საკითხავისასარგებლოსურათები

პაციენტების განკურნების უცნაური მეთოდი

რონალდ დევიდ ლეინგი – ცნობილი შოტლანდიელი ფსიქიატრი იყო. მისი მკურნალობის მეთოდები ერთი შეხედვით აბსურდულია, მაგრამ ასეთი მკურნალობის რეზულტატები ნამდვილად გაოცებას იწვევს ადამიანში. ლეინგის მიღწევებმა შოტლანდიის საზღვრებს გარეთაც გააღწია და მსოფლიო ნამდვილად გაოცებული დატოვა. ასეთ პოპულარობას კი მან საკუთარი საკმაოდ უცნაური მკურნალობის მეთოდის წყალობით მიაღწია. პაციენტებისადმი მისი მიდგომადა წარმოდგენაც საკმაოდ არასტანდარტული იყო: ფსიქიატრი მათ იღებდა, როგორც სავსებით ჯანმრთელ (ფსიქქიკური თვალსაზრისით) ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ განსხვავებულად და თავისებურად რეაგირებდნენ მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. ფსიქიატრს მტკიცეს ჯეროდა, რომ პაციენტების განკურნებისათვის, აუცილებელია მათი დახმარება. მკურნალმა ექიმმა კი მხოლოდ მათი ცხოვრებით კი არ უნდა იცხოვროს, არამედ მოიქცეს ისე, როგორც მისი პაციენტები იქცევიან, ცოტა ხნით მათ როლში შევიდეს და დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიც არის მისი პაციენტებისათვის. საკმაოდ რთულია ალბათ ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანისთვის ამ ყველაფრის გავლა, მაგრამ ლეინგი მაქსიმალურად ცდილობდა საუკეთესო შედეგების მიღწევას საკუთარი მეთოდის გამოყენებით.

ასეთმა მეთოდმა ნამდვილად იმოქმედა. ერთხელ ლეინგი, რომელიც თავით ფეხებამდე გახდილი იყო, დაჯდა იატაკზე ერთ-ერთ პაციენტთან ერთად. ის ერთი მხრიდან მეორისკენ ირწეოდა დაუსრულებლად. მისი დიაგნოზი კი გახლდათ შიზოფრენია. ფსიქიატრმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო და კვლავაც არ იშურებდა ძალებს გოგონას დასახმარებლად, ამჯერად მან ცადა გაემეორებინა ყველა ის მოძრაობა, რომელსაც გოგონა აკეთებდა. სულ მალე ექიმის მოძრაობები გოგონას მოძრაობების ზუსტ რიტმს იმეორებდა. ასეთ მდგომარეობაში ლენგი საკმაოდ დიდ ხანს იყო, მანამ, სანამ გოგონამ მასთან საუბარი არ დაიწყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტამდე სულით ავადმყოფ პაციენტს არ ესმოდა არც ერთი სიტყვა 9 თვის განმავლობაში, შესაბამისად იგი არც ლაპარაკობდა. თავად შეაფასეთ, თუ რამდენად დიდი აღმოჩენა იყო ეს არა მხოლოდ ლეინგისთვის, არამედ მთლიანად ფსიქიატრიული სამყაროსათვის.

ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რონალდ დევიდ ლეინგმა ფსიქიატრიის განვითარებაში. სწორედ ის გახდა ჰუმანური ურთიერთობების დამაარსებელი პაციენტებისადმი, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები სტანჯავდათ. ალბათ ყველასათვის ნაცნობია, თუ რა ტიპის დაწესებულებები იყო ფსიქიატრიული დაწესებულებები. ხშირად სწორედ იქ აწამებდნენ ხალხს, მკურნალობდნენ არასწორად და ყოველგვარ ჰუმანურ დამოკიდებულებას უარყოფდნენ, რადგან სულით ავადმყოფებს არ თვლიდნენ ადამიანებად. მიღებული იყო ფიზიკური მკურნალობა, რომელიც ტკივილის განცდებსა და ელექტრო შოკსაც ხშირად უკავშირდებოდა. საბოლოოდ კი პაციენტის განკურნვის სანაცვლოდ ისინი უფრო მეტ სტრესსა და ტკივილს ღებულობდნენ, ზოგი მათგანი ემსხვერპლებოდა კიდეც მსგავსი ტიპის მკურნალობას, ხოლო განკურნებული და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოსული იშვიათად თუ უნახავს ვინმეს მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომ ლეინგის ასეთი ტიპის მკურნალობა სკანდალურიც და საკმაოდ შედეგიანიც აღმოჩნდა და დიდი გადატრიალება მოახდინა ფსიქიატრის ძირეულ საფუძვლებში. საინტერესოა ფაქტი, რომ ფსიქიატრის გარშემო მყოფი მისი ახლობელი ხალხი გაკვირვებული იყვნენ ფსიქიატრის ასეთი წარმატებით სამსახურში, რადგან ის მათ საკუთარი “მე”-ს სულ სხვას უჩვენებდა – ექიმი ყველა პაციენტის მეგობარი ხდებოდა და მათთან ერთად განიცდიდა და უხაროდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close