გართობაუცნაური

საინტერესო ფიზიკური მოვლენები და მათი ახსნა

df5793d4276c
გუგლს “ვსურფავდი” და საინტერესო ვიდეოებს გადავაწყდი. ზოგიერთ სახალისო და უცნაურ ფიზიკური მოვლენები ვნახე და უცნაურის მკითხველს მინდა გაგიზიაროთ. იმედია მოგეწონებათ.

ზედაპირული დაჭიმულობა
df5793d4276c

სითხეების დრეკადი ტენდენცია, რომელიც უზრუნველჰყოფს სითხემ რაც შეიძლება მინიმალური ზედაპირის ფართობი დაიკავოს. ზედაპირული დაჭიმულობა დაიკვირვება ნებისმიერ დროს, ობიექტები ან მწერები (მაგაითად, ე.წ. წყლის ბაღლინჯოები) წყლის ზედაპირზე ტივტივებენ და თავისუფლად დარბბიან რადგან მათი სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე მეტია. მოცემულ ვიდეოზე ეგ მოვლენა საპნის აპკზეა ნაჩვენები: საპნის აპკი რაც შეიძლება მინიმალურ ფართობის დაკავებას ცდილობს, რითაც წარმოქმნის დამჭიმავ ძალას.
c5c9226e7fb4
02ecb02f1ecc

 

 

 

ლაპლასის წნევა

 

a0f9c43c5f42

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლაპლასის წნევის დროსაც ზედაპირულ დაჭიმულობის მოვლენა იჩენს თავს. წნევათა სხვაობა გამრუდებულ ზედაპირებს შორის მაგალითად ბუშტებს შორის. წნევათა სხვაობა სწორედ ზედაპირულ დაჭიმულობის გამოა.

ვიდეოდანაც ჩანს რომ პატარა ბუშტი იკუმშება დიდის ნაცვლად. ინტუიცია შეიძლება გვკანახობს, რომ დიდი ბუშტი უნდა ჩაიფუშოს რადგან დიდ ბუშტს უფრო მეტი წნევა აქვს და მაღალი წნევა მიდის დაბლისკენ, დცა კი გვიჩვენებს, რომ პირიქით ხდება. ეს გამოწვეულია მოვლენით, როომლითაც სფერულ ბუშტის ზედაპირული წნევა თავისი რადიუსის უკუპროპორციულია, რაც მეტია რადიუსი მით ნაკლები ზედაპირული წნევა აქვს რასაც ლაპლასის წნევა ეწოდება.

ლაიდენფროსტის ეფექტი

ძალიან გახურებულ ტაფაზე წყლის წვეთის დავარდნისას ზედაპირზე ლივლივებს და გარბის. სითხე ადუღების დროს იზოლირებულ ფენას გარშემო იკრავს.
f95850a0e558

სურათიდან ჩანს ცხელ ტაფაზე წყლის დასხმის ეფექტი. წყლის წვეთი 0.1-0.2 მმ სისქის ორთქლის ფენას გარშემო იკრავს. შესაბამისად ლევიტირებს. როგორც მაგალითად ჰოვერბორდი. ნახეთ ვიდეოც:

ლეიდენფროსტის ეფექტს კიდე ერთი საინტერესო მოვლენა აქვს : როდესაც თხევად აზოტში ადამიანი ხელს ჩაყოფს, ხელის გარშემო როგორც ხელთათმანი, აირადი აზოტის ფენა შემოეკვრება. აირი სითბოს ცუდი გამტარია და ხელიც გაყინვისგან გადარჩება. (გაფრთხილება: ამ საკითხში გამოუცდელებმა, არა კვალიფიკაციურმა და არა კომპეტეპეტენტურებმა ეგ არასდროს არ სცადოთ!).

 

აგრეთვე წყლით დასველებულ თითს ადუღებულ ტყვიაში მყისიერად თუ ჩაყოფთ (იგივე გაფრთხილება: ეგ ცდა სახლში არ ჩაატაროთ და ლაბორატორიულ პირობებში: ექსპერტების, კვალიფიკაციური და კომპეტენტური პიროვნებების მეთვალყურეობის გარეშე არასდროს არ სცადოთ!) წყალი აორთქლდება და აირის ფენა რადგან ცუდი სითბოგამტარია თითიც დაწვას გადაურჩება. როგორც ვთქვით, ამის ცდა არ გვინდა. სანაცვლოდ მოდი ვნახოთ ამ ცდას, ჩემ საყვარელ გადაცემა, Myth Buster-ში ჯეიმი და ადამი როგორ ატარებენ.

ამათ გარდა, ამ მოვლენას კიდევ საინტერესო ცდაში ვხვდებით: გახურებულ ნიკელის სფეროს წყალში თუ ჩავაგდებთ, ამ ეფექტის გამო, სფერო საინტერესო ხმებს გამოსემს.


მდგარი ტალღები ფირფიტაზე

7a45c4cdbbbe

მერხევ ფირფიტაზე დაყრილი ქვიშის მარცვლები სხვადასხვა სიხშირეზე სხვადასხვანაირად განლაგდება, რომელიც ლამაზ ფორმებს იღებს. ეს მოვლენა და ამის ახსნა ქვემოთ ვიდეოში ნახეთ: მოკლედ ავხსნი. ეს ლისაჟუს ფიგურებია, რომელიც გამოწვეულია რეზონანსის გამო რადგან მაიძულებელი და რხევის წყაროს რხევებია შეკრებული ლისაჟუს ფიგურებიც მიიღება. ეს ქლადის ეფექტის სახელითაა ცნობილი.

“ფარადეის გალია”
b77bce897dab
ფიზიკურ ექსპერიმენტისთვის, როდესაც ელექტრული ველი მხოლოდ ზედაპირზეა, ამისთვის ცნობილმა ფიზიკოსმა, მაიკლ ფარადეიმ სურათზე მოცემული ხელსაწყო შექმნა, რომელსაც ფარადეის გალია ეწოდება. A გამტარი ჭურჭელი, რომელიც B იზოლატორზე დგას, რასაც სკამი როლს ასრულაბს იმისთვის,  მოწასთან რომ არ შეეხოს. C დამუხტულ სფეროს ჭურჭელში ჩადებისას, ისე, რომ ჭურჭლის კედლებს არ შეეხოს ველი ელექტრომეტრში გადადის. ( ელექტრომეტრი მარტივი მუხტის საზომი ხელსაწყოა. ღერო მოთავსებულია ვაკუუმის ჭურჭელში. ღეროზე ჩამოკიდებულია ორი ძალიან თხელი ფურცლის მაგვარი ფირფიტა (ან ალუმინის ე.წ. ფოლგა).  როდესაც ელექტრომეტრს დამუხტულ სხეულს შეახებენ ერთნაირი ნიშნის მუხტები თხელ ფირფიტებზე გადადის. ჩამოკიდებული ფირფიტები ერთნაირი ნიშნით დაიმუხტება და ერთმანეთს განიზიდავს. ამით გამოჩნდება ფირფიტების გაშლა… რაც მეტია მუხტი მით უფრო იშლება. ამის საფუძველზე ჰქვია ელექტრომეტრი). ეს იმას ნიშნავს რომ გამტარ ჭურჭელს მთელი მუხტი ზედაპირზე გადააქვს. ნახეთ ვიდეოც:

სუბიექტური აღქმის ფენომენი ოპტიკაში

1fb6eeb09144
ეს ფოტო პოპულარულია და მთელ მსოფლიოში აჟიოტაჟი გამოიწვია რადგან ყველა სხვადასხვა ფრად ხედავს: ან ლურჯად და შავად ან თეთრად და ოქროსფრად. რატომ ხდება ასე? ეს კითხვა მსოფლიოში უამრავ ადამიანს გაუჩნდა. ახსნა მარტივია: ეს არის კონტრასტი. თვალს შეუძლია სხვადასხვა ინტენსიობის შუქთან შეგუება. ეს მიჩვევის უნარი თუ ადამიანი ძირითადად სიბნელეში ატარებს თავს და სურათსაც სიბნელეში უყურებს, ბნელი კონტრასტის გამო, კაბას ლურჯად და შავად ხედავს, სხვა შემთხვევაში ოქროსფრად და თეთრად. ამის საჩვენებლად მარტივ ცდა ჩაატარეთ. პეინტში ან ფოტოშოფში სურათზე გამოსახული A და B კვადრატები ამოჭერით და თეთრ ფონზე გადაიტანეთ. ნახავთ რომ ორივე კვადრატი ერთი ფერისაა. ამით ვნახავთ, რომ ფერის აღქმა კონტრასტზეა დამოკიდებული.
0c889e924a21

ამის ახსნის ვიდეოც:

ენერგიის მუდმივობის და გარდაქმნის კანონი

ჩაკეტილ სისტემაში სრული ენერგია მუდმივია, მაგრამ რაც შეიძლება ენერგიას დაემართოს მხოლოდ ცვლილებაა. მაშინ ამ კანონის თანახმად ქანქარის საწყისი ამპლიტუდა როგორიც იყო რხევა იმავე ამპლიტუდით წარმოებს როდესაც უხახუნო სისტემა გვაქვს. როდესაც ხახუნიანი სისტემა გვაქვს, რეალური პირობები, რომელსაც ემატება ჰაერის წინააღმდეგობა. მაშინ ამ კანონის თანახმად, საქანის ამპლიტუდა უნდა ნელნელა შემცირდეს. ამპლიტუდა, იგივე ენერგეტიკის მაღალი დონე პოტენციური ენერგიაა, რომელიც საქანი გადაყავს მოძრაობაში, ანუ კინეტიკურ ენერგიაში და ასე გრძელდება ქამდე სანამ ხახუნი არ შეასუსტებს. ხახუნის დროს ენერგია გადადის სითბურ ანუ შინაგან ენერგიაში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა ლექციაზე ცდა აჩვენა რომ ენერგიის მუდმივობის კანონი მუშაობს, წინააღმდეგ შემთხევაში ამ ცდას შეეწირებოდა:

იმედია მოგეწონათ: მსგავს პოსტების წერას კიდევ გავაგრძელებ თუკი ამ პოსტს დაალაიქებთ და დააკომენტარებთ.

davitiu

ვარ ფიზიკოსი

მსგავსი ამბები

Back to top button