საკითხავისასარგებლოსურათები

ფაქტები ყველაზე ძვირფას საკვებზე

არსებობს ისეთი ტიპის კერძები და პროდუქტები, რომელთა მოხმარებაც მხოლოდ ცნობილ ადამიანებს შეუძლიათ. აქ გაგაცნობთ იმ პროდუქტებს, რომელთა ფასი გაგაოცებთ, მათ მხოლოდ მდიდრები მოიხმარენ.

ზაფრანა

მოცემული სანელებელი აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე ძვირ სანელებლად. ეს მცენარე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მცენარეთა ჯიშს მიეკუთვნება. ფასი ასეთი დიდი იმიტომ არის, რომ ზაფრანას ხელის ამუშავებენ. თავდაპირველად მას აგროვებენ, შემდეგ კი აშრობენ. იმისათვის, რომ 1 კილოგრამი ზაფრანა მოამზადონ, ნახევარი მილიონი მისი ყვავილია საჭირო. ახლა კი ალბათ გასაგებია, თუ რატომ ღირს 1 კილოგრამი ზაფრანა 6 000 დოლარი.

კარტოფილი “La Bonnotte”

კარტოფილი შეიძლება სულაც არ არის ძვირფასი პროდუქტი, მაგრამ კარტოფილის სახეობა “La Bonnotte” ნამდვილად ძალიან ძვირფაისა. 1 კილოგრამი კარტოფილისათვის მოგიწევთ გადაიხადოთ დაახლოებით 500 ევრო. კარტოფილის ეს ჯიში იზრდება კუნძულ ნურმუატზე. მას განსაკუთრებულად უვლია. კარტოფილს აქვს დამახიათებელი და არაჩვეულებრივად ნაზი გემო.

პიცა “Luis XIII”

ასეთი პიცის დაგემოვნება მხოლოდ მის სამშობლოში, იტალიაში შეგიძლიათ. მისი ღირებულება კი არც მეტი, არც ნაკლები 8 300 ევროა, სახელწოდება კი – “Luis XIII”. პიცას კლიენტის თანდასწრებით ამზადებენ. მასში შედის უძვირფასესი ზღვის ცხოველების ხორცი, 3 სახეობის ხიზილალა, მოცარელას ყველი და კრევეტები. მარილად კი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავსტრალიურ ვარდისფერი მარილ “Murray River”-ს იყენებენ.

ხიზილალა

თვლიან, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ხიზილალა შავი ან ნაცრისფერია, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის! ყველაზე ძვირადღირებული ხიზილალა “ალმასი” მოთეთრო ფერისაა. მას მოიპოვებენ და ამზადებენ ირანში და მისი ექსპორტი საკმაოდ რთულია. მოპოვებულ ხიზილალას ოქროს ქილაშI ინახავენ, ამიტომ 100 გრამი “ალმასისათვის” ტქვენ მოგიწევთ 2 000 დოლარის გადახდა.

ჩაი

დაჰუნპაო – მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაის სახელწოდებაა. მისი თარგმანი კი შემდეგნაირად ჟღერს: “დიდი წითელი ხალათი”. ჩაის სულ რაღაც ექვსი ბუჩქისაგან აგროვებენ, რომელბიც ტიანსინის მონასტერთან ხარობენ. ეს ბუჩქები უკვე 350 წელზე მეტისაა. ყოველწლიურად ბუჩქებიდან ამ შესანიშნავი ჩაის მოკრეფა შესაძლებელია, მაგრამ 500 გრამზე მეტი რაოდენობა უბრალოდ შეუძლებელია. 1 კილოგრამი დაჰუნპაო კი 685 000 დოლარი ღირს. ჩინეთის ნაციონალურ მუზეუმს გადასცეს 2006 წელს მოკრეფილი მთელი მოსავალი. 80-იან წლებში ჩაის გამრავლებას ვეგეტატიური გზები შეეცადნენ, მაგრამ ამ ჩაის მოყვარულები და მცოდნეები ამბობენ, რომ გამრავლებულ ჯიშებს არ აქვთ “დიდი წითელი ხალათის” გემო.

ძროხის ხორცი

იაპონიაში, კერძოდ ვაგიუში წარმოებული ძროხის ხორცი ყველაზე ძვირფასად ითვლება მსოფლიოში. ცხოველებს განსაკუთრებულად უვლიან. კვებავენ საუკეთესო ბალახითა და მცენარეულობით. ყოველდღიურად აწვდიან მათ საკესა და ლუდს. მრავალი წლის განმავლობაში იაპონებელი არ ტანხმდებოდნენ ძროხების ან მათი ხორცის გატანას სხვა ქვეყანაში. მაგრამ დღესდღეობით ეს ძროხები არა მარტო იაპონიაშია, არამედ ავსტრალიაშიც. ევროპაში 200 გრამი ხორცის ფილესათვის 100 დოლარზე მეტს იხდიან. ყველაზე ნაზი და გემრიელი ადგილების ფასი კი შეიძლება 1 000 დოლარამდე მერყეობდეს.

თეთრი ტრიუფელი

თანხა ამ ცნობილი და უგემრიელესი დელიკატესისა არ არის შეთანხმებული, რადგანაც სოკო “თეთრი ტრიუფელი” მხოლოდ და მხოლოდ აუქიონზე იყიდება.

თხილი

თავისი საუკეთესო თვისებების გამო ეს პროდუქტი თითქმის ყველასათვის ცნობილია. მაკადამია – ყველაზე ძვირფასი თხილია მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით განასხვავებენ თხილის მხოლოდ ორ სახეობას. თხილ მაკადამია ძალიან იშვიათია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ხე შესაძლოა მოსავალს იძლეოდეს ასი წლის განმვლობაში, მას ასევე ესაჭიროება სპეციალური მოვლა. წელიწადში დაახლოებით 40 ტონა მაკადამიას თხილს მოიპოვებენ. იმ ქვეყნებში, სადაც ეს თხილი ხარობს ერთი კილოგრამის ფასი 30 დოლარამდეა.

სალათა

ამ სალათის სახელია “Florette Sea&Earth”. მისი დაგემოვნება კი შესაძლებელია მხოლოდ ოქსფორდის სასტუმროში “Le Manoiraux Quat Saisons”. სალათის სახელწოდება ითარგმება, როგორც “ფლორენციული ზღვა და სუში”. სალათის შემადგენლობაშია: კორნოულის კრაბი, ფლორენციული ჯანსაღი სალათი, 50 გრამი თეთრი იკრა, ლანგუსტი, თეთრი ტრუფელები, ზეითუნის ზეთი, კიბორჩხალა, წითელი წიწაკა და კარტოფილი. კერძს დებენ მოოქროვილ თეფშზე. სალათის ფასი კი 800 ევროა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close