გასართობირეკორდებისურათები

უმაღლესი ადგილები მსოფლიოში

ეს ადგილები ნამდვილად ამაღელვებლად ლამაზია, მაგრამ მათ ვისაც აქედან გადმოხედვის ეშინია, ნამდვილად არ მიიზიდავს ეს ხედები.

ნაბიჯი

ეგრუი-დიუ-მიდის მწვერვალზე (3842 მეტრი) დაამონტაჟეს კაბინა გამჭვირვალე შუშებით და იატაკით სახელად “ნაბიჯი”. აქედან ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ შესანიშნავი ხედით ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე – მონტ ბლანკი.

ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა – ბურჯ-ხალიფა დუბაიში

ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა 828 მეტრის სიმაღლისაა, თითქმის ორჯერ მეტი Empire State Building-ზე. ტურისტებს შეუძლიათ ზემოდან შეავლონ თვალი ულამაზეს დუბაის.

გრანდ კანიონი

ეს ატრაქციონი ეკუთვნის ინდურ ტომ ხუალაპაის. პლატფორმა 240 მეტრზეა აშენებული.

უილის ტაუერის პლატფორმა, ჩიკაგო

უილის ტაუერის შუშის აივანი 400 მეტრის სიმაღლეზეა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ მას 5 ტონაზე მეტის გაძლება შეუძლია, ნამდვილად ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად მასზე, ირგვლივ ხომ მხოლოდ ძალიან შორს მყოფი ადამიანები ჩანან!

სი-ენ ტაუერი, ტორონტო

553 მეტრის სიმაღლის რადიო-ტელე კოშკი ტორონტოში ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ხედებით გამოირჩევა.

ლანგკავი სკაი ბრიჯი, მალაიზია

ეს დაკიდებული ხიდი მალაიზიაში 125 მეტრის სიგრძისაა და 700 მეტრის სიმაღლეზეა ზღვიდან. ტურისტებს უყვართ ულამაზესი ხედებით ტკბობა და ხიდიდან ზღვის ცქერა.

ბლექბულ ტაუერი, ინგლისი

ბლექბულ ტაუერი 1894 წელს გაიხსნა დამსვენებლებისათვის. 158 მეტრის სიმაღლის კოშკზე არის პლატფორმა, რომლიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები ჩანს.

შიშის გზა, ჩინეთი

“შიშის გზა” – 1430 მეტრის სიმაღლეზე მდებარე 60 მეტრის სიგრძის საბაგირო გზაა, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება, მათ ვისაც არ ეშინიათ სიმაღლის და ამ გზის გავლის. კაბინა მთლიანად შუშისგანაა დამზადებულო, ამიტომ აბსოლუტურად ყველაფრის დანახვაა შესაძლებელი მგზავრობისას.

სკაი ტაუერი ოკლანდში, ახალი ზელანდია

ეს კოშკი 328 მეტრის სიმაღლისაა და ქალაქში უმაღლესს წარმოადგენს. მხოლოდ ხედებით ტკბობას არ გვთავაზობენ მისი მეპატრონეები, არამედ პლატფორმიდან გადმოხტომაცაა შესაძლებელი სპეციალური თოკებით.

პლატფორმა-მოედანი ალპსპიკში, გერმანია

გერმანიაში მდებარე ხიდი 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს. ტურისტებს კი აქვთ შესაძლებლობა დატკბნენ ხიოლენტალის ხედებით.

სპინაკერ ტაუერი, პორტსმუტი, ინგლისი

ტურისტებისთვის ლონდონის შემდეგ, ინგლისის ყველაზე სასიამოვნო სანახაობად ეს 170 მეტრიანი კოშკი ითვლება. მასზე დამონტაჟებულია პლატფორმები 100 მეტრის სიმაღლეზე.

ტროლტუნგა, ნორვეგია

ტროლტუნგა – კლდეების ნატეხი, რომელიც 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ასვლა საკმაოდ დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს!

ხიდი “პეტრონასის” ცათამბჯენებს შორის კუალა-ლამპურში, მალაიზია

ორივე შენობა 450 მეტრის სიმაღლისაა, მაგრამ ხიდი მხოლოდ 172 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული, მაგრამ ეს მხოლოდ მთლიან შენობასთან შედარებით ჩანს ცოტა.

ხიდი დახშტაინის მთებში, ავსტრია

დახშტაინის მთებს შორის არის აგებული მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი ხიდი (2700 მეტრი!). ხიდი საკმაოდ კარგია ექსტრემის მოყვარლთათვის, ადრენალინის მოზღვავებას აუცილებლად იგრძნობთ, მხოლოდ ფოტოებისგან შეიძლება თავბრუ დაგეხვეთ.

კოშკი “აღმოსავლეთის მარგალიტი”, შანხაი

მრავალი წლის განმავლობაში ეს ცათამბჯენი ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა ჩინეთში. მისი სიმაღლე 468 მეტრია. დღეს “აღმოსავლეთის მარგალიტი” შანხაის სიმბოლოდ ითვლება.

თეგები
Close
Close