საკითხავისასარგებლოსურათები

აია სოფია

კონსტანტინე დიდი წარადგენს ქალაქს (კონსტანტინოპოლს) და იუსტინიანე დიდი წარუდგენს აია სოფიას ღვთისმშობელს. მე-10 საუკუნე, სამხრეთ-დასავლეთის შესასვლელი

ბიზანტიის სიმბოლო

ბიზანტიის დედაქალაქის, კონსტანტინოპოლის (ისტანბული) დიდმა ტაძარმა დღევანდელი იერსახე იმპერატორ ისტინიანე პირველის დროს შეიძინა. ტაძარი ზარ-ზეიმით გაიხსნა 537 წელს დიდი ცერემონიისა და იმპერატორის სიამაყის თანხლებით (იმპერატორი ხანდახან ამბობდა, რომ დასრულებული მშენებლობა სიზმარში იხილა). მშენებლობის გაბედული საინჟინრო სიმარჯვე საყოველთაოდაა ცნობილი. არაერთი შუა საუკუნეების მოგზაური აქებს ტაძრის ზომასა და დეკორატიულ დეტალებს. არსებობს უამრავი მითი, რომლებიც ტაძარს უკავშირდება. აია სოფია ისევეა ბიზანტიის სიმბოლო, როგორც პართენონი – საბერძნეთისთვის, ან ეიფელის კოშკი – პარიზისთვის.

თითოეული ნაგებობა გამოხატავს ფასეულობასა და რწმენას: სრულყოფილი პროპორცია, სამრეწველო თავდაჯერებულობა, უნიკალური სულიერება. საბოლოოდ, დეტალების აღქმითა და ყურადღების გამახვილებით აია სოფიას მშენებლებმა მსოფლიოს მისტიკური შენობა უსახსოვრეს. შენობის აგებულებას თუ შევისწავლით, მას მხოლოდ საკუთარი კონსტრუქცია ვერ შეაკავებდა. აია სოფიას ქმნილება, როგორც ჩანს, მოითხოვს არაამქვეყნიურ ახსნას, თითქოს, ის დაცლილია ხორციელებისგან, თუ რატომ არ ინგრევა ის, რაც შუა საუკუნეების რწმენისთვის სრულიად რეალური გახლდათ. არა ხორციელობა (არაამქვეყნიურობა) შეიძლება შევამჩნიოთ ისეთ პატარა დეტალშიც კი, როგორიცაა მთავარი ბოძი ან შენობის მთავარი დეტალი,  გუმბათი.

დავიწყოთ მთავარი სვეტის თავით

სვეტის თავი დამზადებულია კლასიკური იონური წესით, შერეული რომაული და ბიზანტიური გამოგონების ვარიაციის ზეგავლენით. დახვეული სპირალები გვხვდება კუთხეებში, რომლებიც გახლავთ დეკორატიული დეტალი, ის გარს ევლება სვეტის თავის უფრო ქვედა ფენებს. სვეტის თავი ასრულებს მნიშვნელოვან როლს, უზრუნველყოფს რა კავშირს იმას, რაც ეყრდნობა, და მრგვალ სვეტს შორის. რასაც ჩვენ ვხედავთ, არის დეკორაცია, რომელიც სვეტის თავს აჩენს მსუბუქს და არარეალურსაც კი. მთლიანობაში ის აღიქმება, როგორც ფილიგრანული ნამუშევარი ვიდრე ძლიერი ქვებით აშენებული საყრდენი, რომელიც იტანს სვეტის უზარმაზარ წონას.

შევადაროთ აია სოფიას სვეტის თავი კლასიკურ ბერძნულ იონურ სვეტის თავს, რომელიც ბერძნული აკროპოლისის (ათენი) ნაწილია. სვეტის თავს უხვად აქვს დეკორაცია, მიუხედავად ამისა, ის არ აკნინებს სვეტის თავის მიერ შესასრულებელ სამუშაოს. ხაზები ორ სპირალს შორის იძირება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სიმძიმე იკარგება მაშინ, როცა სპირალები თითქოს გვიჩვენებს ჩაკეტილ ენერგიას, რომელიც აწვება სვეტის თავს, რომ შეუერთდეს ანტაბლემენტს (კლასიკური არქიტექტურული ორდერის სვეტებზე დაყრდნობილი ჰორიზონტალური ნაწილი. შედგება მზიდავი ნაწილის – არქიტრავის, მასზე დაყრდნობილი ფრიზისა და დამაგვირგვინებელი ნაწილის – კარნიზისგან), რისი სიმძიმეც აწვება. სვეტის თავი „მუშა“ ნაწილია სვეტისა და მისი დიზაინი ელეგანტური ნამუშევარია.

სვეტის თავის ფრაგმენტი აია სოფიას დაბალ დონეზე (მიწასთან ახლოს) გამოხატავს გრავირების (curving) ტექნიკას. ქვა ღრმადაა გაბურღული, რაც ქმნის ჩრდილებს უშინაარსო დეკორაციის უკან. სვეტის თავი ჩანს თხელი, ის უფრო ეწინააღმდეგება საკუთარ დანიშნულებას, ვიდრე გამოხატავს მას.

მსგავსი ღრმად გრავირებული სვეტის თავები, მზიდი კედლები და ანტაბლემენტები გვხვდება აია სოფიას ტაძარში. საითაც არ უნდა გავიხედოთ, ვხედავთ ქვებს, რომელთა ვიზუალი უარყოფს მის შესაძლებლობასა და იმ სამუშაოს, რისთვისაც ის შექმნეს. მთავარი ისაა, რომ დეკორაცია გვაიძულებს შენობის ასეთი მდგრადობა დავაბრალოთ რაიმე არამიწიერ ძალებს.

ოქროს გუმბათი, რომელიც სამოთხიდანაა გადმოკიდებული

ვიცით, რომ მორწმუნეებმა მიაწერეს აია სოფიას სტრუქტურული წარმატება უფლის ხელს. არაფერია დამოკიდებულების უფრო უკეთესად გამომხატველი, ვიდრე გუმბათის აღწერა. პროკოპიუსი (Procopius), იმპერატორ იუსტინიანეს მემატიანე და იუსტინიანეს მიერ აშენებული ქმნილებების შესახებ წიგნის ავტორი პირველია, ვინც ამკიცებს, რომ გუმბათი  ჰაერში ლივლივებს უფლის ხელის ჩარევით.

„…უზამრაზარი სფეროსებური გუმბათი აღსანიშნავად ალამაზებს ნაგებობას. ის საერთოდ არ ჰგავს ქმნილებას, რომელიც აგურებით აშენებულ კედლებს ეყრდნობა, არამედ თითქოს გამოკიდებულია ზეციდან.“ („შენობები“ პროკოპიუსის მიერ).

ეს აღწერა გახდა ნაწილი ცოდნისა დიდი ტაძრების შესახებ და საუკუნეების განმავლობაში ბაძავდნენ მას. თუ შევხედავთ გუმბათს შიდა იატაკიდან, ის დაგვეხმარება აღწერის ახსნაში.

ფანჯრები გუმბათის ძირთან ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან განლაგებულნი, რაც ქმნის საფუძველს, ვამტკიცოთ, რომ გუმბათის ფუძე უსაფუძვლოა და თითქმის არ ეხება თვითონ შენობას. შენობის დამგეგმავებმა უფრო მეტი გააკეთეს, ვიდრე ფანჯრების ერთმანეთთან მიჭყლეტაა, მათ ასევე დაურთეს ოქროს მოზაიკები ფანჯრების წირთხლებს. როცა შუქი ეცემა ოქროზე, ის იფანტება ღია ადგილებში და იკარგება ნაგებობაში, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გუმბათი ლივლივებს.

ძნელია არ შეეგუო ფაქტს, რომ შენობა გამიზნულადაა აგებული ისე, რომ წარმოადგენს შენობას, რომელიც სრულად დაცლილია და არაფერი სცხია მიღებული და ჩვეულებრივი კონსტრუქციულობა. აღქმა გადაწონის მშრალ ახსნას. კონსტანტინოპოლის მორწმუნეები და მისი სტუმრებისთვის შენობა უკავშირდებოდა უფლის სასწაულმოქმედ ხელს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შექმნა შეუძლებლად მიიჩნეოდა. აღქმა გვთავაზობს საკუთარ ახსნას: გუმბათი გამოკიდებულია ზეციდან უჩინარი ჯაჭვით.

ანგელოზის რჩევა?

ძველი ამბავი აია სოფიას შესახებ არის ამბავი, რომლის სხვადასხვა ვერსიები არსებობს და გვთავაზობს ეკლესიის სასწაულის ახსნას. აი ეს ამბავიც: მშენებელთა შორის გახლდათ ყველაზე ახალგაზრდა ოსტატი. შეამჩნიეს რა პრობლემა სამუშაოს გაგრძელებაში, ხელოსნები გაეშურნენ დახმარების საძებნელად (ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ისინი დახმარებას სამეფო სასახლიდან ელოდნენ). ყველაზე ახალგაზრდა დატოვეს იარაღების სადარაჯოდ, სანამ მომუშავენი წასულები იქნებოდნენ. უცნობი ფიგურა გამოჩნდა შენობის შიგნით და ასწავლა ბიჭს პრობლემის გადაწყვეტა და უთხრა, წასულიყო ხელოსნებთან და ეთქვა პრობლემის გადაწყვეტის გზა. მას შემდეგ, რაც ფიგურამ დაარწმუნა ბიჭი, რომ ის დარჩებოდა და უდარაჯებდა სამუშაო იარაღებს ბიჭის დაბრუნებამდე, ახალგაზრდა გაემგზავრა. პრობლემის გადაწყვეტა იმდენად მახვილგონივრული ჩანდა, რომ მისი მოსმენის შემდეგ ხელოსნები დარწმუნდნენ ფიგურის არაამქვეყნიურობაში, ის ანგელოზის მსგავსი ქმნილება იყო. ახალგაზრდა ბიჭი გააძევეს დედაქალაქიდან და არ მისცეს უკან დაბრუნების უფლება. ამგვარად არაამქვეყნიური არსება დარჩა ტაძრის კედლებში და მისი დაპირების გამო ისევ იქაა. ვერანაირი ეჭვი აია სოფიას წარმავლობის შესახებ ვერ მოერეოდა ფაქტს, რომ არაამქვეყნიური მცველი იცავს ტაძარს.

აია სოფია მდებარეობს ხშირი მიწისძვრის ზონაში. შენობა მძიმედ დაზიანდა სამი მიწისძვრის გამო მისი ისტორიის ადრეულ წლებში. ტაძარს სერიოზული რემონტი დასჭირდა.

მსხვილი სამუშაოები და რესტავრაცია გრძელდება თანამედროვე პერიოდშიც. დღევანდელ დღეს არსებული ტექნოლოგიების მეშვეობით შეგვიძლია შევინარჩუნოთ მე-6 საუკუნის ძეგლი.

 

გამოყენებული მასალები:

www.khanacademy.org

ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Close
Close