არქივი

სასადილო ხელსაწყოების დანიშნულება

40f1f8ae6684

იცით თუ არა, რომ იმის მიხედვით, თუ როგორ დააწყობთ სასადილო ხელსაწყოებს, მოგემსახურებიან ოფიციანტები რესტორანში. მოხვედრილხართ თუ არა სიტუაციაში, როცა თქვენ ცოტა ხნით ადექით მაგიდიდან, დაბრუნებულს კი მაგიდაზე არც ერთი თეფში აღარ დაგხვდათ, მეტიც თქვენ საჭმლის ჭამაც კი ვერ მოასწარით ბოლომდე, თქვენ კი ემზადებით პერსონალზე გასაბრაზებლად. დაფიქრებულხართ თუ არა, რომ ჭურჭლის წყობამ შესაძლოა მათ არასწორი ნიშანი მისცა. ოფიციანტმა კი გადაწყვიტა, რომ თქვენ მორჩით ჭამას და წაიღო ჭურჭელი. მათ კი, ვისაც არ სურს აღმოჩნდეს უხერხულ სიტუაციაში და განათლებულ და აღზრდილ ადამიანად ეჩვენოს საზოგადოებას, სასურველია ისწავლონ ნიშნების ენა, რომლების მიხედვითაც ხელმძღვანელობენ რესტორანში.

bdf5ff23ddd6

როდესაც თქვენ იმყოფებით რესტორანში და გადაწყვეტთ ნაცნობების ნახვას და მათთან საუბარს, დანა და ჩანგალი 1 მაგალითის მიხედვით უნდა დადოთ, მათი ბოლოები თეფშის გარეთ უნდა იყოს და ორივე მათგანი უნდა იყოს ამობრუნებული თქვენსკენ. ჩანგალი აუცილებლად მარცხნივ უნდა იდოს, დანა კი – მარჯვნივ. თქვენ კი ნახავთ, რომ ოფიციანტი არ გკითხავთ წაიღოს თუ არა თქვენი თეფში.

თუ თქვენ იმაზე დიდ ხანს უნდა წახვიდეთ მაგიდიდან, ვიდრე 1-ელ შემთხვევაში, მაშინ აგმოიყენეთ მე-2 ნიშანი: დანა და ჩანგალი დაალაგეთ თეფშზე, აუცილებელია მათი ჯვარედინად განთავსება. დანის ბასრი დანა მარცხენა მხარეს უნდა იყოს, ჩანგლის კი – მარჯვნივ. ასეთი ჟესტი ოფიციანტს მიახვედრებს, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ მორჩენილხართ ჭამას. საინტერესოა, რომ ევროპაში ასეთ წესებს გულდასმით აკვირდებიან, ეს ჟესტი კი ძირითადად მეორე კერძის შემოტანას უკავშირდება.

ჭამის შემდეგ კი არ არის აუცილებელი გამოყენებული ცხვირსახოცების დადება ცარიელ თეფშზე. უკეთესი იქნება, თუ თქვენ დანასა და ჩანგალს ერთმანეთის პარალელურად დადებთ თეფშზე, მიაქციეთ ყურადღება, რომ დანა-ჩანგლის ტარები მარჯვნივ უყურებოდნენ. ასევე მოიქეცით მაშინ, როდესაც დაამთავრებთ დესერტის მირთმევას. ოფიციანტი მაშინვე მიხვდება, რომ თქვენ დაასრულეთ და საჭიროა ჭურჭლის გატანა.

კერძების მიტანის წესი რესტორნებში

18720518a7e5

პირველი კერძი, როგორც წესი ღრმა დიდი თეფშით მოაქვთ, რომელიც დადებულია პატარა თეფშზე. მას შემდეგ, რაც თქვენ მიირთმევთ პირველ კერძს, კოვზი უნდა დადოთ ქვედა, პატარა თეფშზე. თუ არ მორჩით საკვების მიღებას, მაშინ დატოვეთ კოვზი ღრმა, დიდ თეფშზე და ჭურჭელს არავინ არ წაიღებს. ასევე იქცევიან დესერტის დროს, თუ იგი მცირე ზომის ფიალებით არის მოტანილი და დევს პატარა თეფშებზე. თუ ჩინურ რესტორანში იმყოფებით, იმისათვის, რომ ოფიციანტმა სწორად გაგიგოთ და ჭურჭელი წაიღოს დააწყვეთ ჩხირები თეფშზე წვეტიანი მხრით მარცხნივ. იაპონურ რესტორანში კი სპეციალური სადგამია, სადაც ჩხირების წვეტები ქვემოთ უნდა იყოს მოქცეული.

3b8f13acb3fc

ნახატებიანი ცხვირსახოცი ასევე კარგი დამხმარეა თქვენთვის ვახშმის დროს. თუ თქვენ იძულებული ხართ დატოვოთ მაგიდა მცირე ხნით, ცხვირსახოცი დატოვეთ სკამზე, ხოლო როცა დაბრუნდებით, გადაკეცეთ ის 2-ჯერ და დაიდეთ მუხლებზე. როდესაც დატოვებთ რესტორანს, ცხვირსახოცი კერძის მარცხნივ დადეთ ისე, რომ მისი ჭუჭყიანი მხარე არ გამოჩნდეს. არასდროს დადოთ ცხვირსახოცი თეფშზე და არ ეცადოთ მის გასუფთავებას, ან პირვანდელი სახის მიცემას, მაგ: იმ ფიგურის შექმნას, რომლის ფორმითაც დაგხვდათ იგი რესტორანში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button