არქივი

ყველაზე საიმედო საცავები PART I

567efa43dc3e

ფორტ ნოქსი.

აშშ-ის სამხედრო ბაზის გალავანს მაღალი ძაბვის ელექტროსადენები აქვს შემოვლებული. დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, ხოლო პერიმეტრზე დაცვა დგას. გრანიტის კედლების სისქე 120 სანტიმეტრია, მრავალფენოვანი ფოლადის კედლების წონა კი 750 ტონა. საცავს 22-ტონიანი კარი აქვს. გარდა ამისა, ის დაცულია კოდით, რომელიც სრულად არავინ იცის. ფორტ ნოქსში 5 ათასი ტონა ოქროს ზოდი ინახება.

http://youtu.be/1xe4wxa3wT8

1242fa411228

ინგლისის ბანკის ოქროს საცავი.

ბრიტანეთის ყველაზე დიდ საცავში 4 600 515 ტონა ოქრო ინახება. ყუმბარსაწინააღმდეგო კარი ხმის ამოცნობის სისტემით არის აღჭურვილი და გრძელი, რთული აგებულების გასაღებით იღება. ბანკი კარის წონისა და საცავის სიღრმის თაობაზე ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს, თუმცა ცნობილია, რომ საცავი მრავალსართულიანია.

81b1092ca6a5

შაიენის მთა.

ამ საცავის თანამშრომლები 25-ტონიანი კარის მიღმა მუშაობენ, რომელიც 30 მეგატონის (ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრეზე თითქმის 1000 ჯერ მეტია) აფეთქებასაც კი გაუძლებს. საოფისე ოთახები გრანიტის მთაში, 600 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული, სადაც ჰაერი სპეციალური მოწყობილობით მიეწოდება, ,,ცივი ომის” პერიოდში აქ ფუნქციონირებდა სარაკეტო თავდასხმის ამოცნობისა და მაუწყებლობის ცენტრი,

აგრეთვე, აშშ-ის ცენტრი „NOAD”.

მსგავსი ამბები

Back to top button