გასართობისაკითხავისასარგებლო

ქალები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალები.

ზოგიერთმა დაწერა მუსიკა, ზოგმა მის ირგვლივ ხმაური ატეხა, მაგრამ ყველამ განსხვავებულად წარმოაჩინა თავი. წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებმაც შეძლეს და დაამსხვრიეს სტერეოტიპები ბოლო 100 წლის განმავლობაში. ყველა მათგანი ცდილობდა მოეპოვებინა თავისუფლება და უსაფრთხოება ქალბატონებისათვის. ხშირად არ ვაფასებთ მათ შრომას, ვინც პატარა გოგონებს გრანდიოზული იდეებისაკენ უბიძგებს.

ოპრა უინფრი

საიდან დავიწყოთ? ოპრა იყენებს ტელევიზიას, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახადოს. შექმნა წიგნის კლუბი მილიონობით მკითხველისათვის. ის წარმოუდგენლად მდიდარი ადამიანია, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქველმოქმედებას. მისი ლიდერების აკადემია კი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სასწავლებელია. მისი ყველა ღირსების ჩამოსაწერად არც კი გვეყოფა ადგილი.

ჰილარი კლინტონი

2008 წლის პრეზიდენტობის კანდიდატმა ამერიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ქალის როლი მოიპოვა. მან საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავა არამხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ სამყაროში.

დედა ტერეზა

ყველას ვინც ობოლი იყო, უჭირდა, შიოდა, ავად იყო ან სიკვდილის პირას იყო ამ ყველაფრისგან, მფარველობდა დედა ტერეზა, რომელიც ახლანდელ მაკედონიაში დაიბადა. იგი ნამდვილად შთაგონების წყარო უნდა იყოს ადამიანისთვის, რათა გაუწიოს დახმარება სხვებს.

ელეანორ რუზველტი

მეორე მსოფლიო ომის დროს ელეანორი იყო ის, ვინც ეხმარებოდა ქალებს გადაეტანათ ბრძოლის შედეგათ მიღებული სტრესი და ტრავმები. სწორედ ამ საქმიანობის წყალობით ახდა იგი საკმაოდ ცნობილი პიროვნება ისტორიაში.

მიშელ ობამა

მოსამართლე და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის ერთ-ერთი აქტივისტი, ასევე დედა და ამერიკის პირველი ლედი, ეს ყველაფერი თავმოყრილია მიშელ ობამაში, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალში.

პრინცესა დიანა

ეს იყო ქალი, რომელსაც გააჩნდა უდიდესი გრძნობა ქველმოქმედებისა და ყველანაირად ეხმარებოდა შიდსით დაავადებულ პაციენტებს. მისი სიკვდილი კი ნამდვილად ტრაგედია იყო არამხოლდო ინგლისისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

მარგარეტ ტეტჩერი

ალბათ “რკინის ლედი”-ს გაგონებაზე ყველას წარმოგიდგებათ თვალწინ ქალი, რომელიც ბევრ მამაკაცზე უფრო ძლიერი და გავლენიანი იყო, მარგარეტ ტეტჩერი იყო ქალი, რომელიც შთაგონებას დღემდე აძლევს ბევრ ადამიანს იყოს ძლიერი და გამჭრიახი.

ანა ფრანკი

ის ოცნებობდა სამყაროს შემორჩენოდა მისი სახელი, როგორც მწერლის. მისი სიტყვები აღწერდა ოცნებებს, რომლებიც 15 წლის გოგონას სურდა ახდენოდა, მაგრამ ომის პირობებში, როდესაც საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდები, მათი შესრულება თითქმის შეუძლებელია. ეს იყო ბავშვი, რომელმაც ჰოლოკოსტის და ნაცისტების სისასტიკის მიუხედავად დაწერა: “ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ ხალხი კეთილია გულის სიღრმეში”.

კეტრინ ჰეპბერნი

მისი სახე, მამაკაცის შარვლები, 4 ოსკარი… ეს იყო ქალი, რომელიც განასახიერებდა დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ ქალბატონს, რაც ასე იშვიათი იყო დიდ ვერცხლისფერ ეკრანზე.

ჯოან როულინგი

როულინგი – ადამიანი, რომელმაც დაწერა ჰარი პოტერი. ნებისმიერი კი, ვინც თავს შეაყვარებს ბავშვებს დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ ჯოანმა ამით წიგნის მილიონობით ეგზემპლარი გაყიდა.

მერილ სტრიპი

ყველაზე გავლენიან, მიმზიდველ და მშვენიერ ქალბატობეს შორის შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ მერილ სტრიპი. მან შეძლო უამრავი ქალისთვის მიეცა მაგალითი, თუ როგორ უყვარდეთ საკუთარი თავი. თუ როგორ თავი იგრძნონ საზოგადოების სრლყოფილ წევრად.

მერი ქეი ეში

მან უბიძგა ასობით ქალს, რომ ეზრუნათ საკუთარ თავზე. შექმნა ბრენდი, რომელიც იყო ორიენტირებული ხარისხზე და მისცა ქალებს საშუალება თავი ნამდვილ დედოფლებად ეგრძნოთ.

კოკო შანელი

მიუხედავად იმისა, რომ მისი პირადი ცხოვრება საკმაოდ დაძაბული და ტრაგიკული იყო, მისი დიზაინრული კრედო არ იცვლებოდა: “მოდა ქრება, სტილი უკვდავია”. მან შექმნა მოკლე შავი კაბა, კლასიკური პიჯაკი, სუნამო N5 და კიდევ მრავალი რამ, რაც დღეს ქალბატონებს ამშვენებთ.

ჰელენ გარლი ბრაუნი

ჰელენი იყო 1962 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნის “სექსი და მარტოხელა გოგონა” ავტორი. იგი ჟურნალ “კოსმოპოლიტენს” 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ერთ-ერთი იყო, ვინც იცავდა ქალების სექსუალურ თავისუფლებას.

ბარბარა ვოლტერსი

ბარბარა იყო პირველი ღამის შოუს წამყვანი ქალი, იგი $1 მილიონის ჰონორარს იღებდა წელიწადში. ბარბარა საკმაოდ წამრატებული ჟურნალისტი იყო, რომელმაც შეცვალა ქალის როლი ჟურნალისტიკაში.

ჟერალდინ ფერარო

დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი 1984 წელს იყო პირველი ქალიმ ჟერალდინ ფერარო, რომელიც ნომინირებული იყო ნაციონალურ ოფისში პოლიტიკურ შეხვედრაზე.

ჟაკლინ კენედი

მას ადიდებდნენ, როდესაც პირველი ლედი იყო, შეუძლებელი იყო მისით არ მოხიბლულიყავით. ტრაგედიის შემდეგ იგი საკმაოდ დამოკიდებული გახდა დედობაზე და დაწერა ამის შესახებ წიგნი. იგი საკმაოდ ელეგანტური და ძლიერი ქალი იყო.

დოროთი ჰემილი

დოროთიმ ოქროს მედლის მოპოვებით დახურა 1976 წლის ოლიმპიური თამაშები და გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი ათლეტი, რომელსაც მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზეს.

თეგები
Close
Close