გასართობისასარგებლოსურათები

10 ცნობილი ცეკვის სტილი

10 გამორჩეული ცეკვის სტილი.

ცეკვა ხელოვნების ისეთი სტილია, რომელიც სხეულის მოძრაობას მოითხოვს, ხშირად მუსიკისადმი რიტმულს. ის ყველა კულტურაში გვხვდება და გამოხატავს ემოიებს, ქვეყნის ტრადიციებს, ან უბრალოდ ვარჯიშისთვის, ან ისტორიის მოსაყოლადაა. ცეკვა გართობის ერთ-ერთი ფორმაცაა. იგი ვნებაა ზოგი ადამიანისთვის, ზოგისთვის კი – პროფესია. მიუხედავად იმისა, კარგად გამოგდით თუ არა, თქვენ ცეკვავთ! ყველა ცეკვავს. აქ კი წარმოგიდგენთ 10 ცეკვის სტილს, რომლებიც წარმატებით სრულდება მსოფლიოს გარშემო. ზოგი მათგანი თქვენთვის ნაცნობია, ზოგი კი შეიძლება ახალი აღმოჩნდეს.

ჰიპ-ჰოპი

ჰიპ-ჰოპს ხშირად მოიაზრებენ, როგორც “ქუჩის ცეკვას”, მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ჰიპ-ჰოპ მუსიკა, რომელიც ცეკვასთან ერთად მთლიანობაში ჰიპ-ჰოპ კულტურას ქმნის. ის საკმაოდ ფართო ცეკვის სტილებს მოიცავს 1970 წლიდან მოყობეული და ზედმეტად პოპულარულიც კი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჰიპ-ჰოპის ცეკვისთვის დამახასიათებელია მიწასთან ახლოს ცეკვა. ალბათ ყველას გინახავთ ფილმები, სადაც ჰიპ-ჰოპის შესანიშნავი მაგალითებია.

კაკუნით ცეკვა

კაკუნით ცეკვა საკმაოდ ცნობილი ცეკვის სტილია, რომლის დროსაც მეტალები, რომლებიც იატაკზა და მოცეკვავის ფეხსაცმლის ძირზეა, გამოსცემენ ხმას. ცეკვისთვის იქმნება სპეციალური ფეხსაცმელები, ხმა იმდენად ძლიერია, რომ ხშირად მოცეკვავეებს მუსიკოსებადაც მოიაზრებენ. ცეკვის ფესვები აფრო-ამერიკულ ცეკვასთან მიგიყვანთ, სახელად ჯუბა, ასევე ირლანდიულ ცეკვასთან, რომლის დროსაც თითქმის იგივე მოზრაობები სრულდება. ისტორიულად კი ამ ცეკვის გამოჩენა 1800-იან წლებთანაა დაკავშირებული.

იანგკოს ცეკვა

ჩინელებისათვის იანგკოს ცეკვა ტრადიციას წარმოადგენს. იგი ჩაისახა ჩინეთში და მის კულტურის ნაწილს წარმოადგენს. ცეკვის დროს მოცეკვავეები ტანს აყოლებენ მუსიკის რიტმს, რიტმს მიყვება წელი და თეძოებიც. ამ ცეკვის ისტორია ჩინეთში ათას წელიწადზე მეტს ითვლის და ტრადიციულად დიდ დღესასწაულებზე სრულდება. უამრავი ვიდეოს ნახვაა შესაძლებელი და ცეკვა ნამდვილად თვალწრმტაც სანახაობას წარმოადგენს. იანგკო ოდნავ შეიცვალა 1940 წლიდან და გახდა ისეთი, როგორიც დღესაა.

მუცლის ცეკვა

მუცლის ცეკვა საკმაოდ ტრადიციული გახდა არამხოლოდ აღმოსავლეთში, არამედ დასავლეთშიც. ხშირად მას არაბულ ცეკვასაც უწოდებენ. სახელწოდება “მუცლის ცეკვა” არ ასახავს ცეკვის სრულ პროცესს, რადგან ცეკვისას სხეულის თითოეული ნაწილი ჩართულია პროცესში, ყველაზე მეტად კი – თეძოები. მუცლის ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი შაკირაა. მუცლის ცეკვა მე-18-19 საუკუნეების მიჯნაზე გამოჩნდა დასავლეთ სამყაროში.

კატაკი

კატაკი ერთ-ერთი ცეკვის ფორმაა 8 ინდური კლასიკური ცეკვებიდან, რომელიც წარმოიშვა ინდოეთიდან. მე-16 საუკუნეში ამ ცეკვაზე გავლენა სპარსულმა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ცეკვებმა იქონიეს, ახლა კი მას რიტუალური დანიშნულება აქვს. ეს ცეკვები საკმაოდ რთული შესასრულებელია და ზოგჯერ საკუთარი მნიშვნელობაც კი აქვს. თითოეული ცეკვა ისტორიას მოგვითხრობს.

Gangnam Style

ფრაზა “Gangnam Style” კორეული ნეოლოგიზმია, რომელიც ასახავს ცხოვრების სტილს, რომელიც დაკავშირებულია განგნამის მხარესთან სეულში. სიმღერა და მისი ვიდეორგოლი 2012 წლის აგვისტოში გამოჩნდა და საკმაოდ პოპულარული გახდა მსოფლიოში. “Gangnam Style”-მა დადებითი შეფასება მიიღო და საკმაოდ კარგი რიტმისა და მომღერლის ცეკვის მოძრაობების წყალობით დაიპყრო მსოფლიო. ის მსოფლიო ფენომენადაც კი შეიძლება მოვიაზროთ, სწორედ ამიტომ იგი ჩამოყალიბდა, როგორც ცეკვის სტილი.

Break Dance

“Break Dance”, ან ბ-ბოინგი, ან ბ-გირლინგი არის ქუჩის ცეკვების ცნობილი სტილი, რომლის განვითარებასაც ხელი შეუწყო მაიკლ ჯექსონმა. იგი საკმაოდ რთული და ლამაზი ილეთებისგან შედგება. შეიძლება ითქვას, რომ ცეკვა მრავალ აკრობატულ და გიმნასტიკურ მოძრაობას მოიცავს და მოითხოვს ძალას, ენერგიას, უნარს, ბალანსს და ტექნიკას სხვა მრავალთან ერთად. მის შემსრულებლებს კი ბ-ბოი ან ბ-გირლ ეწოდება.

ბალეტი

ცეკვის ეს ფორმა მე-15 საუკუნეში ჩამოყალიბდა იტალიაში. შემდგომ კი საფრანგეთსა და რუსეთში განვითარდა და დიდ სცენაზეც გადაინაცვლა. ბალეტი საკმაოდ რთული შესასრულებელია და ისწავლება სხვადასხვა ხელოვნებისა თუ ბალეტის სკოლებში მსოფლიოს გარშემო. უმეტესწილად ბალეტს აკომპანიმენტს უწევს ორკესტრი. ბალეტი მოიცავს აკრობატულ ელემენტებს. ბალეტის რომანტიკული, ექპრესიონისტული და ნეოკლასიკური ფორმები ჩამოყალიბდა მსოფლიოში, თითონ სიტყვა კი ითარგმნება, როგორც “ცეკვა”.

სალსა

სალსა – ცეკვა კუბადან. სალსას ორი პარტნიორი ასრულებს, თუმცა გვხვდება ასევე სოლო ფორმები. სალსას ძირითადად მისივე მუსიკა ახლავს თან, რომელიც ლათინო ამერიკულ ელემენტებს მოიცავს. სალსა შეიძლება იმპროვიზირებულიც იყოს, მაგრამ უმეტესად მას ქორეოგრაფი დგამს. ცეკვის ეს სტილი საკმაოდ პოპულარულია ლათინო ამერიკაში და სწორედ აქედან გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში და ავსტრალიაში.

ხაზობრივი ცეკვა

ხაზობრივი ცეკვა არის ქორეოგრაფიულად დადგმული და ნაბიჯების გამეორებას მოითხოვს ხალხის ჯგუფებისგან, რომლებიც განლაგებულნი არიან 1 ან მეტ ხაზად. არ ექცევა ყურადღება სქესს და ყველა მოცეკვავე ერთი და იგივე მიმართულებით იყურება და იმეორებს ერთსა და იმავე მოძრაობას. მოცეკვავეები არ ეხებიან ერთმანეთს. ცეკვა საკმაოდ ენერგიული და თვალწარმტაცია.

თეგები
Close
Close