვკითხულობთ: “საშუალო სიმაღლის, სათვალეებით, მოკლე ვარცხნილობით. პოპოვის ესკიზში ცვლილება სათვალეებში იყო. მე ვხატავდი ესკიზს მრგვალი ფორმის სათვალეებით, ზუსტად ასეთს იყენებს ჩემი მეუღლე. მაგრამ ჩემი აზრით პოპოვს კვადრატული ფორმა უფრო მოუხდებოდა.”

ბიჭუნა და კარლსონი

3c9f6c33920e

ყველასათვის საყვარელი კარლსონის როლს ახმოვანებდა ვასილი ლივანოვი. ხმით იგი ცდილობდა მიებაძა ცნობილი რეჟისორისთვის, გრიგორი როშალისათვის.

მულტფილმის ტიტრებში არ არის მოხსენიებული მერფა გრიფინის კომპოზიცია “House of Horrors”. ეს კომპოზიცია მაშინ არის გამოყენებული, როდესაც მულტფილმში ნაჩვენებია თავდასხმა ქურდებზე. სპეციალურად “ბიჭუნა და კარლსონი”-სათვის კომპოზიცია შეასრულდა ორკესტრმა “Charles Grean Orchestra”. კომპოზიცია შოპენის მარშისა და სენ-სანსის გედის სიკვდილის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.

საბჭოთა კავშირში 1970-იან წლებში ეს მულტფილმი გამოდიოდა ე.წ კოჭებზე. მე-20 საუკუნის დასასრულისაკენ კი უკვე VHS კასეტებზე დაიწყეს მისი ჩაწერა. გამომცემლობა “Twic Lyrec”-მა 1990-იან წლებში გამოუშვა აუდიო ზღაპარი, რომელიც ერთ-ერთი მულტფილმის შინაარს მოიცავა, მას კითხულობდა ალექსანდრა პაჟაროვა.

ზღარბი ნისლში

e25a41d29265

ეს საბჭოთა კავშირის მულტფილმი საკმაოდ პოპულარული იყო მის საზღვრებს გარეთაც. 2009 წელს ამერიკულ მულტისერიალ “გრიფინებში” გამოიყენეს “ზღარბი ნისლში”-ის პაროდია, რაც თითქმის იდენტური იყო ორგინალისა.

140 მულტიპლიკატორისა და კრიტიკოსის გამოკითხვის შედეგად, 2003 წელს “ზღარბი ნისლში” ყველა დროის და ქვეყნის საუკეთესო მულტფილმად იქნა აღიარებული.

უკრაინის დედაქალაქში, კიევში ზღარბის ძეგლი დადგეს. ეს კი მოხდა 2009 წელს. ძეგლი დადგმულია რეიტარის, ზოლოტოვოროტსკოის და გეორგიევსკის კვეთაზე. თვითონ ზღარბი ხისგანაა გაკეთებული, მისი ეკლები კი უბრალო ვინტებია.

ჩებურაშკა

e34e5c4b9c31

ჩებურაშკას ბოლო მულტფილმში “ჩებურაშკა მიდის სკოლაში”, მთავარ გმირს არ შეუძლია კითხვა. ეს ჩანს იქიდან, რომ მან ვერ შეძლო გენასგან მიღებული ტელეგრამის წაკითხვა. მაგრამ დავბრუნდეთ უკან… მულტფილმში “ნიანგი გენა”, ჩებურაშკა განცხადების საშუალებით ნახულობს გენას. კიდევ ერთი მაგალითი: მულტფილმში “ჩებურაშკა”, მთავარმა გმირმა წაიკითხა პლაკატზე დაწერილი პიონერების სიტყვები: “რაც გვჭირდება მეტალით შევკრებთ!”

ედუარდ უსპენსკი ყვება, თუ საიდან წამოვიდა სახელი “ჩებურაშკას” იდეა და რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც ის. “ერთხელ მომსზრე გავხდი, თუ როგორ იზომებდა ქურქს მეგობრის ქალიშვილი, ქურქი კი მას ნამდვილად დიდი ქონდა, რადგანაც მისი ბოლოები იატაკს ეხებოდა. გოგონა წაბორძიკდა და წაიქცა, მამა კი ქალიშვილის მორიგ წაქცევაზე წამოიყვირა: “Ой, опять чебурахнулась!” უსპენსკიმ ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრა და მოინდომა კიდეც მეტის გაგება. მეგობარმა აუხსნა, რომ “чебурахнуться” ნიშნავდა “წაქცევას”. სწორედ აქედან წარმოიშვა ყველასათვის საყვარელი გმირის სახელი მულტფილმიდან, რომელიც მისსავე სახელს ატარებს.

ნიანგი გენას სიმღერა მხოლოდ ფინურ ენაზე არ არის ნათარგმნი, იგი ნათარგმნია შვედურზე, იაპონურზე, პოლონურზე, გერმანულზე, ბულგარულზე, ინგლისურზე და სხვა მრავალ ენაზე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button