არქივი

ყველაზე ძვირადღირებული ძვირფასეულობა

54f32d67af3f

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ძვირფასეულობის ათეული.

სამკაულები თითქმის ყველა ადამიანს მოწონს, მით უმეტეს თუ ისინი ძალიან ძვირფასია. თითოეულ ლამაზ სამკაულს შეუძლია აღფთოვანება გამოიწვიოს ადამიანში, იმისდა მიუხედავად თუ როგორ გამოიყურება ის. ყველაზე მოთხოვნადი და ლამაზი სამკაული ძირითადად არის დამზადებული ბრილიანტისაგან, ის კარგი მაგალითი იქნებოდა იმის, რომ რაც უფრო დიდი და იშვიათია, მით უფრო მაღალია მისი ფასი. ხშირად მიმზიდველ სამკაულს ასეთივე მიმზიდველი და საინტერესო ისტორია გააჩნია, რაც მას უფრო მისტიკურს ხდის და მატებს შარმს. აქ კი წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ძვირფასს და მშვენიერ სამკაულებს.

10. Wallis Simpson-ის პანტერა სამაჯური: $12.4 მილიონი

9de22d06e5da

ამ გიშრის და ბრილიანტის პანტერა სამაჯურს, რომელიც კარტიემ 1952 წელს დაამზადა, ფლობდა ამერიკელი ელიტის წარმომადგენელი და ჰერცოგინია ვალის სიმფსონი, რომელიც ცნობილია ელეგანტურობით, გამოცდილებით და კლასიკური გემოვნებით. ეს სამაჯური სამჯერ გაიყიდა. პირველად გაყიდვისას იგი ანონიმურმა გამყიდველმა გამოიტანა სოზების აუქციონზე და იგი კარგ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, აკლდა ქვები. დაუდასტურებელია ინფორმაცია, რომ სამაჯური იყიდა მადონამ.

9. ზურმუხტისა და ბრილიანტის გვირგვინი: $12.7

756161be2f76

ეს მშვენიერი ზურმიხტისა და ბრილიანტის გვირგვინი, რომლის მფლობელის პრინცესა კატარინა ჰენკელ ფონ დონერსმარკი იყო, შედგება 11 ძალიან იშვიათი კოლუმბიური წვეთის ფორმუს ზურმუხტისაგან, თითოეული 500 კარატისაა. გვირგვინი იმპერატორ ეუგენიას პირად კოლექციაში შედიოდა. 1900 წელს გვიდო კაუნტ ფონ ჰენკელმა ის თავის მეორე ცოლს აჩუქა. შემდეგ იგი 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. შემდგომ კი სოზების აუქციონზე $12.7 მილიონს მიაღწია მისმა ფასმა.

8. სამეფო ლალის გული: $14 მილიონი

0ff46fd7a02b

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და საპატივცემულო საიუველირო კომპანიის, გარარდის მფლობელობაშია $14 მილიონის ღირებულების უძვირფასესი ყელსაბამი. იგი წარმოადგენს 40.63 კარატის გულის ფორმის ლალს, რომელიც ჩასმულია 155 კარატიან ბრილიანტის ყელსაბამში, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც გვირგვინი. ლალი საკმაოდ იშვიატია და შვეიცარიის ლაბორატორია ამტკიცებს ლალის იშვიათობას და უტყუარობას.

7. ბულგარის ლურჯი ბრილიანტის ბეჭედი: $15.7 მილიონი

b068ee2f4f13

ბულგარის ბეჭედი ორი თვლისაგან შედგება, რომლებიც ძალიან უნიკალურია და მისი მაღალი ფასიც ამით არის გამოწვეული. თვლები წარმოადგენენ სამკუთხედის ფორმის ბრილიანტებს. ლურჯი ბრილიანტი 10.95 კარატიანია, თეთრი კი – 9.87 კარატიანი. ბეჭედი ბულგარის ორგინალს წარმოადგენს, იგი დამზადებულია 172 წელს. ამერიკის უნივერსიტეტი კი ამტკიცებს, რომ ბეჭდის ყველა თვისება არის უტყუარი.

6. შოპარის ლურჯი ბრილიანტის ბეჭედი: $16.26 მილიონი

3bd211848922

ლურჯი ბრილიანტები ძალიან იშვიათია და საკმაოდ ძვირადღირებულია საიუველირო ინდუსტრიში. შოპარის ეს ბეჭედი ერთ-ერთ უნიკალურ ქმნილებას წარმოადგენს. ოვალური ფორმის ლურჯი ბრილიანტის ბეჭედი, ორივე მხრიდან სამკუთხედის ფორმის თეთრი ბრილიანტებითაა გარშემორტყმული, საბოლოოდ კი ჩასმულია 18 კარატიან ოქროში. ყველა ეს ღირსება მას ხდის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ბეჭდად.

5. ოკეანის ბრილიანტის გული: $20 მილიონი

945b262a23f0

ეს ყელსაბამი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამკაულია უძვირფასეს სამკაულებს შორის, რადგან იგი არის ფილმში „ტიტანიკი“ გამოყენებული ყელსაბამის ზუსტი ასლი. ვერავინ ივიწყებს სცენას, როდესაც ერთადერთი, რაც როუზს უკეთია, არის ეს ყელსაბამი. ოკეანის ბრილიანტის გული შექმნა იუველირმა, ჰარი ვინსტონმა და 15 კარატიანი ლურჯი ბრილიანტისგან შედგება. ეს სამკაული იყო ყველაზე ძვირი, რაც კი კეთებიათ დაიჯილოებებზე აკადემიის ისტორიაში, 1998 წელს იგი გლორია სტიუარტმა მოირგო, რომელიც ასაკოვან როუზს თამაშობდა ფილმში „ტიტანიკი“. ამ ყელსაბამის სხვადასხვა ასლები აუქციონებზე $3.5 მილიონად გაიყიდა.

4. „შესანიშნავი ვარდისფერი“: $23.2 მილიონი

e271209b7b9c

ბრილიანტები ძვირია, მაგრამ გაცილებით ძვირია, თუ იგი ფერადია. ამ „შესანიშნავმა ვარდისფერმა“ ბეჭედმა სახელწოდება ულამაზესი ფერის გამო მიიღო. მართკუთხოვანი ჭრით ის 14.23 კარატიანია და ორივე მხრიდან იგივე ფორმის 1.73 და 1.67 კარატიანი თეთრი ბრილიანტები აქვს. მეტი სილამაზისთვის თვლები ჩასმულია 18 კარატიან თეთრ და მოვარდისფრო ოქროში.

3. Wittelsbach-Graff-ის ბრილიანტი: $24.3 მილიონი

201851e9c767

ამ მშვენიერ ნივთს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. მისი ისტორია იწყება ინდოეთიდან. ლეგენდის თანახმად,ესპანეთის მეფე ფილიპე მე-4-ემ იგი უყიდა საკუთარ ქალიშვილს. სიმართლეა თუ არა ეს არავინ იცის, მაგრამ ეს თვალი აჭმოჩნდა ჰაბსბურგების ოჯახში და შემდგომს ვიტელბახების ოჯახში, ბავარიაში. 2008 წლამდე იგი ბავარიაში იმყოფებოდა, როდესაც იგი ლორენს გრაფმა იყიდა და მიანიჭა ახალი ფორმა. იგი 4 კარატიანი ბრილიანტია და ვიტელბახ-გრაფის ბრილიანტი ეწოდება.

2. „ბრილიანტი ბიკინი“: $30 მილიონი

f981687bb8b5

2006 წელს მოდელმა, მოლი სიმსმა მოირგო ბრილიანტის ბიკინი „Sports Illustrated Swimsuit“-სთვის. გარდა იმისა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბიკინია, ის ამავე დროს უძვირფასესია საიუველირო სამყაროსთვის. მისი ფასი $30 მილიონს აღწევს. ბიკინის 150 კარატის ბრილიანტები აქვს, რომლებიც ჩასმულია პლატინაში. მისი დიზაინი შექმნილია სუზანა როზენის მიერ.

1. „გრაფის ვარდისფერი“: $46.2 მილიონი

95cb0f38ef08

არც ისე ბევრია ცნობილი იშვიათი 24.78 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედზე. იგი კერძო კოლექციონერისგან იყიდა ცნობილმა ამერიკელმა იუველირმა, ჰარი ვინსტონმა და გაყიდა აუქციონზე, იქ კი იგი შეიძინა აგრეთვე ცნობილმა ბრილიანტების კოლექციონერმა და იუველირმა ლორენც გრაფმა. მისი ფასი ყველაზე მაღალია გაყიდულ სამკაულებს შორის. იგი მიჩნეულია ყველაზე დიდი ბრილიანტად.

Back to top button