გართობაკულტურაუცნაური

უძვირესი ფეხსაცმელები მსოფლიოში

9e6e91c177a9

მსოფლიოს გაოცებას დიზაინერები ყველანაირად ცდილობენ! მათ შორის უძვირესი ფეხსაცმელების წარმოებითაც.

დიზაინერები ცნობილები არიან ლამაზი და დახვეწილი ფეხსაცმელების შექმნით, ისინი ხშირად საკმაოდ იშვიათ და ძვირფას მასალებს იყენებენ, ქმნიან ფეხსაცმელებს ცნობილი ადამიანებისათვის, კარგად ნაცნობი დაჯილდოებებისათვის, წვეულებებისათვის. მათ შორის კი გამოიკვეთება ტოპ 10 ყველაზე ძვირი ფეხსაცმელი. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა გეცნოთ, მაგრამ მათი მშვენიერების საიდუმლო სწორედ ძვირფას ქვებში, ქსოვილებსა და სტილშია დამალული. ახლა კი მოემზადეთ მათ სანახავად.

10. თუ ბრილიანტები გოგონების საუკეთესო მეგობრები არიან, მაშინ ეს ბრილიანტის ფეხსაცმელი მერლინ მონროს ყველაზე კარგი სიზრმიდან არის გადმოსული. ფეხსაცმელები 2007 წლის ოსკარის დაჯილდოებისთვის შეიქმნა ფილმის, “Dreamgirls” მსახიობისათვის, ანიკა ნონი როზისთვის. სტუარტ ვეიცმანის “ბრილიანტის სიზრმის” ფეხსაცმელები ნამდვილად გლამურულია. ფეხსაცმლის ფასი ოსკარების ისტორიაში საკმაოდ მაღალია, იგი $500,000-ად არის შეფასებული და მოჭედიია 1,420 ბრილიანტით, ფეხსაცმელი საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია, თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ თვალის მოწყვეტას.

96e610f9d856

9. ამ სიის საპატიო მე-9 ადგილს კი საკმაოდ ცნობილი, ჯუდი გარლანდის ლალის ფეხსაცმელები იკავებს, რომლის 4 წყვილი შემორჩა ისტორიას. ლალის ფეხსაცმელები “The Wizard of Oz”-დან არის ცნობილი და მისი ბოლო წყვილი კრისტის აუქციონზე $612,000-ად გაიყიდა უცნობ მეპატრონეზე. შემდეგი წყვილი 2011 წელს ჰოლივუდის აუქციონზე გაიტანეს, მაგრამ საწყისი ფასი $2 მილიონი დააწესეს, ამიტომ მისი ყიდვა არავინ მოისურვა. მესამე წყვილი კი სმიტსონიანის ნაციონალურ მუზეუმშია დაცული, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, თქვენ შეგიძლიათ თვალი შეავლოთ ამ ულამაზეს ფეხსაცმელებს. რაც შეეხება მეოთხე წყვილს, გრენდ რეპიდსში მდებარე ჯუდი გარლანდის მუზეუმში იყო წყვილი დაცული, მაგრამ 2005 წელს იგი მოიპარეს და დღემდე ვერ შეძლეს მისი მოძებნა.

f606e529e78a

8. მერლინ მონროს ეკუთვნოდა სვაროვსკის კრისტალის საყურეები, რომლებიც ახლა სტუარტ ვეოცმანის $1 მილიონიან ფეხსაცმელებს ამშვენებს. ეს ელეგანტური, კრემისფერი საღამოს ფეხსაცმელები სატინისგანაა დამზადებული, მას მშვენიერი სვაროვსკის კრისტალები ამშვენებს. მაგრამ ეს მხოლოდ სვაროვკსის კრისტალები არაა, ისინი ხომ მერლინ მონროს ეკუთვნოდნენ! რეჯინა კინგსს ეცვა ეს ფეხსაცმელები 2005 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე, როდესაც ის ნომინირებული იყო ფილმისთვის “Ray”. ცერემონიის შემდეგ, სტუარტ ვეიცმანმა მერლინ მონროს კრისტალები მათი კარგი ანალოგით შეცვალა და აუქციონზე გაიტანა, სადაც ის $1 მილიონად გაიყიდა.

d855982a55ba

7. ამ რეტროს სტილის ფეხსაცმელებს, რომლებიც ვეიცმანმა 1940 წლებს შეუსაბამა, T-ს ფორმის შესაკრავი ამშვენებს და შეფასებულია $1 მილიონად. ფეხსაცმლის ცხვირზე მდებარე ვარდის ფორმის ორნამენტები 100 კარატიანი ბრილიანტებითაა შექმნილი. მთლიანობაშ კი მას 2,000-მდე ბრილიანტი ფარავს. ეს ფეხსაცმელები დიაბლო კოდის ეცვა 2008 წლის ოსკარზე, როდესაც ის იყო ნომინირებული ფილმისთვის “Juno”.

e0dfc6327397

6. ეს მშვენიერი სალტეებიანი სტილეტოები, პლატინისგან შექმნილი ქსოვილისგან და 464 ბრილიანტისგან არის შექმნილი. მომრგვალებული და წვეთის ფორმის ბრილიანტები ისეა შექმნილი, რომ მათი გამოყენება, როგორც სამკაულის შესაძლებელია. ეს $1 მილიონის ღირებულების პირველი წყვილია, რაც კი ოდესმე ჩაუცვამთ ოსკარის ცერემონიაზე, პატივი კი წილად ხვდა “Mulholland Drive”-ის მსახიობ, ლაურა ჰერინგს. $1.09 მილიონიან ფეხსაცმელზე ალბათ არ ისურვებდით, რომ ვინმემ დაგაბიჯოთ.

e4730316319f

5. $1.6 მილიონად შეფასებული მაღალი მოდის ფეხსაცმელების შთაგონება “The Wizard of Oz”-ის წითელი ლალის ფეხსაცმელები იყო. ეს დახვეწილი სტილეტოები შექმნილია ალუბლისფერი ძვირფასი ნაჭრით, წითელი სატინითა და 642 უძვირფასესი ლალით. ასევე მის შემადგენლობაშია პლატია, რომლის კარატი 123.33-ს აღწევს. წითელ ხალიჩაზე მისი ხილვა 2003 წელს შეგეძლოთ, მაგრამ ერაყში მიმდინარე ომის გამო ცერემონია გადაიდო, შემდგომში კი ისინი ლონდონში, ჰაროდსში გამოჩნდნენ.

4170951d0ee5

4. ელეგანტური საღამოს ფეხსაცმელები ვეიცმანის და მაღალი ხარისხის იუველირის, ედი ლე ვიანის ერთოვლივი მუშაობის შედეგია. სანდლები ვერცხლისფერი ტყავისგან არის დამზადებული და ალბათ ნამდვილად განკუთვნილია სამეფო დღესასწაულებისათვის. მისი შესაკრავები 185 კარატის ულამაზესი, ლურჯი ტანზანიტისგანაა და მორთულია 28 კარატიანი ბრილიანტებით. ფეხსაცმლის ცხვირი ძალიან ნაზად არის მორთული ბრილიანტების და ეს ყველაფერი თქვენ $2 მილიონად შეიძლება თქვენი გახდეს.

50643087489c

3. სტუარტისთვის ამ ფეხსაცმელების შთაგონების წყარო, ყველასთვის ცნობილი კონკია იყო. მბრწყინავი ფეხსაცმელები იტალიური ტყავისგან არის შექმნილი. ის 565 კარატიანი ბრილიანტებით არის მორთული, თვლები კი პლატინაშია ჩასმული. ფეხსაცმელებს 5 კარატიანი ამარეტოს ბრილიანტი ამშვენებს, რომლის ღირებულებაც ცალკე $1 მილიონს აღემატება. ქანთრის მომღერალი, ელისონ კრაუსი იყო ის იღბლიანი პრინცესა, რომელმაც მოირგო ეს მშვენიერი ფეხსაცმელები 2004 წლის ოსკარზე. 4 ინჩის სიმაღლის გაჭვირვალე ქუსლი კი უზრუნველყოფდა მთელი ყურადღების მბწრყინავ ბრილიანტებზე გადატანას.

c8fbf3fd0f2b

2. სტუარტ ვეიცმანმა ფეხსაცმელებს რიტა ჰეივორსის სახელი უწოდა და სწორედ მსახიობი იყო მისი შთაგონების წყარო. ღია ცხვირიანი ფეხსაცმელი მოყავისფრო სატინისგან არის შექმნილი და ულამაზესი ლალის, საფირის და ბრილიანტების საზავს წარმოადგენს, რომლებიც ჩამალულია ფეხსაცმლის ცხვირში. ეს მშვენიერი ფეხსაცმელები $3 მილიონად არის შეფასებული, მაგრამ ისინი არ იყიდება, იმყოფებიან პრინცესა იასმინ აღა ხანის, რიტა ჰეივორსის შვილის საკუთრებაში.

4437c2cd9268

1. 1989 წელს რონალდ ვინსტონმა, ცნობილი იუველირის, ჰარი ვინსტონის ვაჟმა, გადაწყვიტა “The Wizard of Oz”-ის 50 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო გრანდიოზული სურპრიზი. 2 თვიანი მუშაობის შედეგად, ჰარი ვინსტონის სახლმა წარადგინა ლალის ფეხსაცმელების საკუტარი ვერსია, რომელსაც 4,600 ქვა ამშვენებდა. ფეხსაცმელების 1,350 კარატიანი ლალის გარდა, 50 კარატიანი ბრილიანტებიც ამშვენებს. მისი ფასი $3 მილიონს უტოლდება და ის გაცილებით უფრო მეტი ღირებულებისაა, ვიდრე ფეხსაცმლის ორგინალი, რომელიც მხოლოდ წითელი ბრტყელი მძივებისგან არის შექმნილი.

90e94f0f013e

მსგავსი ამბები

Back to top button