გართობაუცნაური

Digital Art / Digital Painters

e226d0970b85

ალბათ ყველას მოგწონთ დისნეის ანიმაციები, უბისოფტის თამაშები, მარველის კომიქსები, BMW, Audi და ა.შ. თუმცა ნაკლებად დაინტერესებულხართ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რამხელა შრომა სჭირდება ამ ყველაფერს. მოკლედ, მინდა წარმოგიდგინოთ უხილავი, ყოვლის შემძლე, დიჯიტალ ფეინთერები(Digital Painters).

პირველ რიგში რა თქმა უნდა კომიქსის, მანგის, დიზაინის, თამაშის თუ ანიმაციის შექმნისას საქმეში ერთვება იდეის ავტორი და სცენარისტი. ამათ შემდგომ მოდიან მხატვართა ურიცხვი ურდო. გააჩნია რომელთან გვაქვს შეხება. ამათგან ყველაზე დიდი შრომა და მრავალი მხატვარი, კი ალბათ დამეთანხმებით თამაშის შექმნას სჭირდება.

ბევრს ალბათ გსმენიათ კიდევაც Digital Art-ის შესახებ, მაგრამ ამ სიტყვის წარმოდგენაზე, პროფესიონალური კამერით გადაღებული ფოტოები წარმოგიდგებათ თვალწინ. სინამდვილეში, ეს სფერო გაცილებით მეტ შესაძლებლობებს და საშუალებებს იძლევა. მოდით დავიწყოთ თავიდან.

როგორც უკვე მოგახსენეთ, პირველ რიგში საქმის წამოსაწყებად საჭიროა იდეა და მისი ავტორი, ანუ ხელმძღვანელი. იდეას ხშირად ნაწარმოებად აქცევენ, კომიქსის შემთხვევაში პიესად, ავტომობილის შემთხვევაში ჩანახატებად. შემდეგ ნაწერის მიხედვით ხდება კონცეპტების შექმნა. იქმნება თითოეული გმირის უამრავი სახე, ფორმა, კოსტუმი, და მათგან საუკეთესო ირჩევა. დამეთანხმებით ალბათ, რომ მარტო საწყის ეტაპს და ერთი პერსონაჟის შექმნას სჭირდება უამრავი დრო. (ნერვებიც არ დაგავიწყდეთ, ყოველთვის ისე არ გამოდის როგორც გვინდა).

redec concept sketches Misc Vlad tests 1

ნიმუში კომიქსის კონცეპტის. წარმოიდგინეთ ერთი მხატვარი ათასობით ასეთ ნამუშევარს შეიძლება ქმნიდეს, მათგან კი მხოლოდ ერთი ირჩევა. და არ დაგავიწყდეთ რომ ეს მხოლოდ გმირის ნახატები კი არა, იარაღები, კოსტუმები და ზოგჯერ თითოეული დეტალიც კი ცალკე. (შრომის ლეველი: Fuckin’ Crazy)

კონცეპტების შემდეგ, ხდება სცენარის მიხედვით ხატვა. მაგრამ ეს არ გეგონოთ უბრალო საქმე. საკითხავად და სანახავად უფრო ეფექტური რომ გამოვიდეს კომიქსი ან ანიმაცია, საჭიროა რაკურსის და პერსონაჟების განლაგების სწორად შერჩევა. ასახსნელად ბევრი რომ არ ვწერო, პირდაპირ მოგცემთ ვიდეოს, რომელშიც ვფიქრობ აბსოლიტურად დამაკმაყოფილებლად არის ახსნილი, თუ რა ეფექტს ახდენს ამ შემთხვევაში სწორი კადრის შერჩევა. მაშ ასე:

Stan Lee’s – How to Draw Comics the Marvel Way

 

ასე თუ ისე გავერკვიეთ უკვე რას ნიშნავს კონცეპტი და რისთვის იქმნება ის.

რადგანაც ყურადღება გავამახვილეთ კომიქსისა და მანგის შემქმნელებზე, მოდით ასეც გავაგრძელოთ. სცენარის დახატვის შემდეგ ხდება მისი აკინძვა, საბოლოო შტრიხების და ეფექტების დამატება. AAAAND… ვუალა! თქვენი კომიქსის ან მანგის პირველი ნომერი მზადაა. თქვენ წარმოიდგინეთ ასე “ადვილად”. სულ რაღაც მინიმუმ 120 საათიანი თავაუღებელი მუშაობის შემდეგ. ჰმ…

ამის შემდეგ: პიარ-მენეჯერები, ცოტაოდენი ფულები და ლაიქები სოციალურ ქსელებში, თქვენი ნამუშევარი მზადაა ბაზრისთვის. გილოცავთ! (ნუ ყოველ შემთხვევაში, პოსტის 1/2 წაკითხვას მაინც)

რაც შეეხება ანიმაციას, აქ კიდევ უფრო რთულად გვაქვს საქმე, 3D მაქსებიო, პოზერ პროებიო, მუდბოქსები და ათასი დო ხრენა პროგრამები. წარმატებებს გისურვებთ!

მოკლედ ამ პოსტის მთავარი მიზანი არის რომ გაგაცნოთ ვინ ვართ ჩვენ: Digital Painters!!!

რომ გამოხვიდე კარგი მხატვარი, უნდა ხატავდე 10 წლიდან მაინც ფანქარში. ფანქარი ყველანაირი მხატვრობის საწყისი და ანბანია. მერე ნელა გადახვიდე ფოტოშოპში და 2 წლიანი გამოცდილება მაინც უნდა გქონდეს რომ რაღაცის შექმნის სურვილი გაგიჩნდეს. ასე რომ მეგობრებო, სულ არ არის ადვილი ეს პროფესია, თუ არა ერთ-ერთი ურთულესთაგანი. ვერ ვიტყვი რომ ამისთვის ანაზღაურებაც არ არის კარგი, ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა, რადგან ძალიან მოთხოვნადი პროფესია და ძალიან ცოტა კარგად მცოდნეა ჩვენს ქვეყანაში ამ პროფესიის.

დამწყებ მხატვრებს ტუტორიალებისთვის ვურჩევდი:
www.youtube.com/channel/Sycra
კარგი ჩენელია, მხატვარიც კარგი მცოდნეა ანატომიისა და ფერთა განაწილებასაც მშვენივრად ახერხებს. ძალიან დაგეხმარებათ.
ასევე ხშირად უყურეთ speed painting-ებს. გამოგადგებათ მუშაობის პროცესის დასაკვირვებლად.რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმეთ ფანქარში ხატვას და წარმატებაც გარანტირებული გექნებათ. თქვენი თავის გაპიარება კი მრავალი გზით შეგიძლიათ:
1. youtube – საკუთარი არხის გახსნა, რაც დაგეხმარებათ ყველაზე უკეთ მიაწვდინოთ თქვენი რეზიუმე ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ კომპანიას.
2. DeviantArt.com – უმსხვილესი დიჯიტალ არტის საიტი. სადაც ასევე შეგიძლიათ თქვენი პროფილის გახსნა და ნახატების ატვირთვა.
და რაღა თქმა უნდა…
3. Facebook – ბევრი ახსნა არ სჭირდება.
კიდევ მრავალი საშუალება არსებობს თავის გაპიარების, რაც უკვე თქვენთვის მომინდვია.
სახატავ პროგრამად გამოგადგებათ Photoshop CS6, არამც და არაცმ არც ერთი სხვა ვარიანტი. ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ Sketchbook Pro-თი, სხვა აპებს მე რეკომენდაციას არ გავუწევდი.

პირველად პლანშეტად კი გამოგადგებათ Wacom Bamboo.

წარმატებებს გისურვებთ!!!

მსგავსი ამბები

Back to top button