საკითხავისასარგებლოსურათები

ყველაზე ცნობილი პრინცესები

ვინ არიან ძვირფასი გვირგვინების მფლობელები და პრინცების ცოლები? წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ცნობილ პრინცესას.

ყველაზე გავლენიანი
კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინი

როგორც ცნობილია, ელიზაბეტ II-მ ქეითს კემბრიჯის ჰერცოგინიას ტიტული მიანიჭა. ოფიციალურად ქეითი პრინცესა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ გახდება. მაგრამ ბრიტანელებმა უკვე დიდი ხანია ქეითი პრინცესად მიიღეს. იგი აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისჭიებებში და ყოველთვის მზადაა დაეხმაროს გაჭირვებულ ხალხს. ქეითი ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდანაა, რომელიც სამეფო ოჯახების რიცხვს არ მიეკუთვნება. უილიამი მან შოტლანდიის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო. 8 წლიანი ფარული სიყვარულისა და შეხვედრების შემდეგ, ბრიტანელმა ტახტის მემკვიდრემ მას ცოლობა სთხოვა. 29 აპრილს ჩატარებული ქორწილის შემდეგ მსოფლიოში ქეით-ბუმი დაიწყო: პატარძლები ქეითის მსგავსი კაბების შეკერვას ითხოვდნენ, იუველირები იძულებულნი იყვნენ დამეზადებინათ ქეითის ნიშნობის ბეჭდის ზუსტი ასლი საფირით, ხოლო ქალბატონებმა დაიწყეს მისი მანერების მიბაძვა. ქეითმა სამეფო ოჯახს უკვე გაუჩინა პრინცი ჯორჯი, ახლა კი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ.

ყველაზე გემოვნებიანი
პრინცესა ლეტიცია

პრინცესა ლეტიცია ყოფილი ჟურნალისტია. ესპანეთის პრინც ფილიპესთან შეხვედრამდე ის დიდ ხანს მუშაობდა ნაციონალურ ტელევიზიაში ინფორმაციული პროგრამების კორესპონდენტად. 2002 წელს ლეტიცია გალისიის სანაპიროებზე წავიდა რეპორტაჟის გადასაღებად, სადც ნავთობით დატვირირთული ტანკერები იყო, ფილიპე კი სამეფო ოჯახს წარმოადგენდა. მშვენიერი ჟურნალისტი პრინცს მაშინვე შეუყვარდა. ესპანეთის მეფე ხუარ კარდოსი და დედოფალი სოფია თავდაპირველად წინააღმდეგნი იყვნენ ამ ქორწინების და არ რთავდნენ შვილს უფლებას. მაშინ ფილიპემ პირობა წაუყენა: ან ლეტიცია გახდება მისი მეუღლე, ან ის უარს იტყვის ტახტზე. მონარქებს მოუწიათ კომპრომისზე წასვლა და 2004 წელს მადრიდში დიდებული ქორწილი შედგა. ფილიპესთან ქორწინებამდე ლიეტიცია დაქორწინებული იყო თავის სკოლის ლიტერატურის მასწავლებელზე, რომელსაც 10 წელი ხვდებოდა. ხშირად მას მოიხსენიებენ, როგორც შეუდარებელი გემოვნების მქონეს და მაღალი ქუსლების მოყვარულს. პრინცესას გარდერობშია ერთი და იგივე მოდელის სხვადასხვა ფერები…

ყველაზე თამამი
პრინცესა ვიქტორია

შვეიცარიის მეფის, კაროლ XVI გუსტავისა და დედოფალ სილვიას უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ვიქტორიაა. მას სულას არ შეეშინდა ყველაფრის მიტოვება და უბრალო ფიტნეს ტრენერზე, დანიელ ვესტლინგზე გათხოვება, რომელიც ძალიან უყვარდა. პუბლიკის წინაშე დანიელი და ვიქტორია პირველად 2003 წელს გამოჩნდნენ, მათი ქორწილი კი 2010 წლის 19 ივნის შედგა. “რა ნახა ტრენერში?” – უკვირდათ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს. “ყველაფერი მარტივადაა, მან მე გამაბედნიერა” – უპასუხა მათ პრინცესა ვიქტორიამ. დასავლეთსი ცნობილმა გენეალოგიის მკვლევარმა, ბორნ ენგსტრემმა ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი, სადაც პრინცესას რჩეულზე საკმაოდ საინტერესო ფაქტებია ნახსენები, მისი ბიძაშვილები და წინაპრები ცნობილი არისტოკრატები იყვნენ. საინტერესოა, რომ დანიელს რუსული ფესვებიც კი აქვს. ვიქტორია და დანიელი ხშირად ღებულობენ მონაწილეობას საქველმოქმედო ღონისძიებებში და ინვალიდების დასახმარებლად ფონდიც აქვთ შექმნილი, რომელსაც პრინცესას სახელი “ვიქტორია” უწოდეს.

ყველაზე სპორტული
პრინცესა შარლინი

მონაკოს პრინცესა შარლინი, ან ქორწინებამდე შარლინ უიტსტოკმა დიდი გზა განვლო აუზიდან სამეფო ტახტამდე. პროფესიონალი მოცურავე, რომელიც გამოდიოდა ოლიმპიურ თამაშებზე და პრინცი ალბერ II 10 წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს მონაკოში გამართულ მოცურავეთა ტურნირზე. მაშინ შარლინმა ოქროს მედალი მოიგო, ალბერმა კი ვერ შეძლო გრძელფეხება ლამაზმანისგან თავის შორს დაჭერა. მაგრამ ეს შეხვედრა არ იყო გადამწყვეტი – ისინი ერთმანეთ 6 წლის შემდეგ შეხვდნენ და ერთმანეთს არ შორდებოდნენ, ხოლო 2011 წლის 1 ივლისს მათ ოფიციალურად მოაწერეს ხელი. დადიოდა ჭორები, რომ ქორწინების ღამეს შარლინს გაქცევა სურდა. სიმართლეა თუ არა ეს არავინ იცოდა. შემდეგ კი ალბერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ეს უბრალოდ სულელური ჭორები იყო და დილის გაზეთიდან წაკითხულის შემდეგ მან და შარლინმა ბევრი იცინეს. პრინცის მეგობრების თქმით შარლინს ბევრი დადებითი თვისება და ღირსება აქვს: ის ლამაზია, მშვენივრად საუბრობს და ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

ყველაზე სევდიანი
პრინცესა მასაკო

“უბედური პრინცესა” – უკვე მრავალი წელია ასე მოიხსენიებენ იაპონელ პრინცესა მასაკოს, პრინც ნარუხიტოს მეუღლეს. ნარუხიტომ თავისი მომავალი ცოლი 1987 წელს ნახა წვეულებაზე და აღმოაჩინა, რომ ის მისი იდეალის, ამერიკელი სუპერმოდელის, ბრუკ შილდსის მსგავსი იყო. ამ დროს კი მასაკომ დაამთავრა ჰარვარდის უინვერსიტეტი, იცოდა 6 ენა და დიპლომატობაზე ოცნებობდა. ლამაზი და ჭკვიანი, პრინცესას ყველა თვისების მქონე (მასაკო ქალიშვილი იყო, სიმაღლე 165 სანტიმეტრს არ აღემატებოდა და 30 წელს არ იყო გადაცდენილი) გოგონამ პრინცი მოხიბლა, მან ორჯერ უთხრა პრინცს ცოლობაზე უარი. 1993 წელს კი ნარუხიტომ მოიგო გოგონას გული. ქორწილის შემდეგ მასაკო ძალიან შეიცვალა, რადგან მისი თავისუფლება შეიზღუდა. მას ეკრძალებოდა მშობლებთან ტელეფონით საუბარიც სპეციალურად შერჩეული დროის გარდა. ნარუხიტო ცდილობდა მის დამშვიდებას, მაგრამ მასაკო ყოველდღე ტიროდა, რაც აღიზიანებდა სამეფო ოჯახს. 2004 წელს ექიმებმა პრინცესას დიაგნოზი დაუსვეს – რთული ადაპტაციის უნარი ახალ წრეში – ამბობდნენ, რომ გოგონა შეიშალა.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close