უცნაურის შეკრება პაბში
უნდა გამცნოთ,რომ შეკრებამ სულ ჟღურტულით,სიცილ–კისკისითა და უმაგრესი განწყობის მოტანით ჩაიარა. თავდაპირველად სპორტის სასახლესთან შევიკრიბეთ, პირველად დანიშნულების ადგილას ქეთი ნიქაბაძე მივიდა, იგივე Kate Alukard, ხოოდა სვანი,იგივე გიორგი ხერგიანიც შეუერთდა მის კამპანიას, აი მე, სურმანიძემ(velociraptor) და ნიკოლოზმა (wooden monkey), პეპიმ (უცნაურზე არ მოღვაწეობს) ცოტა არ იყოს დავაგვიანეთ. თუმცა მე უფრო ადრე მივედი, დიახაც! მერე გავუყევით პაბისკენ გზას, მარშუტკაში შევხტით და მივაღწიეთ იქ,სადაც უკვე გველოდნენ ნაწკა (missblack), ნიკა (sonny), Just kemmo, სოსო, პაატა (mr.paata), მისი მეგობარი გიორგი. ცოტა რომ მოვშინაურდითსავით შემოგვიერთდნენ სანდრო დადიანი,თიკა და ნუკა :) მოსასვლელი დარჩა მხოლოდ ბაკო,რომელმაც საპატიებელი მიზეზების გამო დაიგვიანა. მოკლედ რომ ვთქვათ თავიდან იყო შეჩვევის რამდენიმე წუთი, ხუმრობის მცდელობები და ერთმანეთის თვალიერება :D მე ხან იქით ვიჯექი,ხან აქეთ, მაგრამ ზოგიერთი მაინც ვერ გავიცანი უფრო ახლოს. აი ბენდი რომ მოვიდა მერე წავიდა ხალისობა, არ შეიძლება არ ვახსენოთ,რომ ძააალიან კარგად უკრავდნენ და მღეროდნენ. ვუდენა თეძოების ასათამაშებელ სიმღერას ელოდა,რომ ეცეკვა. მე და ველომ წყნარზე ვიცეკვეთ, აი დანარჩენები სანამ ბაკო არ მოვიდა და არ შემოუძახა ყველას არ იკადრეს ადგომა. ზოგმა არ იცეკვა,იმედი მაქვს შემდეგში დასძლევენ კომპლექსებს, ან უფრო კარგად დათვრებიან მაინც :lol2:
ზოგ სურათს აქ ვერ დავდებ, ვინც მეგობრებში მყავს ფეისბუქზე ნახეთ :D
ესეც ვიდეო MVI_2692 დააკლიკეთ ამას, მერე კიდე ლინკს დააკლიკეთ და ფლეიერი რომ გაიხსნება, იქ იქნება პაწუკა ზომაში,ხოდა იმასაც დააკლიკეთ და დიდად გახსნის. (ცუდი ხარისხი კია, მაგრამ არაუშავს)
…………………………………………………………………………………………………………………..