არქივი

ყველაზე მტკიცე ნივთიერება

364c173ffb6c

მეცნიერებმა  არსებულ ორგანულ მასალათა შორის ყველაზე მდგრადი შექმნეს. იგი უჟანგავ ფოლადზე უფრო მჭიდროა და მდგრადობით ტყვიაგაუმტარი კევლარის მაჩვენებლებსაც აღემატება.

მიღებული ნივთიერების გამოყენებას ინჟინრები არა მხოლოდ ჯავშნის დასამზადებლად (უფრო იაფი და მჩატე, რაც ჯარისკაცებისთვის არც ისე უმნიშვნელო დეტალია) აპირებენ. არის გეგმები მრავალგვარი “სამშვიდობო” პროექტების განსახორციელებლად: კომპოზიტური მასალეის მდგრადობის მაჩვენებლების გაუმჯობესება, ზემდგრადი შუშის ახალი ტიპების შემუშავება.
668a7507082a

აღმოჩნდა, რომ ახალი ნივთიერებისგან დამზადებულ ფირფიტაში ხვრელის გაკეთება მხოლოდ ალმაზს შეუძლია. ძალისხმევა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ მასალის ზედაპირი შეიღუნოს, ორჯერ მეტი უნდა იყოს კევლარის მაჩვენებელზე.
042b879b9ffc

ნივთიერების მნიშვნელოვანი უპირატესობებია ის, რომ მისი წარმოება და მასთან მოპყრობა ადვილია. ამას გარდა, მასალა აბსოლუტურად გამჭვირვალეა.
f0308820014a

კიდევ ერთი პერსპექტული მიმართულება, სადაც ზემდგრადი ნივთიერების გამოყენებაა შესაძლებელი – თავად ლითონის მაჩვენებლების გაუმჯობესებაა.

სამწუხაროდ, მეცნიერები სიჩქარესა და უახლოეს მომავალზე გეგმების დაწყობას არ გვირჩევენ. კევლარი 1960-იან წლებში იყო აღმოჩენილი, მაგრამ წარმოებაში მისი გამოყენება მხოლოდ 1980-იან წლებში დაიწყეს.
d7fdf97da458
ახლა, ახალ ნივთიერებას იდეალური ჯავშნის სახელისთვის ბრძოლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Massachusetts Institute of Technology, MIT) მკვლევარების ნამუშევართან მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ზემდგრადი მასალის შესაქმნელად მათ scaly-foot gastropod-ის “სხეულის” აგებულების თავისებურებების გამოყენება გადაწყვიტეს.

Back to top button