არქივი

ფაქტები სწრაფ კვებაზე

fc2e79b15c38

სწრაფი კვების ობიექტები თითქმის ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაშია გახსნილი და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. მიუხედავად მედიკოსების აზრისა, რომლის მიხედვითაც სწრაფი კვების საკვები ორგანიზმისთვის ზედმეტად საზიანოა, თითოეული ჩვენგანი გარკვეული სიხშირით მაინც სტუმრობს მსგავსი ტიპის დაწესებულებებს. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს სწრაფი კვების შესახებ.

454a2f5a1326

1950-იან წლებში სწრაფი კვების ობიექტში გაზირებული სასმელის ოდენბოა 225 გრამს შეასგენდა. დღესდღეობით კი მაკდონალდსში, კოკა-კოლას პატარა პორცია 340 გრამს წარმოადგენს, დიდი კი 900 გრამს. ეს დაახლოებით 310 კალორიაა.

კერძების დაუვიწყარი გემოსათვის სწრაფი კვების კომპანიება მადლობა ამერიკაში გამოგონილ არომატიზატორებს უნდა გადაუხადონ. წლის განმავლობაში ეს მათ 1,4 მილიარდი დოლარის მოგებას უტოვებს. ჩვეულებრივ მარწყვის კოქტეილში თქვენ დაახლოებით 50 ხელოვნურ ინგრედიენტს (არომატიზატორს) გთავაზობენ, რაც სასარგებლო ნამდვილად არ არის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მოწევას თვლიან, მეორე მიზეზი კი ზედმეტი სიმსუქნეა, რაც გასაკვირი არაა, რადგან ამერიკელი მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწრაფი კვების ობიექტების მომსახურებით სარგებლობს ყოველდღიურად.

393127a969d4

წლის განმავლობაში პროდუქტების რეკლამირებაში, რომლებიც შეიცავს მარილს, შაქარს და ცხიმის ძალიან დიდ რაოდენობას, 33 მილიარდ დოლარს ხარჯავენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ადრე საბავშვო არხებსა და გადაცემების დროს ყოველთვის უშვებდნენ სწრაფი კვების ობიექტების რეკლამებს. რეკლამას უწევდნენ გაზიან სასმელებს, პეჩენიებს შაქრის დიდი რაოდენობით. 2009 წელს კი მსგავსი რეკლამები აიკრძალა.

სწრაფი კვების ისეთ რესტორნებში, როგორიცაა მაკდონალდსი, ვენდისი ან ქეი ეფ სი, დიდი კარტოფილი ფრის პორცია 29 გრამ ცხიმსა და 610 კალორიას შეიცავს. ეს ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტი საკმაოდ მავნეა თქვენი ჯანმრთელობისა და წონისათვის.

e94e12c3b9b5

1921 წელს კანზასში გაიხსნა პირველი ფასტ-ფუდ რესტორანი. მას ერქვა “თეთრი სასახლე”. საფირმო კერძს კი წარმოადგენდა ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჰამბურგერი. მოსახლეობისთვის ეს სიახლეს წარმოადგენდა. მყიდველებს კი ახარებდათ სტაბილური ფასი: 1946 წლისთვის სტანდარტული ჰამბურგერის ფასი 5 ცენტი იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველთვიურად მაკდონალდსში იკვებება ბავშვების 90%.

ნიუ-იორკში მდებარე სწრაფი კვების ობიექტ “ბისტრო მოდერნსა” და ლას-ვეგასში არსებულ რესტორან “ბრასერიში” შესაძლებელია დააგემოვნოთ მსოფლიოში ყველაზე ძვირი ჰამბურგერი, რომლის ღირებულებაც $120 შეადგენს. მაგრამ არა ყოველთვის, ეს ფასი მოქმედებს შავი ტრუფელების სეზონის დროს. ჰამბურგერის შემადგენლობაში შავი ტრუფელების გარდა შედის: ბოსტნეული, კიტრის წითელ ღვინოში ჩადებული მწნილი და ყველი პარმეზანი. ხართ მზად გადაიხადოთ პიცაში 1000 დოლარი? ასეთი აქ ნამდვილად არსებობს! სიამოვნებას მოგანიჭებთ კიბორჩხალას ხორცი, ოთხი ტიპის ხიზილალა, მწვანე ხახვი და არაჟანი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მოხმარებად ბოსტნეულს წარმოადგენს კარტოფილი ფრი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ზედმეტი წონის მქონე ბავშვების რიცხვი, რომლებმაც ეს წონა ფასტ-ფუდებში მოიმატეს გასამმაგდა.

d5f7187562ba

“ორმაგი პორცია” – ეს არის ფილმის დასახელება ფასტ-ფუდის შესახებ. მთავარი გმირი მორგანი 30 დღის განმავლობაში იკვებება მხოლოდ მაკდოლანდსის საკვებით.

თავდაპირველად მაკდონალდსის მეპატრონეებს არ სურდათ, რომ კლიენტები რესტორანში დიდი ხნით დარჩენილიყვნენ. ამიტომ დაწესებულებაში არ დგამდნენ გასართობ აპარატებს. ასევე დადგეს საკმაოდ მოუხერხებელი სკამები, რათა კლიენტებს თავი კომფორტულად არ ეგრძნოთ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ხორცს, რომელიც ჰამბურგერის რეცეპტში შედის შეუძლია ალცგეიმერის დაავადების გამოწვევა.

რელიგიის საპატივცემულოდ, ინდოეთში გახსნილ მაკდონალდსის რესტორნებში არ იყიდება ჰამბურგერები, გერმანიაში კი იყიდება ლუდი.

ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ქვეყანაა იმ მცირე ქვეყნების სიიდან, სადაც კოკა-კოლის ან პეპსი-კოლის საშოვნელად ძალიან დიდი შრომა მოგიწევთ.

მსგავსი ამბები

Back to top button