გასართობისაკითხავისასარგებლო

ლიდერი

.

დააკვირდით ქუჩებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის სადღაც რაღაცის გასაკეთებლად მიიჩქარიან. რატომ ხდება ასე? რა ამოძრავებს ამ ადამიანებს? ალბათ, ამ პასუხისთვის ბევრი ფიქრი არც ღირს. მარტივად – ადამიანმა იცის, რომ მთავარი მიზანი საზოგადოების ან “მეს” სასარგებლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზებაა.


ბავშვობიდან გვასწავლეს, რომ თითოეული ჩვენგანი საზოგადოებისთვის სარგებლის მოსატანად იბადება. საზოგადოება, თავის მხრივ, ყოველთვის(?) სათანადოდ აფასებს ჩვენს ღვაწლს (მართალია, ხშირად ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც…). “მისიის” შესასრულებლად ადამიანებს განსხვავებული თვისებები, უნარები გვაქვს, გარდა ამისა, არსებობს მოტივები, რომლებიც გვაიძულებს მუდმივად ვეძებოთ ადგილი, სადაც საკუთარი უნარის გამოყენებას ყველაზე უკეთ მოვახერხებთ და ვეცდებით მაინც ამ მისიის შესრულებას.


ერთი შეხედვით, ადამიანთა ქმედებებს განსხვავებული მოტივები შეიძლება ჰქონდეს.  ზოგს სურს ფული, ან Aუბრალოდ – პური და წყალი, ან – პატივი, ან – ადამიანთა ბედნიერება, ან, ან, ან და ასე უსასრულოდ. თუმცა, ალბათ, საინტერესოა ის, რაც ადამიანის ყველა ქმედების უკან იმალება – მაქსიმალურითვითრეალიზების სურვილი,ჯადოსნურად სწრაფამოქმედი სურვილი, რომელიც ყველა მოტივისმოტივია.

...დამეთანხმებით, თვითრეალიზების მნიშვნელოვანი ნაწილის – ზრდისა და განვითარებისკენ სწრაფვა თითოეულ ჩვენგანში არსებობს და ევოლუციის ყველა ეტაპზე არსებობდა.ჩვენმა წინაპარმა ისწავლა ცეცხლის დანთება, ქვისგან იარაღის დამზადება, რკინის დამუშავება და ცოცხალი არსების კლონირებაც კი. ვინ იცის რა, სად და როგორ ვიქნებოდით ჩვენ ჩვენს წინაპრებში წინსვლის დაუოკებელი სურვილი რომ არ ყოფილიყო.

ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად: ადამიანები, რომლთაც სჯერათ ბედის და ადამიანები რომლებმაც
იციან, რომ გჰეროდეს ბედის, ეს იგივეა, არ იყო თავისუფალი.

პირველები ელოდებიან იღბალს, მეორენი კი მოქმედევებენ, რათა აქტიური წვლილი შეიტანონ თავიანთი ბედის ჭედვაში; პირველები ერიდებიან ცვლილებებს, რადგან ფიქრობენ რომ ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, მეორენი კი ეგებებიან ცვლილებებს, რადგან იციან, რომ ყველა ცვლილება ახალ შესაძლებლობას შობს; პირველებს სიბნელეში მარტო დარჩენილი პატარა ბავშვივით ეშინიათ ცხოვრების, რადგან ფიქრობენ, რომ ვერ აკონტროლებენ მოვლენების დინებას, მეორენი კი აღწევენ წარმატებებს, რადგან იციან, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ უკანასკნელებს ლიდერებს ვუწოდებთ.
..
ლიდერობა ადამიანთა ცხოვრების ორგანიზაციის უძველეს ფორმას წარმოადგენს. იგი ყველა სოციალური ერთობისთვისაა დამახასიათებელი. სოციალური ცხოვრების განვითარება კანონზომიერად იწვევდა ლიდერობის ფენომენის ევოლუციას, რთულდებოდა ლიდერობის იერარქია. პიროვნული ტიპის ლიდერებიდან საზოგადოება გადადიოდა ლიდერობის უფრო
რთულ ფორმებზე. სოციალური ფენების და სახელმწიფოს წარმოშობის შედეგად ლიდერობა პოლიტიკური პროცესებისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების აქტიური ელემენტი გახდა.
ლიდერობა გამომდინარეობს არა მხოლოდ იქიდან, თუ როგორ იქცევა და რას აკეთებს ადამიანი სხვების მხედველობის არეში, არამედ, როგორია ის როცა საკუთარ თავთან რჩება, როგორია მისი შინაგანი სამყარო. ეს უბრალოდ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი “სისტემაა” და არ აქვს მნიშვნელობა კარგია თუ არა ის, განვიხილავთ დალაი ლამას თუ ნაპოლეონს, დედა ტერეზას თუ აბრაამ ლინკოლნს.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ლიდერებს განასხვავებს სხვა ადამიანებისაგან, ესაა
ცხოვრებისადმი სწორი მიდგომა, აღქმა, შეგრძნება თუ ხედვა იმისა, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.
დღეს იმაზე უკვე აღარავინ დაობს, რომ სჯობს, ჭიქას ნახევრად სავსეს ხედავდე, ვიდრე
ნახევრად ცარიელს, მაგრამ ცხოვრებაში ამ პოლიტიკის გატარება არცთუ ისე ბევრს გამოსდის.

მსგავსი ამბები

Close
Close