გასართობისაკითხავისასარგებლო

ცნობილის ლოგოების ისტორიები

ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ ლამაზ პოსტერებს, აფიშებს, ბილ ბორდებს, ქალაქში თუ ტრანსპორტში. ჩვენ ირგვლივ გვაკრავს უამრავი სახელწოდება, ლოზუნგი, ლოგოტიპი… ზოგიერთი მათგანი არ არის ცნობილი, ზოგიერთი კი თითქმის ყველამ იცის მსოფლიოში. მაგრამ იშვიათად თუ ვუფიქრდებით, თუ როგორ შეიქმნა ეს ლოგოები ყველაზე წარმატებულ კომპანიებში. საიდან წამოვია ეპლის ვაშლი, რატომ არის ნაიკის ნიშანი ასეთი პოპულარული და ვინ მოიგონა ისინი, რატომ არის ადიდასის 3 ხაზი ასეთი უბრალო და ამავდროულად ძალიან ცნობილი? აქ 7 ისტორიას მოგიყვებით, თუ როგორ შეიქმნა ცნობილი ბრენდების ლოგოტიპები.

უცნაური კავშირი ჩუპა ჩუპსსა და სალვადორ დალის შორის

სიურრეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და ცნობილ სახედ სალვადორ დალი მოიაზრება. მხატვარი, სკულპტორი, გრაფიკოსი, რეჟისორი და მწერალი არის ის, ვინც დიდი წვლილი შეიტანა სამყაროს განვითარებაში. და როგორი დამოკიებულება შეიძლება ჰქონდეს მას ჩუპა ჩუპსთან? ბევრმა არ იცის, რომ სალვადორ დალიმ შექმნა ყველასთვის ცნობილი ლოგოტიპი ტკბილი კანფეტისათვის. ტკბილი კანფეტის წარმოების იდეა იმდენად საინტერესო და პერსპექტიული იყო, რომ კომპანიის დამფუძნებლებმა საკმაოდ სოლიდური თანხა ნამდვილად არ დაინანეს და გადაუხადეს სალვადორ დალის, რათა შეექმნა ლოგო. თუ ცოტათი გავასწრებთ მოვლენებს ვნახავთ, რომ ჩადებული ფული ძალიან მარტივად ამოიღეს ჩუპა ჩუპსის მფლობელებმა და მათი იდეაც წარმატებული აღმოჩნდა. ლოგო კი უბრალო, საინტერესო და გასაგები აღმოჩნა. როგორც თავად დალი ამბობდა, ლოგოტიპზე მუშაობამ საათზე ცოტა მეტი მოითხოვა, დაწყებული იდეიდან დამთავრებული მისი განხორციელებით. მან აიღო ესპანური დროშის ფერი, დაამატა მომრგვალებული ფორმის ასოები და ყველაფერი ჩარჩოში ჩასვა. ასე მარტივად, 1 საათის განმავლობაში გაჩნდა ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ლოგო მსოფლიოში.

კეროლაინ დევიდსონი და ნაიკის ლოგო

ალბათ, ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ ნაიკის ლოგოტიპს ფიქრობთ როგორ გახდა ეს ლოგო ასეთი პოპულარული. ლოგოტიპი ზედმეტად მარტივია, ამავდროულად საკმაოდ ლაკონური. მის შემქმნელად კი კეროლაინ დევიდსონი მოიაზრება. პორტლენდ სტეიტის სტუდენტმა კეროლაინმა მიიღო მონაწილეობა კომპანია ნაიკის კონკურსში, რომელიც ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით გაიმართა. მისმა ასეთმა მარტივმა ლოგომ დიდი ყურადღება ვერ მიიქცია, მაგრამ საბოლოოდ არჩევის შემდეგ საბჭოში თქვეს: “ეს ლოგოტიპი არ მომწონს, მაგრამ ის ჩვენ დაგვეხმარება გავხდეთ პოპულარულები”. აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოსთვის კეროლაინმა მხოლოდ 35 დოლარი მიიღო. ახლა კი ამ ლოგოს ფასი წარმოუდგენლად ძვირია.

ფრენკ რობინსონი და კოკა-კოლა

ალბათ ასეთი ცნობილი ბრენდისთვის ასეთი მინიმალისტური ლოგოტიპი არ მოითხოვს ძალისხმევას, მაგრამ მას დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ პროფესიონალი დიზაინერები და მარკეტოლოგები. ისე როგორ იქნებოდა კოკა-კოლაში. იგი ყველამ იცის მსოფლიოში, მისი წითელი ლოგოტიპი კი ლამაზი თეთრი წარწერით არასდროს აგერევათ სხვაში. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. კოკა-კოლას ლოგო ერთმა ჩვეულებრივმა ბუღალტერმა, ფრენკ რობინსონმა გამოიგონა. მაშინ ჯერ კიდევ არ ერქვა კომპანიას “კოკა-კოლა”. მან ეს წარწერა წარწერა წითელ ფონზე დაწერა, ეს “შრიფტი” კი ლამაზად და ელეგანტურად წერის ეტალონი იყო. სწორედ ასე შეიქმნა ბრენდის ლოგო, რომელიც ასე პოპულარულია დრესდღეისობით. კოკა-კოლა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ აახლებს ლოგოს, მაგრამ წითელი ფონი და გამორჩეული შრიფტი იგივე რჩება.

მილტონ გეიზერი და ცნობილი წარწერა “I Love NY”

ხშირად ხვდებით ალბათ ქუჩაში ადამიანებს, რომლებსაც აცვიათ მასიურები წარწერით “I Love NY”. ეს ყველაფერი კი “სიყვარულში გამოტყდომასთანაა” დაკავშირებული. ახლა უკვე შეგიძლიათ თითქმის ყველა ქალაქში ნახოთ ადამიანები, რომელთაც აწერიათ თუ როგორ უყვარს თავისი ქალაქი. მოსკოვში ნახავთ “I love Moscow”, ლონდონში “I love London”, თბილისში კი – “I love Tbilisi”, ეს უკვე იშვიათობა ნამდვილად აღარ არის. ყველაფერი კი ახალგაზრდა დიზაინერ, მილტონ გლეიზერთან ერთად დაიწყო 70-იან წლებში. იგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უფასოდ არიგებდა ყველასათვის ნაცნობ ლოგოტიპს. ამის წყალობით ის გამოხატავდა სიყვარულს ამერიკის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქისადმი და მას ამერიკის მთავრობა დაეხმარა, ამით კი მეტი ტურისტი მოიზიდეს ქვეყანაში. ისინი ყიდულობდნენ მაისურებს, ქუდებს, ქურთუკებს და სხვა ნივთებს ამ წარწერით.საინტერესო ფაქტი კი ის არის, რომ ეს ლოგოტიპი პირველად გლეიზერმა ქაღალნდის ნაგლეჯზე დაწერა, როდესაც ტაქსით მგზავრობდა. პირველი ორგინალი ახლა ინახება ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

NeXT-ის ლოგოტიპი 2 კვირაში შეიქმნა

კომპანია ეპლის დამაარსებელი სტივ ჯობსი ხშირად ხვდებოდა ცხოვრებაში სირთულეებს. თუ არ იცით გეტყვით, რომ იგი გაანთავისუფლეს კიდეც კომპანიიდან, რომელიც დააარსა. მაგრამ სტივი არ დანებდა და ეპლიდან წამოსვლის შემდეგ დააარსა კომპიუტერული ტექნიკის კომპანია NeXT. სახელწოდება საკმაოდ სიმბოლურია, ამით სტივს სურდა ეჩვენებინა, რომ შემდეგი კომპანია გაცილებით პოპულარული და წარმატებული იქნებოდა ვიდრე წინა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ კომპანიის სიმბოლო გვაინტერესებს. ლოგოტიპის შექმნა ცნობილ გრაფიკულ დიზაინერ პოლ რენდს დაავალეს. მან საკმაოდ მტკიცე ულტიმატუმი წაუყენა ჯობს: “თქვენ მე მიხდით 100.000 დოლარს, მე კი თქვენ ლოგოტიპის 1 ვარიანტს წარმოგიდგენთ, რომელიც დაგაკმაყოფილებთ”. ასეთ პირობებში სტივ ჯობსმა შექმნა ლოგო ახალი კომპანიისთვის. ერთადერთი რაც სტივს სურდა, ასო «Е» ყოფილიყო ყვითელი ფერის. აღსანიშნავია, რომ პოლ რენდს ქონდა ნამუშევარი ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: IBM, UPS და მრავალი სხვა.

რობ იანოვი და ჩაკბეჩილი ვაშლი

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანმა იცის როგორ გამოიყურება ეპლის ლოგოტიპი და ყველას გაგიგიათ, რომ მისი დამაარსებელი სტივ ჯობსია. მაგრამ ძალიან ცოტას თუ სმენია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა კომპანიის ლოგო. 10-დან 9 იტყვის, რომ ლოგო თავად სტივმა მოიგონა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სიმართლე. თავდაპირველად ლოგოზე გამოსახული იყო ნიუტონი, რომელიც ვაშლის ხის ქვეშ იჯდა, სტივს ეს არ მოეწონა, რადგან ახალგაზრდობიდან მიდრეკილი იყო მინიმალიზმისაკენ, სწორედ ამას ითხოვდა იგი რობ იანოვისგან, რომელიც მუშაობდა კომპანიის ლოგოზე. ერთადერთი, რაც სტივმა ითხოვა იყო, რომ არაფერი ზედმეტი არ ყოფილიყო ლოგოზე. 2 კვირის შემდეგ წარმოადგინეს ვარიანტები, რომლებზეც იყო ჩაკბეჩილი და ჩაუკბეჩავი ვაშლი. სტივ ჩაკბეჩილი უფრო ორგინალურად და საინტერესოდ მოეჩვენა. დღეს კი ეს ლოგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მსოფლიოში.

მსოფლიოში ცნობილი 3 ზოლი

ადიდასი – კომპანია, რომელიც ლიდერია სპორტული ტანსაცმლის ბაზარზე. ის მხოლოდ ბრენდი არაა, ის მთელი ინდუსტრიაა, რომელიც კარნახობს სტილს სპორტის მოყვარულებს. თავდაპირველ ლოგო შექმნილი იყო კომპანიის დამაარსებლის, ადი დასლერის მიერ, მან არ მოიწვია პროფესიონალი დიზაინერები. 22 წლის განმავლობაში, 1972-დან 1994 წლამდე, ლოგოტიპი უცვლელი იყო. 90-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ ცოტათი შეცვალა ლოგო. მაგრამ სამი ზოლის ტრადიცია უცვლელი რჩებოდა. 2008 წელს კი ადიდასმა გამოუშვა კოლექცია სახელწოდებით “Adidas original”, რომელზეც გამოსახულია ადი დასლერის მიერ შექმნილი ლოგო.

მერსედესის სამ ქიმიანი ვარსკვლავი

კომპანია მერსედესი 1926 წელს დაარსდა. მაგრამ მისი ლოგო ათწლეულებით გვიან შეიქმნა. ოფიციალური ვერსიით მერსედესი აღნიშნავს – მიწას, წყალს და ჰაერს. ზუსტად მიწაზე (ავტომანქანები), წყალში (კატერები და იახტები) და ცაში (თვითმფრინავები) გამოიყენებოდა მერსედესის ქარხნის ნაწილები. არსებობს ასევე არაოფიციალური ვერსია, რომ ეს ლოგო პირვეწლად მერსედეს-ბენცის დამაარსებელმა, გოტლიბ დაიმლერმა გამოიყენა. ის თავის ცოლს სწორედ ამ ლოგოს შესახებ წერს. გოტლიბის შვილებმა კი მოდერნიზაციის შემდეგ ეს ლოგო კომპანიის ლოგოტიპად აქციეს.

სამსუნგი

სამსუნგის სახელწოდება ითარგმნება, როგორც: სამი ვარსკვლავი. უცნობია, თუ რატომ დაარქვა კომპანიის მფლობელმა ბრენდს ასეთი სახელი, მაგრამ არაოფიციალური ვერსიის თანახმად მას ჰყავდა სამი შვილი და თითოეული ვარკსვლავი სწორედ მათ აღნიშნავს. ლოგო კი საკმაოდ უბრალო და სადაა, ისეთი, როგორიც კომპანიის პრინციპები და ტექნოლოგიები.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close